ჰილსი ბეიბიკიდსი / Healsea Babykids
- მწარმოებელი კომპანია: Lallemand Pharma AG
- მწარმოებელი ქვეყანა: შვეიცარია
- გამოშვების ფორმა: ნაზალური სპრეი 20 მლ
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ჩვენება
ჰილსი® ბეიბიკიდსი, ნაზალური სპრეი, ნაჩვენებია 2 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში ცხვირის ღრუს ჰიგიენისთვის და დასატენიანებლად გაციებისა და ნებისმიერი ტიპის რინიტის დროს
შემადგენლობა
იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარი (მარილიანობა 0,9%), სიმბიოფილმი®
გამოყენების წესი
მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 2-ჯერ,10 დღის განმავლობაში ექიმის და/ან ფარმაცევტის დანიშნულებით. ბავშვებმა ჰილსი® ბეიბიკიდსი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თუ სიმპტომები გაგრძელდა 10 დღე და მეტი ხნის
განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ჰიგიენური ნორმების დაცვისა და ინფექციისგან დაცვის მიზნით, თითოეულმა მომხმარებელმა სპრეი უნდა გამოიყენოს ინდივიდუალურად.
უკუჩვენებები
ბეიბიკიდსი ნაზალური სპრეი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
შენახვა და ნარჩენების უტილიზაციის რეკომენდაცია
ინახება ოთახის ტემპერატურაზე და არაუმეტეს 30°C-ზე. ვარგისიანობის ვადა იხილეთ კოლოფზე ან ფლაკონზე. სთხოვეთ თქვენს ფარმაცევტს ფლაკონის უტილიზაცია გამოყენების შემდეგ.
ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
ტექნოლოგია
სპრეის მუნდშტუკი/ტუმბო წარმოადგენს ხსნარის გამანაწილებელ ინოვაციურ სისტემას
(Advanced Preservative Free), რაც უზრუნველყოფს ხსნარის გამოფრქვევას კონსერვანტების გარეშე.
როგორ გამოიყენება ჰილსი ბეიბიკიდსი?
1. აპლიკატორის წვერი ფრთხილად მოათავსეთ ცხვირის ნესტოში და თავი დააფიქსირეთ ვერტიკალურ პოზიციაში.
2. დააჭირეთ გამომფრქვევს და ხსნარი შეისხურეთ თითოეულ ნესტოში.
3. აპლიკატორის წვერი დაასუფთავეთ ხელსახოცით, საპნიანი სუფთა წყლით და გააშრეთ ყოველი გამოყენების შემდეგ.
ჰილსი ბეიბიკიდსი არის ცხვირის სპრეი. იგი შეიცავს ინოვაციურ ექსტრაქტთან შერეულ იზოტონურ ფიზიოლოგიურ ხსნარს და სიმბიოფილმს, რომელიც მიღებულია ზღვის მრავალფეროვანი ბიოსფეროდან. ჰილსი ბეიბიკიდსი არის ბუნებრივი მოვლის საშუალება კონსერვანტის გარეშე, რომელიც ასუფთავებს და ატენიანებს ცხვირის ლორწოვანს. სიმბიოფილმი არის ზღვის პოსტბიოტიკი, რომელიც შეიცავს ეგზოპოლიმერულ ნივთიერებებს, რომლებიც მექანიკურად ზრდის იზოტონური ხსნარის გამწმენდ ეფექტს.
სიმბიოფილმი მექანიკური მოქმედებით ამცირებს რესპირატორული პათოგენური მიკროორგანიზმების ბიოაპკის წარმოქმნას, ლორწოვანთან მათ ადჰეზიას და ხელს უწყობს ვირუსების გავრცელების შემცირებას (in-vitro მონაცემები)
ჰილსი® ბეიბიკიდსი რეკომენდებულია ბავშვებისა და მოზრდილებისთვის გაციებისა და ნებისმიერი ტიპის რინიტის დროს. სპრეის რეგულარული გამოყენება ზედა სასუნთქ გზებს ეფექტურად იცავს ბაქტერიული, ვირუსული ინფექციებისგან და უზრუნველყოფს ცხვირის ღრუს სწორ ჰიგიენას.