Plasmon
აბზინდას ბალახი / Herba Artemisiae Absinthii

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

აბზინდას ბალახი შეიცავს ანაბსინტინისა და აბსინტინის მწარეებს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთებს, პიტონციდებს, ალკალოიდებს, ვიტამინებს (ასკორბინის მჟავასა და პროვიტამინ A-ს), ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ქარვის) და მთრიმლავ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
აბზინდას ბალახი ისევე როგორც ყველა მწარეები რეფლექსურად ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, აძლიერებს ნაღვლდენას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. აღნიშნული ეფექტი განპირობებულია აღგზნების მომატებითა და საკვებ პროდუქტზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ნეირორეცეპტორების გაღიზიანებით. ბალახში შემავალი ტერპენოიდული ნაერთები ახდენენ გამოხატულ ანთების საწინააღნდეგო მოქმედებას, ასტიმულირებენ რეტიკოლოენდოთელური სისტემის ფუნქციას და ფაგოციტურ აქტივობას. 
აბზინდას ეთეროვანი ზეთები თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას ქაფურის თვისებებთან, რომელსაც გააჩნია კარდიომასტიმულირებელი მოქმედება, იგი აღაგზნებს ცნს-ს

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნერვული დაბოლოებების გამაღიზიანებელი საშუალება.
გამოიყენება მადის მოსამატებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ კუჭქვეშა ჯირკვლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები, მცირდება ან სრულიად ქრება ტკივილი, უმჯობესდება მადა

გვერდითი მოვლენები
მცენარის ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია მსუბუქი ფორმის ინტოქსიკაცია, მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია აღინიშნოს ცენტრალური ხასიათის ზოგადი ტოქსიკური მოვლენები, ჰალუცინაციებითა და კრუნჩხვებით

სად შევიძინოთ?