ვარდკაჭაჭას ბალახი / Herba Cichorii
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი
- მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
- გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
ვარდკაჭაჭას ბალახი შეიცავს მწარე ნივთიერება ინტიბინს (0.10-0.20%), ფრუქტოზას 4, 5-9.5% ლევოკოზას 10-20%, პენტოზანებს 4,7%-20%-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება.
რეფლექსურად აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეციას და პერისტალტიკას, არეგულირებს დეფეკაციის პროცესს, ზრდის მადას, გააჩნია ჰიპოგლიკემიური მოქმედება. 200-300 გრ ნედლეულის მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე მცირდება 18-44%-ით. ამასთან ერთად, ვარდკაჭაჭა ერთ-ერთი უმთავრესი მცენარეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების მკურნალობისას. იგი აძლიერებს ნაღნლის ბუშტის სეკრეციას. განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენება პორტალური შეგუბებისას.