შემადგენლობა - 1 ტაბლეტი შეიცავს 225 მგ. ბეტა გლუკანს, რომელიც მიღებულია შვრიის (75მგ), ექინაციისა (E. purpurea)-50მგ და უნკარიას (Uncaria tomentosa)-100მგ მშრალი ექსტრაქტიდან.
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
ფარმაკოლოგიური თვისებები - ბეტა-გლუკანი ნატურალური პოლისაქარიდია, რომელიც იწვევს მაკროფაგების აქტივაციას. ასტიმულირებს მათ ფაგოციტურ ფუნქციას, ციტოკინების(ინტერლეიკინები, ინტერფერონი) სინთეზსა და გამოთავისუფლებას, რასაც სასიგნალო ეფექტი აქვს იმუნური სისტემის სხვა უჯრედებისთვის. ბეტა გლუკანი აძლიერებს ნორმალურ იმუნურ პასუხს, ზრდის სეკრეტორული იმუნოგლობულინი A-ს კონცენტრაციას ლორწოვან გარსებზე; გააჩნია ინფექციისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, აქვს რადიოპროტექტორული (გამოსხივებისგან დაცვის) ეფექტი.
ჩვენებები
- იმუნური სისტემის დაქვეითება (რეკომენდებულია გრიპის ეპიდემიებისა და გაციების მაღალი ალბათობის დროს. ამსუბუქებს კლინიკურ სიმპტომებს, ამცირებს დაავადების შემდგომ აღდგენით პერიოდის ხანგრძლივობას)
-სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები
- ორგანიზმის საერთო გადაღლა (ხელს უწყობს ზოგადი ფიზიკური ტონუსის შენარჩუნებას)
- ანტიბიოტიკოთერაპიის, ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება
1 აბი დღეში, წყლის მიყოლებით, დაღეჭვის გარეშე; არ არის კავშირში საკვების მიღებასთან.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა
N30 ტაბლეტი.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.
საკვები დანამატი.
მწარმოებელი: Sintal Dietetics SRL იტალია.