Plasmon
ისმიჟენი / ISMIGEN®


შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს ლიოფილიზირებული ბაქტერიული ლიზატის 50 მგ-ს, რომელთაგან 7 მგ ლიზატი შეესაბამება: Staphylococcus aureus - 6 მილიარდი, Streptococcus pyogenes - 6 მილიარდი, Streptococcus viridans - 6 მილიარდი, Klebsiella pneumoniae - 6 მილიარდი, Klebsiella ozaenae  - 6 მილიარდი, Haemophilus influenzae B - 6 მილიარდი, Neisseria catarrhalis - 6 მილიარდი, Diplococcus pneumoniae  - 6 მილიარდი (ეს უკანასკნელი ბაქტერია შეიცავს სხვადასხვა ტიპს, თითოეულს 1 მილიარდს - TY1/EQ11, TY2/EQ22, TY3/EQ14, TY5/EQ15, TY8/EQ23, TY47/EQ24), და 43 მგ გლიკოკოლი – ლიოფილიზაციის პროცესისთვის. 
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი, ამონიუმის გლიცერიზინატი, სილიციუმის დიოქსიდი, მენთოლის ესენცია.

მოქმედების მექანიზმი
ბაქტერიული წარმოშობის კომბინირებული იმუნომასტიმულირებელი პრეპარატი, რომელიც მიიღება მიკრობული უჯრედების მექანიკური ლიზისით. ისმიჟენი ზრდის ორგანიზმის დაცვით თვისებებს მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც ბრონქოპულმონალური ტრაქტის ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს იწვევენ. ასტიმულირებს როგორც სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსში ადგილობრივ უჯრედულ და ჰუმორული იმუნურ პასუხს, ასევე - სისტემურ იმუნურ რეაქციას.
იმუნოელექტროდიფუზიის გზით დადგენილია ისმიჟენის დამცავი მოქმედება ექსპერიმენტული ინფექციების მიმართ, რაც სპეციფიკური ანტისხეულების – იმუნოგლუბულინების (IgA და IgG) ინდუქციით, T და B ლიმფოციტების, ქილერული უჯრედების სტიმულაციით, ინტერლეიკინების პროდუქციით, ფაგოციტოზისა და მაკროფაგების ფუნქციის სტიმულაციით ვლინდება. გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქ სისტემებზე პრეპარატის დეპრესიული ან მასტიმულირებელი მოქმედება არ არის გამოვლენილი.
ისმიჟენის იმუნომასტიმულირებელი თვისებები განპირობებულია:
- IgA-ს სელექციური დეფიციტის დროს თ-ლიმფოციტების მემბრანების დარღვეული ფუნქციების აღდგენით
- საპასუხო რეაქციის მნიშვნელოვანი გაზრდით, რაც არ არის დამახასიათებელი მიტოკლონური მიტოგენებისთვის ჯანმრთელ ან დაავადებულ ორგანიზმში
- იმუნური კომპლექსების ცირკულაციის უმნიშვნელო გაზრდით.
პაციენტების სპეციფიკური იმუნური პასუხი, რომლებსაც ისმიჟენით ჩაუტარდათ მკურნალობა, დემონსტრირებული იყო ინ ვიტრო ლიმფოციტების სტიმულაციით, რაც გავლენას ახდენს მაკროფაგ-მონოციტური სისტემის დამხმარე ეფექტზე.

ფარმაკოკინეტიკა
ისმიჟენი წარმოადგენს კომპლექსურ, ლიოფილიზირებულ ბაქტერიულ ლიზატს. პრეპარატის თავისებურებებიდან გამომდინარე, არ არის შესაძლებელი ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარება. 

ჩვენება
ზედა სასუნთქი გზების და ბრონქოპულმონალური ტრაქტის მწვავე, ქვემწვავე, მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი).
ისმიჟენი, იმუნომოდულატორული მოქმედების შედეგად, ამცირებს რესპირატორული დაავადებების სიხშირესა და ინტენსივობას. 
აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია ისმიჟენის სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ანტიბიოტიკები და მუკოლიზური საშუალებები) კომბინაციაში დანიშვნა.   

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
პერორალურ ვაქცინებსა და ისმიჟენის მიღებებს შორის საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა.
კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების დროს არ არის რეკომენდებული ისმიჟენის მიღება, ვინაიდან მოსალოდნელია მისი ეფექტურობის შემცირება.
პრეპარატი არ ინიშნება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში. 

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის შესაძლებლობაზე.

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ისმიჟენის ტოქსიკური ეფექტები გამოვლენილი არ არის, ორსულობის ან მოსალოდნელი ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისგან თავშეკავება.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
სხვა მედიკამენტებთან, მათ შორის ანტიბიოტიკებთან, ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

დოზირება და მიღების წესი
ორალური ტაბლეტები ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება ისმიჟენი 7 მგ (1 ტაბლეტი) ენის ქვეშ გასაწუწნად; ბავშვებში 6 თვიდან 12 წლამდე - 3,5 მგ (1/2 ტაბლეტი) ენის ქვეშ გასაწუწნად. მცირე ასაკის ბავშვებში დასაშვებია დაფხვნილი ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობის სითხეში (ჩაი, წვენები). 
მწვავე პროცესების მკურნალობა: დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი გასაწუწნად (პრეპარატის მიღების შემდეგ საჭიროა კვების შეზღუდვა არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში). ინიშნება ყოველ დღე, მინიმუმ 10 დღის მანძილზე, სიმპტომების გაქრობამდე. თერაპიული კურსი ითვალისწინებს 10 ტაბლეტის მიღებას.
ხანგრძლივი სამკურნალო-პროფილაქტიკური გამოყენება: 1 ტაბლეტი ენის ქვეშ დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში. 20 დღიანი შესვენების შემდეგ, მომავალ თვეში საჭიროა 10 დღიანი კურსის გამეორება. მკურნალობის სრული კურსი, როდესაც მიიღწევა მაქსიმალური იმუნოთერაპიული ეფექტი, შეადგენს 3 თვეს. სრული კურსის ჩასატარებლად საჭიროა ისმიჟენის 30 ტაბლეტის მიღება. 

გვერდითი მოვლენები
იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, დიარეა.
სხვადასხვა: სხეულის ტემპერატურის მატება, კანის ალერგიული რეაქციები.

ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი. 
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
10 ან 30 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

სად შევიძინოთ?