Plasmon
IVF-C / IVF-C


შემადგენლობა
1 ფლაკონი IVF-C შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი 5000 IU.
დამხმარე ნივთიერებები: D-მანიტოლი 20.0, 20.0 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
IVF-C წარმოადგენს ორსული ქალის შარდიდან მიღებულ და გასუფთავებულ ადამიანის ქორიონის გონადოტროპინს (აქგ). აქგ წარმოადგენს წყალში ხსნად პოლიპეპტიდურ ჰორმონს, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის პლაცენტის მიერ. აქგ-ს მოქმედება მსგავსია ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი მალუთეინიზირებელი ჰორმონისა, თუმცა აქგ-ს ასევე მცირე რაოდენობით გააჩნია ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის მოქმედებაც.

ჩვენებები
კაცებში IVF-C ინიშნება, რათა სათესლეს ინტერსტიციული უჯრედების (ლეიდიგის უჯრედები) სტიმულირების შედეგად წარმოიქმნას ანდროგენები, ხოლო ქალებში ინიშნება ციკლის II ფაზაში ყვითელი სხეულის ფუნქციის შენარჩუნების და პროგესტერონის სეკრეციის სტიმულირების მიზნით. 
IVF-C გამოიყენება საკვერცხის ფოლიკულების საბოლოო განვითარების და მომწიფებისათვის და ასევე ოვულაციის გამოსაწვევად. ამის გამო, IVF-C ინიშნება ფოლიმონის (უროფოლიტროპინის) ან IVF-M (მენოტროპინის) მიღების შემდეგ, როდესაც მოხდება ფოლიკულის მომწიფება. 
ჰიპოგონადოტროპული დარღვევები:
კრიპტორქიზმი, ჰიპოგონადიზმი, ჰიპოგონადოტროპული ევნუქოიდიზმი, სპერმის ასთენია, აზოოსპერმია, ჰიპომენორეა (გახანგრძლივებული ფოლიკულარული ფაზა), ჰიპერმენორეა ან მეტროპათიული ჰემორაგია, მოსალოდნელი აბორტი, განმეორებადი აბორტი, პირველადი და მეორადი ამენორეა ან ანოვულატორული ციკლი.

მიღების წესი და დოზები
1. კრიპტორქიზმი, ჰიპოგონადიზმი, ჰიპოგონადოტროპული ევნუქოიდიზმი
თუ არ არის განსაკუთრებული მითითება, ასეთ შემთხვევაში ინიშნება 5000 IU ან 1000 IU კუნთებში, ყოველ მეორე დღეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
IVF-C-ს გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა არ მოხდეს სასქესო ჯირკვლების ჭარბი განვითარება ან ნაადრევი სქესობრივი მომწიფება. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა ბავშვების შემთხვევაში.
2. სპერმის ასთენია, აზოოსპერმია
5000 IU IVF-C კომბინირებული 500 IU მენოტროპინთან, ყოველ დღე 90-120 დღის განმავლობაში.
3. ჰიპომენორეა (გახანგრძლივებული ფოლიკულური ფაზა)
1000 IU IVF-C ინიშნება ყოველდღე, მენსტრუაციამდე 1 კვირით ადრე.
4. ჰიპერმენორეა ან მეტროპათია ჰემორაგიკა
1000 IU IVF-C ინიშნება ყოველდღიურად მენსტრუაციული ციკლის მე-2 კვირის განმავლობაში. აღნიშნულზე მაღალი დოზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემდეგ.
5. მოსალოდნელი აბორტი
5000 IU IVF-C ინიშნება დაუყოვნებლივ და მეორდება დღეში 2-ჯერ, აბორტის რისკის გაქრობამდე. ამის შემდეგ დოზა მცირდება და შეადგენს 1000 IU კვირაში 2-ჯერ.
6. განმეორებადი აბორტი
5000 IU IVF-C ინიშნება ყოველ მეორე დღეს, ორსულობის II-III თვეში, ხოლო მომდევნო 2 თვის განმავლობაში კეთდება 1000 IU.
7. პირველადი და მეორადი ამენორეა
ჰიპოფიზის დაქვეითებული ფუნქციის პერიოდში ან ჰიპოფიზის გონადო-ტროპინების მიმართ საკვერცხეების მგრძნობელობის დაქვეითების შემთხვევაში, ექიმის მითითების შესაბამისად საჭიროა საკვერცხის სტიმულაცია მენოტროპინის შესაბამისი რაოდენობის შეყვანით. ამის შემდეგ ინექცია გრძელდება მანამდე, სანამ ესტროგენი არ მიაღწევს შესაბამის დონეს. ოვულაციის გამოწვევა ხდება მომდევნო 1-2 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 2000 IU IVF-C-ს შეყვანით.

გვერდითი მოვლენები
1) შოკი: იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია შოკის განვითარება, რის გამოც პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. სახის წამოწითლების, გულძმარვის, დისპეფსიის და სხვა მოვლენის გაჩენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
2) ჰიპერმგრძნობელობა: სიწითლის და მსგავსი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
3) ფსიქონერვული სისტემა: თავბრუსხვევა, აგზნებადობა, უძილობა, დეპრესია, დაღლილობა და ა.შ.
4) გულ-სისხლძარღვთა სისტემა: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს თრომბოზი ან ცერებრალური თრომბოზი.
5) პრეპარატის ხანგრძლივი და უწყვეტი მიღება: კაცებში შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერსექსუალურობა, გახანგრძლივებული ერექცია, აკნე და გინეკომასტია, ხოლო ქალებში - ვირილიზაციის ნიშნები, როგორიც არის პოლიტრიხია, კლიტორიზმი,  აკნე.
6) სხვა: იმ შემთხვევაში თუ პრეპუბერტულ პერიოდში გამოვლინდება ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
1. IVF-C არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში:
1) პაციენტები, რომელთაც აქვთ პროსტატის კარცინომა ან სხვა ანდროგენდამოკიდებული სიმსივნე, ან ეჭვობენ აღნიშნული დაავადების არსებობაზე.
2) პაციენტები, რომელთაც გონადოტროპინის ინექციისას გამოუვლინდათ ალერგიული რეაქცია.
3) ნაადრევი სქესობრივი მომწიფება
2. IVF-C სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ პაციენტებში:
1) პროსტატომეგალიის მქონე პაციენტები
2) ეპილეფსიის, შაკიკის, ასთმის, გულის და თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტები (ანდროგენების გაზრდილი წარმოქმნის შედეგად შეიძლება განვითარდეს სითხის შეკავება, შეშუპება და ა.შ.)

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
იმ შემთხვევაში, თუ ქალის უშვილობის მკურნალობის მიზნით დანიშნული აქგ გამოიყენება ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის მიღების შემდეგ ან კომბინაციაში მასთან ერთად შესაძლებელია განვითარდეს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სიმპტომები, როგორიცაა მეიგსის სინდრომი, რომელსაც თან ახლავს საკვერცხის შეშუპება, შეშუპებული საკვერცხის გასკდომა, ასციტი, პლევრაში სითხის დაგროვება. ასევე ჰემოკონცენტრაციის და სისხლის გაზრდილი კოაგულაციის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს თრომბოზი და ცერებრალური ინფარქტი.

სიფრთხილის წესები
1) ტკივილი ინტრამუსკულარული ინექციის ადგილას.
2) იმის გამო, რომ ეთანოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის გამოლექვა, შპრიცი გამოიყენება მხოლოდ მცირე რაოდენობის გამხსნელით დეზინფექციის შემდეგ, რომელიც თან ახლავს შეფუთვას.
3) მომზადებული ხსნარი გამოიყენება დაუყოვნებლივ.
ზოგადი სიფრთხილე:
იმ შემთხვევაში, თუ ქალის უშვილობის მკურნალობის მიზნით დანიშნული აქგ გამოიყენება ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის მიღების შემდეგ ან კომბინაციაში მასთან ერთად, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სიმპტომები, როგორიც არის მეიგსის სინდრომი, რომელსაც თან ახლავს საკვერცხის შეშუპება, შეშუპებული საკვერცხის გასკდომა, ასციტი, პლევრაში სითხის დაგროვება.
ასევე სიფრთხილე არის საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
1) იმის გამო რომ გაზრდილია მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი, პაციენტი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული ამის შესახებ.
2) თუ პაციენტს აქვს სუბიექტური სინდრომები, როგორიც არის მუცლის ტკივილი, დისკომფორტი მუცელში, ღებინება, წელის ტკივილი და ა.შ., ასეთ შემთხვევაში საჭიროა პაციენტი იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
3) საკვერცხის შეშუპების გამოვლენის მიზნით საჭიროა გამოკვლევის ჩატარება. 

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილას (15°C-ზე დაბალ ტემპერატუ-რაზე).
შენახვის ვადა:
24 თვე.

სად შევიძინოთ?