Plasmon
ჟელი ვიტი / JELLY VIT

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები
  • მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ჟელიბონი სხვადასხვა ხილის ბუნებრივი არომატით N 50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი სპეციალურად ბავშვებისათვის. სხვადასხვა ხილის ბუნებრივი არომატით  N 50

 

C ვიტამინი (40 მგ) - ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

D ვიტამინი (2.5 მკგ) - არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს, იცავს ძვლოვან ქსოვილებს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობებისაგან, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას

A ვიტამინი (400 მკგ) - მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზში და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას

ვიტამინი B 6 (0.7 მგ), B 12 (0.5 მკგ) და ნიკოტინის მჟავა (8 მგ) - ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მადის გაუმჯობესებას, ზრდის ენერგიას, აუმჯობესებს კონცენტრაციასა და მეხსიერებას

E ვიტამინი 6 მილიგრამი - აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია

ბიოტინი (25 მკგ) - ხელს უწყობს თმის, კანისა და ფრჩხილების სილამაზეს

პანტოთენის მჟავა (3 მგ) და ფოლის მჟავა (100 მკგ) - ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას და გონებრივ განვითარებას

ცინკი (1.5 მგ) - მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმში, დადებითად მოქმედებს კალიუმ-ფოსფორის ცვლაში. აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის

სელენი (27.5 მკგ) - დაკავშირებულია ყველა ორგანოს, ქსოვილების და სისტემების ნორმალურ ცხოველქმედებასთან.

 

დოზირება:

4- 6 წელი - 1 ჟელიბონი დღეში

7-12 წელი - 2 ჟელიბონი დღეში

12 წლის ზევით - 2-8 ჟელიბონი დღეში.

სად შევიძინოთ?