Plasmon
კანავიტი / Kanavit


კანავიტი - ვიტამინი K1 (ფიტომენადიონი) K ვიტამინის ერთადერთ რეკომენდებული ფორმაა დეფიციტის მკურნალობისა და პრევენციისთვის კლინიკურად დამტკიცებული ეფექტურობითა და უსაფრთხოებით.

K ვიტამინი წარმოადგენს კოფაქტორს სისხლის შედედებაში მონაწილე 7 ცილის, მათ შორის კოაგულაციის 4 ფაქტორის (პროთრომბინი, VII, IX, X ფაქტორი) აქტივაციისთვის. K ვიტამინის დეფიციტი იწვევს ჰიპოკოაგულაციას და სისხლდენას. 

ჩვენება
- ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა
- ანტიკოაგულანტებით (K ვიტამინის ანტაგონისტები) გამოწვეული ჰიპოკოაგულაცია
- K ვიტამინის დაქვეითებული სინთეზი და აბსორბცია
- სხვა წამლებით გამოწვეული ჰიპოკოაგულაცია

მიღების წესი

კანავიტის ამპულის შიგთავსი შესაძლოა მიღებულ იქნას ინტრავენური, ორალური, ინტრამუსკულარული ან კანქვეშა გზით.

კანავიტის ორალური მიღება შესაძლებელია განუზავებლად ან სასმელში (მაგ. ფორთოხლის წვენი) გაზავებით კვებისგან დამოუკიდებლად. 

ინტრავენური გამოყენება უნდა მოხდეს ნელი ინფუზიით არაუმეტეს 1 მგ/წთ ან კანავიტის დოზა გაზავდეს 50 მლ შეთავსებად ხსნარში (0,9 %-იანი ნატრიუმის ქლორიდი, 5 %-იანი დექსტროზა) და შეყვანილ იქნას სულ მცირე 20 წთ-ის განმავლობაში.

რეკომენდაციები
ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკა

მკაცრად რეკომენდებულია და რუტინულად ხორციელდება ახალშობილებში K ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკა ფიტომენადიონით.

პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 0,5 მგ (1500გ-მდე ახალშობილისთვის) ან 1 მგ ფიტომენადიონის ერთჯერადი დოზა ინტრამუსკულარულად დაბადებისთანავე ან 2 მგ ფიტომენადიონის 4 დოზა (დაბადებისთანავე, 1, 4 და 8 კვირის ასაკში) ორალურად.

ანტიკოაგულანტებით (K ვიტამინის ანტაგონისტები) გამოწვეული ჰიპოკოაგულაცია

ვარფარინი და K ვიტამინის სხვა ანტაგონისტები არღვევენ კოაგულაციის K ვიტამინდამოკიდებული ფაქტორების ჰემოსტაზურ ფუნქციას.

ჰიპოკოაგულაციის და / ან სისხლდენის დროს რეკომენდებულია K1 ვიტამინი.

INR 4,5 – 10 (სისხლდენის გარეშე): 1 – 2,5 მგ ფიტომენადიონი ორალურად ან 0,5 მგ ი.ვ. 

INR >10 (სისხლდენის გარეშე): 2,5 - 5 მგ ფიტომენადიონი ორალურად ან 0,5 – 1 მგ ი.ვ. 

სისხლდენის დროს რეკომენდებულია ვარფარინის ეფექტების დაუყოვნებელი სრული რევერსი ლაბორატორიული და ვიზუალიზაციური კვლევების შედეგების მიღებამდე.

მცირე სისხლდენა მომატებული INR-ის ნებისმიერი მაჩვენებლის შემთხვევაში: 2,5 - 5 მგ ფიტომენადიონი ორალურად. 

დიდი სისხლდენა მომატებული INR-ის ნებისმიერი მაჩვენებლის შემთხვევაში: 5 - 10 მგ ფიტომენადიონი ი.ვ. 

ი.ვ. ფიტომენადიონის განმეორებითი დოზების მიღება შესაძლებელია ყოველ 12 სთ-ში.

შენიშვნა: ი.ვ. ფიტომენადიონის მაღალი დოზების განმეორებითმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვარფარინის რეფრაქტერობა ≥ 1 კვირა, რეფრაქტერობის პერიოდში შესაძლებელია ჰეპარინის გამოყენება. 

 

INR-ის პრეპროცედურული (ქირურგიული) ნორმალიზება ვარფარინზე მყოფ პაციენტებში

ურგენტული ქირურგიული / ინვაზიური პროცედურა - ანტიკოაგულაციის დაუყოვნებელი რევერსისთვის რეკომენდებულია 10 მგ ფიტომენადიონი ი.ვ.

ნახევრად ურგენტული პროცედურა - რეკომენდებულია 2,5 – 10 მგ ფიტომენადიონი ორალურად ან ი.ვ.

გეგმიური პროცედურის წინა დღეს INR > 1,5-ზე შემთხვევაში რეკომენდებულია 1 – 2,5 მგ ფიტომენადიონი ორალურად INR-ის ნორმალიზების დასაჩქარებლად. 

 

ანტიკოაგულაციის რევერსი ინტრაკრანიული სისხლდენის დროს

ვარფარინთან ასოცირებული ინტრაკრანიული სისხლდენის დროს რეკომენდებულია 10 მგ ფიტომენადიონი ი.ვ.

შემდგომი დოზების საჭიროება განისაზღვრება INR-ის მიხედვით, საწყისი დოზის მიღებიდან პირველ 24 – 48 სთ-ის განმავლობაში INR ≥ 1,4 შემთხვევაში რეკომენდებულია 10 მგ ფიტომენადიონის განმეორებითი დოზა ი. ვ. 

gamoyeneba bavSvebSi hipokoagulaciis dros

-გახანგრძლივებული INR-ის შემთხვევაში (INR > 8, სისხლდენის გარეშე): 0,03 მგ / კგ / დოზა ი.ვ.
დაუყოვნებელი რევერსისთვის პაციენტებში (სისხლდენის გარეშე)  შემდგომი ანტიკოაგულაციური თერაპიის საჭიროებით: 0,5 – 2 მგ ი.ვ.
- დაუყოვნებელი რევერსისთვის პაციენტებში (სისხლდენის გარეშე), რომლებიც არ საჭიროებენ შემდგომ ანტიკოაგულაციურ თერაპიას: 2 – 5 მგ ი.ვ.
- მნიშვნელოვანი სისხლდენის დროს: 0,5 – 2 მგ ი.ვ.
- სიცოცხლისთვის საშიში მნიშვნელოვანი სისხლდენის დროს: 5 მგ ი.ვ.  

სხვა წამლებით (კუმარინის გარდა) და აბსორბციის ან სინთეზის დამაქვეითებელი ფაქტორებით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია
ფიტომენადიონის საწყისი დოზა 2,5 – 25 მგ (იშვიათად 50 მგ-მდე) ორალურად ან ი.ვ. 

რეკომენდებულია INR-ის განსაზღვრა 6 – 8 საათში და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი დოზის მიღება.

 

ანტიკოაგულაციის რევერსი სუპერვარფარინისთ ინტოქსიკაციის დროს
სუპერვარფარინები (ბროდიფაკუმი, ბრომადიოლონი, კუმაფურილი, დიფენაკუმი) გამოიყენება როგორც როდენტიციდები. ისინი წარმოადგენენ ხანგრძლივად მოქმედ ლიპოფილურ აგენტებს, რომელთა ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს კვირებს და თვეებს, კლინიკური გამოყენების K ვიტამინის ანტაგონისტებისგან განსხვავებით.

სუპერვარფარინით მოწამვლა იწვევს კოაგულოპათიის და სისხლდენის განვითარებას.

სუპერვარფარინით ინტოქსიკაციის შემთხვევაში რეკომენდებულია ფიტომენადიონის მაღალი დოზები (50 – 800 მგ / დღეში) პერორალურად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 

 

K ვიტამინის (ფიტომენადიონი) გამოყენება ღვიძლის დაავადების დროს
ღვიძლის დაავადების დროს ვლინდება კოაგულაციის ფაქტორების სინთეზისა და პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციის დარღვევა.

ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში K ვიტამინის დეფიციტი იწვევს K ვიტამინდამოკიდებული კოაგულაციის ფაქტორების მოდიფიკაციის დეფექტს.

ციროზის დროს კოაგულაციის ფაქტორების რაოდენობრივი და ხარისხობრივი დეფექტი განაპირობებს კოაგულოპათიის განვითარებას.

 

K ვიტამინის მიღება რეკომენდებულია დეფიციტზე საეჭვო ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის
- სავარაუდო დაბალი ნუტრიციული სტატუსი
- ქოლესტაზური დაავადება
- დიარეა
- ანტიბიოტიკების მიღება

 

K1 ვიტამინის დანამატმა აჩვენა ეფექტურობა ღვიძლის დაავადებით გამოწვეული კოაგულოპათიის დროს ციროზის, მწვავე ჰეპატიტის, არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის, ჰეპატოცელულური კარცინომის მქონე პაციენტებში.

 

 

ღვიძლის მწვავე უკმარისობასთან ასოცირებული კოაგულოპათიის დროს რეკომენდებულია

ფიტომენადიონი 5 – 10 მგ ი.ვ. (სულ მცირე ერთი დოზა). დიდი სისხლდენის დროს: ფიტომენადიონი 10 მგ  დღეში ერთხელ ორალურად 3 დღის განმავლობაში.

ი.ვ. გზას უპირატესობა ენიჭება დაქვეითებული ნაწლავური აბსორბციის გამო.

მწვავე მალაბსორბცია: ფიტომენადიონი 10 მგ  პარენტერალურად. 

ქრონიკული მალაბსორბცია: ფიტომენადიონი 1- 2 მგ პერორალურად ყოველდღიურად ან 1- 2 მგ პარენტერალურად ყოველკვირეულად.

 

ფიტომენადიონის გამოყენება ჰეპატო-ბილიარული დაავადების დროს ბავშვებში

ბილიარული ატრეზია 

1 – 6 თვე: INR 1,2 – 1,5: 2,5 მგ დღეში ერთხელ ორალურად

INR 1,5 – 1,8: 2 - 5 მგ ი.მ., შემდგომ 2,5 მგ დღეში ერთხელ ორალურად

INR > 1,8: 2 - 5 მგ ი.მ., შემდგომ 5 მგ დღეში ერთხელ ორალურად

 

ქოლესტაზი 

2,4 – 15 მგ / დღეში ორალურად

ცისტური ფიბროზი 

0,3 – 0,5 მგ / დღეში ორალურად

ღვიძლის დაავადება 

2,5 – 5 მგ / დღეში ორალურად

სად შევიძინოთ?