Plasmon
კეგლადი XR / Keglad XR


ფორმულა:

ერთი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 57.57 მგ ქვეტიაპინის ფუმარატს, რაც 50 მგ ქვეტიაპინის ექვივალენტურია; ლაქტოზას დამხმარე ნივთიერების და სანსეტ ყვითელს (E110) საღებავის სახით.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიფსიქოზური საშუალებები; დიაზეპინები, ოქსაზეპინები და თიაზეპინები

ათქ კოდი: N05A H04

 

მოქმედების მექანიზმი

ქვეტიაპინი წარმოადგენს ატიპიურ ანტიფსიქოზურ პრეპარატს. ქვეტიაპინი და ადამიანის აქტიური პლაზმური მეტაბოლიტი, ნორქვეტიაპინი  ურთიერთქმედებს ნეიროტრანსმიტორული რეცეპტორების ფართო სპექტრთან. ქვეტიაპინი და ნორქვეტიაპინი ავლენს მაღალ აფინიტეტს თავის ტვინში სეროტონინის (5HT2) რეცეპტორების და დოფამინის D1 და D2 რეცეპტორების  მიმართ. ვარაუდობენ, რომ სწორედ რეცეპტორების ანტაგონიზმის ეს კომბინაცია, მაღალი სელექტიურობით 5HT2 რეცეპტორების მიმართ D2 რეცეპტორებთან შედარებით, განაპირობებს ქვეტიაპინის ანტიფსიქოზურ თვისებებს და პრეპარატის ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტების (EPS) სისუსტეს ტიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებთან შედარებით. ქვეტიაპინსა და ნორქვეტიაპინს არ გააჩნია გამოხატული აფინიტეტი ბენზოდიაზეპინის რეცეპტორების მიმართ, თუმცა ხასიათდება მაღალი აფინიტეტით ჰისტამინერგული და ადრენერგული ალფა1 რეცეპტორების მიმართ და ზომიერი აფინიტეტით - ადრენერგული ალფა2 რეცეპტორების მიმართ. ქვეტიაპინს ასევე ხასიათდება დაბალი აფინიტეტით ან საერთოდ არ გააჩნია აფინიტეტი მუსკარინული რეცეპტორების მიმართ მაშინ, როდესაც ნორქვეტიაპინს ახასიათებს ზომიერი ან მაღალი აფინიტეტი რამდენიმე მუსკარინული რეცეპტორის მიმართ, რითაც აიხსნება ანტი-ქოლინერგულ (მუსკარინული) ეფექტები. NET-ის ინჰიბირებამ და ნაწილობრივმა აგონისტურმა მოქმედებამ 5HT1A ადგილებისათვის ნორქვეტიაპინის მიერ შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეტიაპინის თერაპიულ ეფექტიანობას ანტიდეპრესანტის სახით.

 

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ქვეტიაპინი აქტიურია ანტიფსიქოზური აქტივობის კვლევებში, როგორიცაა პირობითი – რეფლექსორული არიდება. ის ასევე ბლოკავს დოფამინური აგონისტების მოქმედებას, რომელიც განისაზღვრება ქცევით ან ელექტროფიზიოლოგიურად, და ზრდის დოფამინის მეტაბოლიტის კონცენტრაციებს, D2-რეცეპტორის ბლოკადის ნეიროქიმიურ ინდექსს.

EPS პროგნოზირებად პრეკლინიკურ კვლევებში, ქვეტიაპინი არ ჰგავს ტიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებს და გააჩნია ატიპიური პროფილი. ქვეტიაპინი არ წარმოქმნის დოფამინური D2-რეცეპტორების სუპერმგრძნობელობას ქრონიკული გამოყენების შემდეგ. ქვეტიაპინი წარმოქმნის მხოლოდ სუსტ კატალეფსიას დოდამინური D2-რეცეპტორების ეფექტიანად მაბლოკირებელ დოზებზე. ქვეტიაპინი ავლენს სელექტიურობას ლიმბური სისტემის მიმართ, წარმოქმნის მეზოლიმბური და არა ნიგროსტრიატული დოფამინშემცველი ნეირონების დეპოლარიზაციულ ბლოკადას ქრონიკული გამოყენების შემდეგ. ქვეტიაპინი ავლენს მინიმალურ დისტონიურ მიდრეკილებას ჰალოპერიდოლ-სენსიბილიზებულ ან არანამკურნალევ კაპუცინის მაიმუნებში მწვავე და ქრონიკული გამოყენების შედეგად (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“).

 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა

ქვეტიაპინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. ქვეტიაპინი XR აღწევს ქვეტიაპინისა და ნორქვეტიაპინის მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციებს მიღებიდან დაახლოებით 6 საათში (Tmax). აქტიური მეტაბოლიტის ნორქვეტიაპინის წონასწორული მაქსიმალური კონცენტრაცია ქვეტიაპინის კონცენტრაციის 35%-ს შეადგენს.

ქვეტიაპინისა და ნორქვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა არის ხაზოვანი და დოზა-პროპორციული 800 მგ დღეში ერთჯერადი დოზების მიღების შემთხვევაში. დღეში ერთჯერადი დოზირების ქვეტიაპინი XR-ის შედარებისას დღეში ორჯერ სწრაფი გამოთავისუფლების ქვეტიაპინის ფუმარატის იგივე საერთო დღიურ დოზასთან შედარებით, პლაზმური კონცენტრაციის-დროის მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) ექვივალენტურია, თუმცა მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) 13%-ით უფრო დაბალია ჰომეოსტაზის დროს. ქვეტიაპინი XR-ის შედარებისას სწრაფი გამოთავისუფლების ქვეტიაპინთან, ნორქვეტიაპინის მეტაბოლიტის AUC 18%-ით უფრო დაბალია.

კვლევაში, რომელიც შეისწავლიდა საკვების ზეგავლენას ქვეტიაპინის ბიოშეღწევადობაზე, ცხიმიანი საკვები აჩვენებდა ქვეტიაპინის XR Cmax-ისა და AUC-ის სტატისტიკურად გამოხატულ მომატაბეს დაახლოებით 50% და 20%-ით, შესაბამისად. არ არის გამორიცხული, რომ ცხიმიანი საკვების ზეგავლენა ფორმულაზე შეიძლება უფრო ფართო იყოს. შედარებისათვის, მსუბუქ საკვებს არ ჰქონდა ზეგავლენა ქვეტიაპინის  Cmax-სა და AUC-ზე. ქვეტიაპინი XR-ის მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ საკვების გარეშე.

 

განაწილება

ქვეტიაპინი შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან დაახლოებით 83%-ით.

 

ბიოტრანსფორმაცია

ქვეტიაპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ, რადიომონიშნული ქვეტიაპინის მიღების შემდეგ, საწყისი ნივთიერება შარდსა თუ განავალში ვლინდება შეუცვლელი პრეპარატთან დაკავშირებული მასალის <5%-ით.

In vitro კვლევებმა დაადგინეს, რომ CYP3A4 არის ძირითადი ფერმენტი, რომელიც პასუხს აგებს ქვეტიაპინის ციტოქრომა P450-ით განპირობებულ მეტაბოლიზმზე. ნორქვეტიაპინი ძირითადად წარმოიქმნება და გამოიყოფა CYP3A4-ის გზით.

ქვეტიაპინი და მისი რამდენიმე მეტაბოლიტი (ნორქვეტიაპინის ჩათვლით) ადამიანის ციტოქრომა P450 1A2, 2C9, 2C19, 2D6 და 3A4 აქტივობის სუსტი ინჰიბიტორებია in vitro. In vitro CYP ინჰიბირება გამოვლინდა მხოლოდ კონცენტრაციებზე, რომლებიც 5-50-ჯერ აღემატებოდა იმ კონცენტრაციებს, რაც აღინიშნებოდა 300-800 მგ/დღეში დოზის დიაპაზონში ადამიანებში. აღნიშნულ in vitro შედეგებზე დაყრდნობით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სხვა პრეპარატებთან ქვეტიაპინის გამოყენება გამოიწვევს სხვა სამკურნალო პრეპარატების ციტოქრომა P450-ით მიმდინარე მეტაბოლიზმის კლინიკურად გამოხატულ ინჰიბირებას. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ქვეტიაპინს შეუძლია მოახდინოს ციტოქრომა P450 ფერმენტების სტიმულირება. ფსიქოზურ პაციენტებზ ჩატარებულ ურთიერთქმედების შემსწავლელ სპეციალურ კვლევაში, ქვეტიაპინის გამოყენების შემდეგ ციტოქრომა P450-ის აქტივობის მომატება არ აღინიშნებოდა.

 

გამოყოფა

ქვეტიაპინისა და ნორქვეტიაპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით შეადგენს 7 და 12 საათს, შესაბამისად. რადიომონიშნული პრეპარატის დაახლოებით 73% გამოიყოფოდა შარდში, ხოლო 21% - განავალში, ამასთან საერთო რადიოაქტივობის 5%-ზე ნაკლები წარმოადგენდა პრეპარატთან-დაკავშირებულ შეუცვლელ მასალას. თავისუფალი ქვეტიაპინისა და ადამიანის პლაზმის აქტიური მეტაბოლიტის ნორქვეტიაპინის საშუალო მოლარული დოზის ფრაქცია <5%-ით გამოიყოფოდა შარდში.

 

განსაკუთრებული პოპულაცია

სქესი

ქვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდება ქალებსა და კაცებში.

 

ხანდაზმულები

ქვეტიაპინის საშუალო კლიერენსი ხანდაზმულებში დაახლოებით 30-50%-ით უფრო დაბალია, ვიდრე 18-65 წლის მოზრდილებში.

 

თირკმლის უკმარისობა

ქვეტიაპინის საშუალო პლაზმური კლირენსი დაახლოებით 25%-ით შემცირდა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პირებში (კრეატინინის კლირენსი - <30 მლ/წთ/1.73 მ2), თუმცა კლირენსის ინდივიდუალური მაჩვენებლები ნორმალური პირებისათვის დამახასიათებელი მაჩვენებლების ფარგლებშია წარმოდგენილი.

 

ღვიძლის უკმარისობა

ქვეტიაპინის საშუალო პლაზმური კლირენსი დაახლოებით 25%-ით მცირდება ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პირებში (სტაბილური ალკოჰოლური ციროზი). ვინაიდან ქვეტიაპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ, ღვიძლის უკმარისობის მქონე პოპულაციაში მოსალოდნელია პლაზმის მომატებული დონეები. აღნიშნულ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია (იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“).

 

პედიატრიული პოპულაცია

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეაგროვეს 10-12 წლის 9 ბავშვსა და 12 მოზარდში, რომლებიც სტაბილურად მკურნალობდნენ 400 მგ ქვეტიაპინით დღეში ორჯერ. მდგრად მდგომარეობაში, მთავარი ნივთიერების ქვეტიაპინის დოზა-ნორმალიზებული პლაზმური დონეები ბავშვებსა და მოზარდებში (10-17 წლის) ძირითადად მოზრდილების მსგავსი იყო, თუმცა ბავშვებში Cmax მოზრდილებში არსებული ნორმის ზედა ზღვარზე იყო. AUC და Cmax აქტიური მეტაბოლიტისთვის, ნორქვეტიაპინისთვის, უფრო მაღალი იყო, დაახლოებით 62% და 49% ბავშვებში (10-12 წლის), შესაბამისად და 28% და 14% მოზარდებში (13-17 წლის), შესაბამისად, მოზრდილებთან შედარებით.

ბავშვებსა და მოზარდებში ქვეტიაპინი XR-თან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

 

ჩვენებები:

კეგლადი XR ნაჩვენებია შემდეგი პათოლოგიების სამკურნალოდ:

შიზოფრენია;

ბიპოლარული აშლილობა:

ზომიერი ან მძიმე მანიაკალური ეპიზოდები ბიპოლარული აშლილობის დროს;

დიდი დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობა ბიპოლარული აშლილობის დროს;

მორეციდივე მანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდები ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ადრე ქვეტიაპინის მკურნალობის მიმართ დადებითი ეფექტი ჰქონდათ.

დიდი დეპრესიული ეპიზოდების დამატებითი მკურნალობა დიდი დეპრესიული აშლილობის (MDD) მქონე პაციენტებში, რომლებმაც ანტიდეპრესანტებით მონოთერაპიაზე სუბოპტიმალუტი პასუხი აჩვენს (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). მკურნალობის დაწყებამდე, კლინიცისტებმა მხედველობაში უნდა მიიღონ კეგლადი XR-ის უსაფრთხოების პროფილი (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები“).

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ციტოქრომა P450 3A4 ინჰიბიტორების, როგორიცაა აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი და ნეფაზოდონი, თანმხლები გამოყენება უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).

 

გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები:

ვინაიდან კეგლადი XR-ს რამდენიმე ჩვენება გააჩნია, გასათვალისწინებელია უსაფრთხოების პროფილი პაციენტის ინდივიდუალურ დიაგნოზსა და გამოყენებულ დოზასთან მიმართებაში.   

დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტებში ხანგრძლივი ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამატებითი თერაპიის სახით არ შეფასებულა, თუმცა გრძელვადიანი ეფექტიანობა და უსაფრთხოება შეფასდა მოზრდილ პაციენტებში მონოთერაპიის სახით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

პედიატრიული პოპულაცია

ქვეტიაპინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ინფორმაციის სიმცირის გამო. ქვეტიაპინით ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზრდილებში დადგენილი უსაფრთხოების პროფილის გარდა (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“), გარკვეული გვერდითი მოვლენები განვითარდა უფრო მაღალი სიხშირით ბავშვებსა და მოზარდებში მოზრდილებთან შედარებით (მომატებული მადა, შრატში როლაქტინის დონის გაზრდა, პირღებინება, რინიტი, სინკოპე), ან შეიძლება აღინიშნოს განსხვავებული შედეგები ბავშვებისა და მოზარდებისათვის (ექსტრაპირამიდული სიმპტომები და გაღიზიანებადობა), აგრეთვე გამოვლინდა ერთი ისეთი გვერდითი მოვლენა, რაც ადრე მოზრდილთა კვლევებში არ დაფიქსირებულა (არტერიული წნევის მომატება). ბავშვებსა და მოზარდებში ასევე აღინიშნებოდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები.

გარდა ამისა, ქვეტიაპინით მკურნალობის გრძელვადიანი უსაფრთხოების შედეგები ზრდასა და მომწიფებაზე არ შესწავლილა 26 კვირაზე მეტ ხანს. კოგნიტიური და ქვცევითი განვითარების გრძელვადიანი შედეგები უცნობია.

პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ბავშვებსა და მოზარდებში, ქვეტიაპინი დაკავშირებული იყო ექსტრაპირამიდული სიმპტომების (EPS) სიხშირის მომატებასთან პლაცებოსთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ შიზოფრენიას, ბიპოლარულ მანიას და ბიპოლარულ დეპრესიას (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“).

 

სუიციდი/სუიციდალური აზრები ან კლინიკური გაუარესება

დეპრესია უკავშირდება სუიციდალური აზრების, თვიდაზიანებისა და სუიციდის (სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების) მომატებულ რისკს. აღნიშნული რისკი არსებობს მნიშვნელოვანი რემისიის განვითარებამდე. ვინაიდან მკურნალობის პირველი რამდენიმე ან მეტი კვირის განმავლობაში გაუმჯობესება შეიძლება არ აღინიშნოს, აუცილებელია პაციენტის ახლო მეთვალყურეობა ასეთი გაუმჯობესების დადგომამდე. ზოგადი კლინიკური პრაქტიკის თანახმად, სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გაუმჯობესების ადრეულ სტადიებზე.

გარდა ამისა, ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების პოტენციური რისკი ქვეტიაპინით მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემდეგ, სამკურნალო დაავადების ცნობილი რისკ-ფაქტორების გამო.

სხვა ფსიქიატრიული მდგომარეობა, რომელთან დაკავშირებითაც ქვეტიაპინი ინიშნება, შეიძლება კავშირში იყოს სუიციდთან ასოცირებული მოვლენების მომატებულ რისკთან. გარდა ამისა, აღნიშნულ მოვლენებს შეიძლება თან ახლდეს დიდი დეპრესიული ეპიზოდები. დიდი დეპრესიული ეპიზოდების მქონე პაციენტების მკურნალობისას გამოყენებული სიფრთხილის იგივე ზომები უნდა იქნას გამოყენებული სხვა ფსიქიატრიული აშლილობების მქონე პაციენტების მკურნალობისას.

პაციენტები სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების ანამნეზით, ან ის პაციენტები, რომლებიც მკურნალობის დაწყებამდე სუიციდური აზრების გამოხატულ ხარისხს ავლენენ, არიან სუიციდური აზრებისა თუ სუიციდის მცდელობების მომატებული რისკის ქვეშ და მკურნალობის დროს საჭიროებენ სათანადო მონიტორინგს. ფსიქიატრიული დარღვევების მქონე მოზრდილ პაციენტებში ანტიდეპრესანტების პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა სუიციდური ქცევის მომატებული რისკი ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას პლაცებოსთან შედარებით 25 წლამდე ასაკის პაციენტებში.  

პრეპარატით მკურნალობას თან უნდა ახლდეს პაციენტზე მკაცრი დაკვირვება, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებზე მკურნალობის ადრეულ სტადიაზე და დოზის ცვლილებების შემდეგ. პაციენტები (და პაციენტთა მომვლელები) გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ ყურადღება მიაქციონ ნებისმიერ კლინიკურ გაუარესებას, სუიციდურ ქცევასა თუ აზრებს და ქცევის უჩვეულო ცვლილებებს, ხოლო აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას.  

ბიპოლარული აშლილობის დიდი დეპრესიული ეპიზოდების მქონე პაციენტების ხანმოკლე პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ახალგაზრდა (25 წლამდე ასაკის) პაციენტებში, რომლებიც ქვეტიაპინით მკურნალობდნენ, აღინიშნებოდა სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების მომატებული რისკი პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით (3.0% და 0%, შესაბამისად). დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტების კლინიკურ კვლევებში სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების სიხშირე ახალგაზრდა მოზრდილ (25 წლამდე) პაციენტებში იყო 2.1% (3/144) ქვეტიაპინის შემთხვევაში და 1.3% (1/75) - პლაცებოს შემთხვევაში. დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობისას, ქვეტიაპინის შემსწავლელმა პოპულაციაზე დაფუძნებულმა რეტროსპექტიულმა კვლევამ, სხვა ანტიდეპრესანტებთან ერთად ქვეტიაპინის გამოყენების დროს თვით-დაზიანების ანამნეზის არ მქონე 25-64 წლის პაციენტებში, გამოავლინა თვით-დაზიანების და სუიციდის მომატებული რისკი.

 

მეტაბოლური რისკი

პაციენტების მეტაბოლური პროფილის გაუარესების რისკის გათვალისწინებით, წონის, სისხლში გლუკოზისა (იხილეთ ჰიპერგლიკემია) და ლიპიდების დონის ცვლილებების ჩათვლით, რაც კლინიკური კვლევების დროს აღინიშნა, მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია პაციენტის მეტაბოლური პარამეტრების შეფასება და აღნიშნული პარამეტრების ცვლილებები რეგულარულად უნდა გაკონტროლდებს მკურნალობის მსვლელობისას. აღნიშნული პარამეტრების გაუარესება საჭიროებს შესაბამის კლინიკურ მართვას (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“).

 

ექსტრაპირამიდული სიმპტომები

მოზრდილი პაციენტების პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ბიპოლარული აშლილობებისა და დიდი დეპრესიული აშლილობების დროს დიდ დეპრესიულ ეპიზოდებზე ნამკურნალებ პაციენტებში ქვეტიაპინი დაკავშირებული იყო ექსტრაპირამიდული სიმპტომების (EPS) მომატებულ სიხშირესთან პლაცებოსთან შედარებით (იხილეთ პუნქტები „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

ქვეტიაპინის გამოყენება დაკავშირებულია აკათიზიას განვითარებასთან, რაც ხასიათდება სუბიექტურად უსიამოვნო ან მტანჯველი მოუსვენრობით და ხშირი გადაადგილების სურვილით, რასაც ხშირად ახლავს თან მშვიდად დგომისა და ჯდომის უუნარობა. აღნიშნულის განვითარება ყველაზე მეტად მოსალოდნელია მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ პაციენტს განუვითარდა აღნიშნული სიმპტომები, დოზის მომატება შეიძლება საზიანო იყოს.

 

გვიანი დისკინეზია

გვიანი დისკინეზიის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მიზანშეწონილია დოზის შემცირება და ქვეტიაპინის შეწყვეტა. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გვიანი დისკინეზიის სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს ან წარმოიშვას (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“).

 

ძილიანობა და თავბრუსხვევა

ქვეტიაპინით მკურნალობა დაკავშირებული იყო ძილიანობასთან და მსგავს სიმპტომებთან, როგორიცაა სედაცია (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“). ბიპოლარული აშლილობებისა და დიდი დეპრესიული აშლილობების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, სიმპტომები ხშირად მკურნალობის პირველი 3 დღის განმავლობაში ვლინდებოდა და ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის იყო. ძილიანობის სერიოზული სიმპტომის მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო ხშირი კონტაქტი მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ძილიანობის დაწყებიდან, ან სანამ სიმპტომები გაუმჯობესდება და მკურნალობის შეწყვეტა იქნება მიზანშეწონილი.

 

ორთოსტატული ჰიპოტენზია

ქვეტიაპინით მკურნალობა დაკავშირებულია ორთოსტატულ ჰიპოტენზიასთან და თავბრუსხვევასთან (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“), რაც ძილიანობის მსგავსად ხშირად ვლინდება დოზის ტიტრაციის საწყის პერიოდში. აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს შემთხვევითი ტრავმების (დაცემა) სიხშირე, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. შესაბამისად, პაციენტებს ურჩევენ გამოიჩინონ სიფრთხილე, სანამ არ გაეცნობიან სამკურნალო პრეპარატის პოტენციურ ეფექტებს.

ქვეტიაპინი სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ცერებროვასკულური დაავადების ან ჰიპოტენზიის მაპროვოცირებელი სხვა მოვლენების მქონე პაციენტებში. ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში მიზანშეწონილია დოზის შემცირება და უფრო ეტაპობრივი ტიტრაცია, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში.

 

ძილის აპნოეს სინდრომი

ძილის აპნოეს სინდრომი დაფიქსირდა ქვეტიაპინით ნამკურნალევ პაციენტებში. იმ პაციენტებში, რომლებიც ასევე ღებულობენ ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებს და რომლებსაც აქვთ ძილის აპნოეს ანამნეზი ან არიან რისკის ქვეშ, მაგალითად, ჭარბწონიანობა/სიმსუქნე ან არიან მამაკაცები, ქვეტიაპინი გამოიყენება სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით.

 

კრუნჩხვები

კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, ქვეტიაპინით ან პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებში კრუნჩხვების განვითარების სიხშირის მიხედვით სხვაობა არ აღინიშნა. კრუნჩხვითი დარღვევების ანამნეზის მქონე პაციენტებში კრუნჩხვების სიხშირის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების მსგავსად, რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა კრუნჩხვების ანამნეზის მქონე პაციენტების მკურნალობისას (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“).

 

ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი

ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი დაკავშირებულია ანტიფსიქოზურ მკურნალობასთან, ქვეტიაპინის ჩათვლით (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“). კლინიკური გამოვლინება მოიცავს ჰიპერთერმიას, შეცვლილ მენტალურ მდგომარეობას, კუნთების რიგიდულობას, ავტონომიურ არასტაბილურობას და კრეატინ ფოსფოკინაზის დონის მომატებას. ასეთ დროს, ქვეტიაპინის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

 

მძიმე ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი

მძიმე ნეიტროპენია (ნეიტროფილების რაოდენობა < 0.5 x 109/ლ) დაფიქსირდა ქვეტიაპინის კლინიკურ კვლევებში. მძიმე ნეიტროპენიის შემთხვევათა უმრავლესობა განვითარდა ქვეტიაპინით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. დოზასთან კავშირი აშკარა იყო. პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკის დროს, ზოგიერთი შემთხვევა ფატალური იყო. ნეიტროპენიის შესაძლო რისკ-ფაქტორები იყო უკვე არსებული ლეიკოციტების დაბალი დონე და მედიკამენტით გამოწვეული ნეიტროპენიის ანამნეზი. თუმცა, ზოგიერთი შემთხვევა განვითარდა წინასწარ არსებული რისკ-ფაქტორების გარეშე. ქვეტიაპინი უნდა შეწყდეს პაციენტებში < 1.0 x 109/ლ ნეიტროფილების რაოდენობით. ამ დროს აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად და  ნეიტროფილების რაოდენობის კონტროლი (უნდა აღემატებოდეს 1.5 x 109/ლ) (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

ინფექციის ან ცხელების მქონე პაციენტებში საფიქრებელია ნეიტროპენიის არსებობა, განსაკუთრებით გამოხატული მაპროვოცირებელი ფაქტორ(ებ)ის არარსებობის პირობებში. მათი მართვა კლინიკური შესაბამისობით უნდა წარიმართოს.

პაციენტს ურჩევენ, დაუყოვნებლივ განაცხადოს კეგლადით მკურნალობის დროს აგრანულოციტოზთან ან ინფექციასთან დაკავშირებული ნიშნების/სიმპტომების (მაგალითადმცხელება, სისუსტე, ლეთარგია ან ყელის ტკივილი) განვითარების შესახებ. ასეთ პაციენტებში აუცილებელია ლეიკოციტების რაოდენობის და ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობის (ANC) სასწრაფოდ დათვლა, განსაკუთრებით მაპროვოცირებელი ფაქტორების არარსებობის პირობებში.

 

ანტიქოლინერგული (მუსკარინული) ეფექტები

ნორქვეტიაპინს, ქვეტიაპინის აქტიურ მეტაბოლიტს, გააჩნია ზომიერი ან ძლიერი აფინიტეტი მუსკარინული რეცეპტორების რამდენიმე ქვეტიპთან. ეს ხელს უწყობს ანტიქოლინერგული ეფექტების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარებას, ქვეტიაპინის გამოყენებისას რეკომენდებულ დოზებში, ანტიქოლინერგული ეფექტების მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას და ჭარბი დოზირების პირობებში. ქვეტიაპინი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიქოლინერგული (მუსკარინულ) ეფექტების მქონე პრეპარატებს. ქვეტიაპინი სიფრთხილით გამოიყენება შარდის შეკავების, კლინიკურად გამოხატული პროსტატის ჰიპერტროფიის, ნაწლავების ობსტრუქციის ან მასთან დაკავშირებული მდგომარეობის, მომატებული თვალშიდა წნევის ან ვიწრო კუთხოვანი გლაუკომის ანამნეზის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტები „პრეპარატების ურთიერთქმედება“, „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ჭარბი დოზირება“).  

 

ურთიერთქმედება

იხილეთ პუნქტი „პრეპარტების ურთიერთქმედება“.

ქვეტიაპინის ერთდროული გამოყენება ღვიძლის ფერმენტების ძლიერ სტიმულატორებთან, როგორიცაა კარბამაზეპინი ან ფენიტოინი, მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეტიაპინის პლაზმურ კონცენტრაციებს, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ქვეტიაპინის თერაპიის ეფექტიანობაზე. იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ღვიძლის ფერმენტების სტიმულატორებს, ქვეტიაპინით მკურნალობის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის, რომ ქვეტიაპინის სარგებელი აღემატება ღვიძლის ფერმენტების სტიმულატორების მოხსნის რისკებს. მნიშვნელოვანია, რომ სტიმულატორის ნებისმიერი ცვლილება იყოს ეტაპობრივი, და საჭიროების შემთხვევაში, ჩანაცვლდეს არა-სტიმულატორებით (მაგალითად, ნატრიუმის ვალპროატით).

 

წონა

წონაში მატება დაფიქსირდა ქვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში. მათი მონიტორინგი და მართვა საჭიროა კლინიკურად შესაფერისად, გამოყენებული ანტიფსიქოზური გაიდლაინების შესაბამისად (იხილეთ პუნქტები „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

 

ჰიპერგლიკემია

ჰიპერგლიკემია და/ან კეტოაციდოზთან ან კომასთან ასოცირებული დიაბეტის განვითარება ან გამწვავება იშიათად ფიქსირდება, ზოგიერთი ფატალური შემთხვევის ჩათვლით (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“). ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნულს წინ უსწრებს წონის მატება, რაც მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს. რეკომენდებულია შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი გამოყენებადი ანტიფსიქოზური გაიდლაინების შესაბამისად. ნებისმიერი ანტიფსიქოზური პრეპარატით, ქვეტიაპინის ჩათვლით, ნამკურნალები პაციენტები საჭიროებენ დაკვირვებას ჰიპერგლიკემიის ნიშნებსა და სიმპტომებზე (მაგალითად, პოლიდიფსია, პოლიურია, პოლიფაგია და სისუსტე), ხოლო შაქრიანი დიაბეტის ან შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტები საჭიროებენ რეგულარულ მონიტორინგს გლუკოზის კონტროლის გაუარესებაზე. წონა საჭიროებს რეგულარულ კონტროლს.

 

ლიპიდები

ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისა (LDL) და საერთო ქოლესტერინის მომატება, და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) ქოლესტერინის დონის დაქვეითება ფიქსირდება ქვეტიაპინის კლინიკურ კვლევებში (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“). ლიპიდური ცვლილებების მართვა კლინიკურად შესაფერისად უნდა მოხდეს.

 

QT გახანგრძლივება

კლინიკურ კვლევებში და პროდუქტის ზოგადი დახასიათების (SPC) შესაბამისად გამოყენებისას, ქვეტიაპინი არ უკავშირდებოდა აბსოლუტური QT ინტერვალის მომატებას. პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში, QT ინტერვალის გახანგრძლივება აღინიშნა ქვეტიაპინის თერაპიულ დოზებზე (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“) და ჭარბი დოზირების დროს (იხილეთ პუნქტი „ჭარბი დოზირება“). სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების მსგავსად, სიფრთხილე არის აუცილებელი ქვეტიაპინის დანიშნისას გულ-სისხლძარღვთა დაავადების ან QT ინტერვალის გახანგრძლივების ოჯახური ანამნეზის მქონე პაციენტებში. ასევე სიფრთხილის ზომების დაცვა არის აუცილებელია ქვეტიაპინის დანიშვნისას QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან ან ნეიროლეპტიკებთან ერთად, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, პაციენტებში თანდაყოლილი გრძელი QT სინდრომით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, გულის ჰიპერტროფიით, ჰიპოკალიემიითა თუ ჰიპომაგნიემიით (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).

 

კარდიომიოპათია და მიოკარდიტი

კარდიომიოპათია და მიოკარდიტი დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებსა და პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკის დროს, თუმცა ქვეტიაპინთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის. კარდიომიოპათიაზე ან მიოკარდიტზე ეჭვის მქონე პაციენტებში ქვეტიაპინით მკურნალობა უნდა გადაფასდეს.

 

კანის მხრივ მძიმე გვერდითი მოვლენები

კანის მხრივ მძიმე გვერდითი მოვლენები (SCARs), სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN), ეოზინოფილიით მიმდინარე წამლისმიერი რეაქციებისა და სისტემური სიმპტომების (DRESS) ჩათვლით, რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური, ქვეტიაპინით მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება. კანის მხრივ მძიმე გვერდითი მოვლენები (SCARs) ხშირად წარმოდგენილია შემდეგი სიმპტომების კომბინაციით: კანის ინტენსიური გამონაყარი ან ექსფოლიაციური დერმატიტი, ცხელება, ლიმფადენოპათია და შესაძლო ეოზინოფილია. კანის აღნიშნული მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, ქვეტიაპინი სასწრაფოდ უნდა მოიხსნას და დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა.

 

მოხსნა

ქვეტიაპინის სწრაფად შეწყვეტის შემთხვევაში აღწერილია მოხსნის მწავე სიმპტომები, როგორიცაა უძილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, ფაღარათი, პირღებინება, თავბრუსხვევა და გაღიზიანებადობა. რეკომენდებულია ეტაპობრივი მოხსნა სულ მცირე ერთი ან ორი კვირის განმავლობაში (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“).

 

ხანდაზმული პაციენტები დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზით

ქვეტიაპინის გამოყენება არ არის დამტკიცებული დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის სამკურნალოდ.

ცერებროვასკულარული გვერდითი მოვლენების დაახლოებით 3-ჯერ მომატებული რისკი აღინიშნა რანდომიზებულ პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში დემენციის მქონე პოპულაციაში ზოგიერთი ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას.  აღნიშნული რისკის მატების მექანიზმი უცნობია. რისკის მომატება არ შეიძლება გამოირიცხოს სხვა ანტიფსიქოზური საშუალებებისათვის ან პაციენტთა სხვა პოპულაციისათვის. ქვეტიაპინი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება ინსულტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.

ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმული პაციენტები არიან გარდაცვალების მომატებული რისკის წინაშე პლაცებოსთან შედარებით. ორ, 10-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად ქვეტიაპინის კვლევაში პაციენტთა იმავე პოპულაციაში (n=710; საშუალო ასაკი: 83 წელი; დიაპაზონი: 56-99 წელი) სივდილიანობის მაჩვენებელი ქვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში იყო 5.5% პლაცებოს ჯგუფის 3.2%-თან შედარებით. აღნიშნულ კვლევებში პაციენტები გარდაიცვალნენ სხვადასხვა მიზეზებით, რაც აღნიშნული პოპულაციის მოლოდინებთან შესაბამისი იყო.  

 

ხანდაზმული პაციენტები პარკინსონის დაავადებით/პარკინსონიზმით

პოპულაციის საფუძველზე ქვეტიაპინის რეტროსპექტულმა კვლევამ დიდი დეპრესიული აშლილობის (MDD) მქონე პაციენტების მკურნალობისას, aჩვენა სიკვდილიანობის მომატებული რისკი ქვეტიაპინის გამოყენებისას >65 წლის ასაკის პაციენტებში. აღნიშნული კავშირი არ იყო წარმოდგენილი, როდესაც პარსკინსონის დაავადების მქონე პაციენტები ანალიზიდან მოხსნეს. აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა პარკინსონის დაავადების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ქვეტიაპინის დანიშვნისას.

 

დისფაგია

დისფაგია (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები”) დაფიქსირდა ქვეტიაპინის გამოყენების დროს. ქვეტიაპინი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება ასპირაციული პნევმონიის რისკის მქონე პაციენტებში.

 

შეკრულობა და ნაწლავების ობსტრუქცია

შეკრულობა ნაწლავების ობსტრუქციის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. შეკრულობა და ნაწლავების ობსტრუქცია აღინიშნა ქვეტიაპინით მკურნალობის დროს (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“). ეს მოიცავს ფატალურ შემთხვევებს იმ პაციენტებში, რომლებიც ნაწლავური გაუვალობის მომატებული რისკის ქვეშ არიან, რაც მოიცავს იმ პაციენტებს, რომლებიც ასევე ღებულობენ მრავალ თანმხლებ მედიკამენტს, რომლებიც აქვეითებეს ნაწლავების მობილობას და/ან შეიძლება გამოავლინოს შეკრულობის სიმპტომები. ნაწლავური ობსტრუქციის / გაუვალობის მქონე პაციენტების მართვა მიმდინარეობს მკაცრი მონიტორინგით და სასწრაფო დახმარებით.  

 

ვენური თრომბოემბოლია (VTE)

ვენური თრომბოემბოლიის (VTE) შემთხვევები ფიქსირდება ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობისას. ვინაიდან ანტიფსიქოზური საშუალებებით ნამკურნალები პაციენტები ხშირად წარმოადგენენ ვენური თრომბოემბოლიის შეძენილ რისკ-ფაქტორებს, ქვეტიაპინით მკურნალობის დროს უნდა დადგინდეს ვენური თრომბოემბოლიის ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი და მიღებულ იქნას პრევენციული ზომები.

 

პანკრეატიტი

კლინიკურ კვლევებში და პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკის დროს დაფიქსირდა პანკრეატიტის შემთხვევები. პოსტ-მარკეტინგულ შემთხვევათა შორის, მაშინ როდესაც ყველა შემთხვევა არ იყო დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებთან, ბევრ პაციენტს აღენიშნა ისეთი ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებული იყო პანკრეატიტთან, მაგალითად, ტრიგლიცერიდების მომატებულ დონე (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები / უსაფრთხოების ზომები“), ნაღვლკენჭოვანი დაავადება და ალკოჰოლის მოხმარება.  

 

დამატებითი ინფორმაცია

მწვავე ზომიერი ან მძიმე მანიაკალური ეპიზოდების დროს დივალპროექსთან ან ლითიუმთან ქვეტიაპინის კომბინირების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია; თუმცა კომბინაციური თერაპია კარგი ამტანობით ხასიათდებოდა (იხილეთ პუნქტები „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). მონაცემებმა გამოავლინა ადიტიური ეფექტი მე-3 კვირისთვის.

 

ლაქტოზა

კეგლადი XR-ის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზას აუტანლობის, Lapp ლაქტოზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევების მქონე პაციენტებმა აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

 

არასწორად და ბოროტად გამოყენება

ფიქსირდება პრეპარატის არასწორი და ბოროტად გამოყენების შემთხვევები. აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა ქვეტიაპინის დანიშვნისას ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ბოროტად მოხმარების ანამნეზის მქონე პაციენტებში.

 

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

პირველი ტრიმესტრი

ექსპოზირებული ორსულობების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის ზომიერი მოცულობა (300-1000 ორსულობა), ასევე ინდივიდუალური შემთხვევები და ზოგიერთი დაკვირვებითი კვლევა არ მიუთითებს მკურნალობით გამოწვეული განვითარების მანკების მომატებულ რისკზე. თუმცა ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, ზუსტი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. აქედან გამომდინარე, ორსულობის დროს ქვეტიაპინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი სჭარბობს პოტენციურ რისკებს.

მესამე ტრიმესტრი

ორსულობის მესამე ტრიმესტრის დროს ანტიფსიქოზური საშუალებების (ქვეტიაპინის ჩათვლით) ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალშობილები არიან გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის წინაშე, ექსტრაპირამიდული და/ან მოხსნის სიმპტომების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძომისა და ხანგრძლივობის მიხედვით მშობიარობის შემდეგ. ასევე აღინიშნა აჟიტირების, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, სუნთქვის დათრგუნვისა და კვების დარღვევების შემთხვევები. შესაბამისად, აუცილებელია ახალშობილების მკაცრი მონიტორინგი.    

 

ძუძუთი კვება

დედის რძეში ქვეტიაპინის გამოყოფასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული შემთხვევების ძალიან შეზღუდულ ინფორმაციაზე დაფუძნებით, შეიძლება ითქვა, რომ თერაპიულ დოზებზე ქვეტიაპინი ექსკრეცია არის დაუსაბუთებელი. დასაბუთებული მონაცემების სიმწირის გამო, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების შეწყვეტასთან დაკავშირებით ან კეგლადი XR-ით მკურნალობის მოხსნასთან დაკავშირებით, ჩვილისათვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისათვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.

 

ფერტილობა

ქვეტიაპინის ეფექტები ადამიანის ფერტილობაზე არ არის შესწავლილი. პროლაქტინის დონის მომატებასთან დაკავშირებული ეფექტები აღინიშნა ვირთხებში, თუმცა ეს არ არის პირდაპირ კავშირში ადამიანებთან.

 

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:

ცენტრალური ნერვული სისტემის ძირითადი ეფექტების გათვალისწინებით, ქვეტიაპინმა შეიძლება დააბრკოლოს ისეთი აქტივობები, რომლებიც გონებრივ სიფხიზლეს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, პაციენტებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობისაგან, სანამ ცნობილი არ იქნება ინდივიდუალური მგრძნობელობა.

 

გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები:

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი ეფექტი (ADRs) ქვეტიაპინის გამოყენებისას (≥10%) იყო ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, მოხსნის (შეწყვეტის) სიმპტომები, შრატში ტრიგლიცირების დონის მომატება, საერთო ქოლესტერინის მომატება (უმთავრესად დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) ქოლესტერინი), მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) ქოლესტერინის დონის შემცირება, წონაში მომატება, ჰემოგლობინის დონის შემცირება და ექსტრაპირამიდული სიმპტომები.

ქვეტიაპინთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე მოცემულია შემდეგ ცხრილში (ცხრილი 1), სამედიცინო მეცნიერებათა საერთაშორისო ორგანიზაციების საბჭოს მიერ რეკომენდებული ფორმატის შესაბამისად (CIOMS III სამუშაო ჯგუფი 1995).

 

ცხრილი 1. ქვეტიაპინით მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები

გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე დალაგებულია შემდეგი პრინციპის თანახმად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10,000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება ვერ ხერხდება).

SOC

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ჰემოგლობინის

დაქვეითება22

ლეიკოპენია1,28,

ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, ეოზინოფილების მომატება27

ნეიტროპენია1, თრომბოციტოპენია, ანემია, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება13

აგრანულოციტოზი26

 

 

იმუნური სისტემის დარღვევები

 

 

ჰიპერმგრძნობელობა (კანის ალერგიული რეაქციების ჩათვლით)

 

ანაფილაქსიური რეაქცია5

 

ენდოკრინული სისტემის დარღვევები

 

ჰიპერპროლაქტინემია1, 5, საერთო T4-ის შემცირება24, თავისუფალი T4-ის შემცირება24, საერთო T3-ის შემცირება24, TSH-ის24 მომატება

თავისუფალი T3-ის შემცირება24, ჰიპოთირეოზი21

 

ანტიდიურეზული ჰორმონის შეუსაბამო სეკრეცია

 

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

შრატის ტრიგლიცერიდების დონის მომატება10,30, საერთო ქოლესტერინის მომატება (უმთავრესად LDL ქოლესტერინის)11,30, HDL ქოლესტერინის შემცირება17,30, წონაში მატება8,30

მომატებული მადა, სისხლში გლუკოზის მომატება ჰიპერგლიკემიურ დონემდე6,30

ჰიპონატრიემია19, შაქრიანი დიაბეტი1,5, არსებული დიაბეტის გამწვავება

მეტაბოლური სინდრომი29

 

 

ფსიქიატრიული დარღვევები

 

უჩვეულო სიზმრები და კოშმარები, სუიციდური აზრები და ქცევა20

 

სომნამბულიზმი და დაკავშირებული რეაქციები, როგორიცაა ძილში საუბარი და ძილთან დაკავშირებული ჭამის დარღვევები

 

 

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

თავბრუსხვევა4,16, ძილიანობა2,16, თავის ტკივილი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები1,21

დიზართრია

კრუნჩხვები1, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, გვიანი დისკინეზია1,5, სინკოპე4,16

 

 

 

გულის მხრივ დარღვევები

 

ტაქიკარდია4,

გულის ფრიალი23

QT გახანგრძლივება1,12,18

ბრადიკარია32

 

 

 

მხედველობის მხრივ დარღვევები

 

დაბინდული მხედველობა

 

 

 

 

სისხლძარღვების მხრივ დარღვევები

 

ორთოსტატული ჰიპოტენზია4,16

 

ვენური თრომბოემბოლია1

 

ინსულტი33

სუნთქვის, გულ-მკერდისა და შუასაყარის მხრივ დარღვევები

 

ქოშინი23

რინიტი

 

 

 

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

პირის სიმშრალე

შეკრულობა, დისპეფსია, პირღებინება25

დისფაგია7

პანკრეატიტი1,

ნაწლავების ობსტრუქცია/ გაუვალობა

 

 

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები

 

შრატში ალანინის ამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება3, გამა-GT-ს დონეების მომატება3

შრატში ასპარტატის ამინოტრანსფერაზას (AST) მომატება3

სიყვითლე5 ჰეპატიტი

 

 

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

 

 

 

 

ანგიონევროზული შეშუპება5, სტივენს-ჯონსონის სინდრომი5

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მრავალფორმული ერითემა, წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემული სიმპტომებით (DRESS)

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები

 

 

 

 

რაბდომიოლიზი

 

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

 

 

შარდის შეკავება

 

 

 

ორსულობა, მშობიარობის შემდგომი და პერინატალური მოვლენები

 

 

 

 

 

პრეპარატის მოხსნის სინდრომი ნეონატალური31

რეპროდუქციული სისტებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები

 

 

სქესობრივი დისფუნქცია

პრიაპიზმი, გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლების შეშუპება, მენსტრუალური დარღვევები

 

 

ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის ადგილობრივი მოვლენები

მოხსნის (შეწყვეტის) სიმპტომები1,9

მსუბუქი ასთენია, პერიფერიული შეშუპება, გაღიზიანებადობა, ცხელება

 

ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი1, ჰიპოთერმია

 

 

გამოკვლევები

 

 

 

სისხლში კრეატინის ფოსფოკინაზას მომატება14

 

 

(1) იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები“.

(2) ძილიანობა შეიძლება განვითარდეს, ჩვეულებრივ, მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში და ალაგდება ქვეტიაპინის გამოყენების გაგრძელებისას.

(3) შრატის ტრანსამინაზების (ALT, AST) ან გამა-GT დონეების ასიმპტომატური მომატება (ნორმიდან ≥ 3 x ULN-მდე გადახრა ნებისმიერ დროს) აღინიშნა ქვეტიაპინის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში. აღნიშნული მატება ხშირად შექცევად ხასიათს ატარებდა ქვეტიაპინის მკურნალობის გაგრძელებისას.

(4) სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების მსგავსად, ალფა1 ადრენერგიული მაბლოკირებელი აქტივობით, ქვეტიაპინმა შეიძლება გამოიწვიოს ორთოსტატული ჰიპოტენზია, დაკავშირებული თავბრუსხვევასთან, ტაქიკარდიასა და ზოგიერთ პაციენტში სინკოპესთან, განსაკუთრებით დოზის ტიტრირების საწყის ეტაპზე (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები“).

(5) აღნიშნული გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კალკულაცია ამოღებულია პოსტმარკეტინგული მონაცემებიდან ქვეტიაპინის სწრაფი გამოთავისუფლების ფორმულით.

(6) უზმოზე სისხლში გლუკოზა ≥126 მგ/დლ (≥7.0 მმოლ/ლ) ან ჭამის შემდეგ სისხლში გლუკოზა ≥200 მგ/დლ (≥11.1 მმოლ/ლ) სულ მცირე ერთ შემთხვევაში.

(7) ქვეტიაპინით დისფაგიის მომატების სიხშირე პლაცებოსთან შედარებით აღინიშნა მხოლოდ კლინიკურ კვლევებში ბიპოლარული აშლილობის დროს.

(8) საწყისი მაჩვენებლიდან სხეულის წონის <7%-ით მატების საფუძველზე. ვითარდება ძირითადად მოზრდილებში მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.

(9) მოხსნის შემდეგი სიმპტომები აღინიშნა ყველაზე ხშირად მწვავე პლაცებო-კონტროლირებად, მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში, რომლებიც მოხსნის სიმპტომებს შეისწავლიდა: უძილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, ფაღარათი, პირღებინება, თავბრუსხვევა და გაღიზიანებადობა. აღნიშნული რეაქციების სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა შეწყვეტიდან 1 კვირის შემდეგ.

(10) ტრიგლიცერიდები ≥ 200 მგ/დლ (≥ 2.258 მმოლ/ლ) (≥18 წლის ასაკის პაციენტები) ან ≥ 150 მგ/დლ (≥1.694 მმოლ/ლ) (<18 წლის ასაკის პაციენტები) სულ მცირე ერთი შემთხვევის დროს.

(11) ქოლესტერინი ≥ 240 მგ/დლ (≥ 6.2064 მმოლ/ლ) (≥18 წლის ასაკის პაციენტები) ან ≥ 200 მგ/დლ (≥5,172 მმოლ/ლ) (<18 წლის ასაკის პაციენტები) სულ მცირე ერთი შემთხვევის დროს. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) ქოლესტერინის მომატება ≥ 30 მგ/დლ (≥0,769 მმოლ/ლ) აღინიშნა ძალიან ხშირად. საშუალო ცვლილება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნათ ამგვარი ზრდა, იყო 41.7 მგ/დლ (≥ 1.07 მმოლ/ლ).

(12) იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი.

(13) თრომბოციტები < 100 x 109/ლ სულ მცირე ერთ შემთხვევაში.

(14) კლინიკურ კვლევებზე დაფუძნებით სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას მატების გვერდითი ეფექტების შემთხვევები არ არის დაკავშირებული ნეიროლეპტიკურ ავთვისებიან სინდრომთან.

(15) პროლაქტინის დონეები (>18 წლის ასაკის პაციენტები): > 20 მკგ/ლ (> 869.56 პმოლ/ლ) - მამაკაცებში; > 30 მკგ/ლ (>1304.34 პმოლ/ლ) - ქალებში ნებისმიერ დროს.

(16) შეიძლება გამოიწვიოს დაცემა.

(17) მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) ქოლესტერინი: < 40 მგ/დლ (1.025 მმოლ/ლ) - მამაკაცებში; <50 მგ/დლ (1.282 მმოლ/ლ) - ქალებში ნებისმიერ დროს.

(18) პაციენტების მაჩვენებელი, რომლებშიც აღინიშნა QTc გადახრა < 450 მწმ-დან ≥30 მწმ მატებით. ქვეტიაპინით ჩატარებულ პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში მაჩვენებლის ცვლილება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდა გადახრა კლინიკურად გამოხატულ დონემდე, მსგავსია ქვეტიაპინსა და პლაცებოს შორის.

(19) > 132 მმოლ/ლ-დან გადახრა ≤132 მმოლ/ლ-მდე სულ მცირე ერთი შემთხვევის დროს.

(20) სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევების შემთხვევები აღინიშნა ქვეტიაპინით მკურნალობის დროს ან მკურნალობის შეწყვეტის ადრეულ ეტაპზე (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

(21) იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“.

(22) ჰემოგლობინის შემცირების ≤ 13 გრ/დლ-მდე (8.07 მმოლ/ლ) - მამაკაცებში, ≤ 12 გრ/დლ-მდე (7.45 მმოლ/ლ) - ქალებში სულ მცირე ერთ შემთხვევა აღინიშნა ქვეტიაპინის მიმღები პაციენტების 11%-ში ყველა კვლევაში, ღია გაფართოებული კვლევების ჩათვლით. აღნიშნული პაციენტებისათვის, ჰემოგლობინის საშუალო მაქსიმალური შემცირება ნებისმიერ დროს იყო -1.50 გრ/დლ.

(23) აღნიშნული შემთხვევები ხშირად ვითარდებოდა ტაქიკარდიის, თავბრუსხვევის, ორთოსტატული ჰიპოტენზიისა და/ან  არსებული გულის/რეპისრატორული დაავადების პირობებში.

(24) ნორმის საწყისი მაჩვენებლიდან გადახრა პოტენციურად კლინიკურად გამოხატულ მაჩვენებლამდე ნებისმიერ დროს ყველა კვლევაში. საერთო T4-ის, თავისუფალი T4-ის, საერთო T3-ისა და თავისუფალი T3-ის ცვლილებები განისაზღვრება, როგორც <0.8 x LLN (პმოლ/ლ) და TSH-ის ცვლილება არის > 5 მსე/ლ ნებისმიერ დროს.

(25) დაფუძნებული პირღებინების მომატებულ სიხშირეზე ხანდაზმულ პაციენტებში (≥ 65 წლის ასაკის).

(26) ნეიტროფილების დონის ცვლილება საწყისი დონიდან >=1.5x109/ლ-დან < 0.5 x 109/ლ-მდე ნებისმიერ დროს მკურნალობის განმავლობაში და მძიმე ნეიტროპენიისა და ინფექციის მქონე პაციენტებზე (< 0.5 x 109/ლ) დაყრდნობით ქვეტიაპინის ყველა კლინიკურ კვლევაში (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები“).

(27) ნომალური საწყისი მაჩვენებლიდან პოტენციურად კლინიკურად გამოხატულ მაჩვენებლამდე ცვლილებაზე დაყრდნობით ნებისმიერ დროს ყველა კვლევაში. ეოზინოფილების ცვლილება განისაზღვრება, როგორც ≥1 x 109 უჯრედი/ლ ნებისმიერ დროს.

(28) ნორმალური საწყისი მაჩვენებლიდან პოტენციურად კლინიკურად გამოხატულ მაჩვენებლამდე ცვლილებაზე დაყრდნობით ნებისმიერ დროს ყველა კვლევაში. ლეიკოციტების ცვლილება განისაზღვრება, როგორც ≤3 x 109 უჯრედი/ლ ნებისმიერ დროს.

(29) მეტაბოლური სინდრომის გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევებზე დაყრდნობით ქვეტიაპინით ჩატარებული ყველა კლინიკური კვლევიდან.

(30) ზოგიერთ პაციენტში, წონის, სისხლის გლუკოზის და ლიპიდების ერთზე მეტი მეტაბოლური ფაქტორის გაუარესება აღინიშნა კლინიკურ კვლევებში (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები / უსაფრთხოების ზომები“).

(31) იხილეთ პუნქტი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“.

(32) შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყებისას და დაკავშირებული იყოს ჰიპოტენზიასთან და/ან სინკოპესთან. სიხშირე ეფუძნება ბრადიკარდიასა და მასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებს ქვეტიაპინის ყველა კლინიკურ კვლევაში.

(33) ერთ რეტროსპექტულ არა-რანდომიზებულ ეპიდემიოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებით.

QT გახანგრძლივების, პარკუჭოვანი არითმიის, უეცარი აუხსნელი სიკვდილის, გულის გაჩერების და torsades de pointes შემთხვევები დაფიქსირდა ნეიროლეპტიკური საშუალებების გამოყენებისას და ითვლება კლასის ეფექტებად.

კანის მძიმე გვერდითი მოვლენები (SCARs), სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN), ეოზინოფილიით მიმდინარე წამლისმიერი რეაქციების და სისტემური სიმპტომების (DRESS) ჩათვლით, აღინიშნა კვეტთს მკურნალობისას.

 

პედიატრიული პოპულაცია

მოზრდილებთან დაკავშირებით ზემოთ აღწერილი იგივე გვერდითი ეფექტები გასათვალისწინებელია ბავშვებსა და მოზარდებშიც. შემდეგ ცხრილში შეჯამებულია ის გვერდითი ეფექტები, რომელიც უფრო მაღალი სიხშირით აღინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში (10-17 წლის ასაკის), ვიდრე მოზრდილთა პოპულაციაში, ან ის გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის დაფიქსირებული მოზრდილთა პოპულაციაში.

 

ცხრილი 2. გვერდითი ეფექტები ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც დაკავშირებულია ქვეტიაპინით მკურნალობასთან და უფრო მაღალი სიხშირით ვლინდება, ვიდრე მოზრდილებში, ან არ არის იდენტიფიცირებული მოზრდილთა პოპულაციაში

გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე დალაგებულია შემდეგი პრინციპის თანახმად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1,000, <1/100), იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000), და ძალიან იშვიათი (<1/10,000).

SOC

ძალიან ხშირი

ხშირი

ენდოკრინული დარღვევები

პროლაქტინის დონის მომატება1

 

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

მადის მომატება

 

ნერვული სისტემის დარღვევები

ექსტრაპირამიდული სიმპტომები3,4

სინკოპე

სისხლძარღვების მხრივ დარღვევები

არტერიული წნევის მომატება2

 

სუნთქვის, გულ-მკერდისა და შუასაყარის მხრივ დარღვევები

 

რინიტი

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

პირღებინება

 

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი მოვლენები

 

გაღიზიანებადობა3

(1) პროლაქტინის დონეები (<18 წლის ასაკის პაციენტები): > 20 მკგ/ლ (> 869.56 პმოლ/ლ) - მამაკაცებში; >26 მკგ/ლ (>1130.428 პმოლ/ლ) - ქალებში ნებისმიერ დროს. პაციენტების <1%-ს აღენიშნა პროლაქტინის დონის მომატება > 100 მკგ/ლ-მდე.

(2) კლინიკურად მნიშვნელოვანი ზღვრის ზემოთ ცვლილების საფუძველზე (ადაპტირებულია ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების კრიტერიუმების მიხედვით) ან მომატების საფუძველზე > 20 მმჰგ სისტოლური ან > 10 მმჰგ დიასტოლური წნევისათვის ნებისმიერ დროს ორ მწვავე (3-6 კვირა) პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ბავშვებსა და მოზარდებში.

(3) შენიშვნა: სიხშირე მსგავსია მოზრდილებში გამოვლენილ სიხშირესთან, თუმცა შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა კლინიკურ შედეგს ბავშვებსა და მოზარდებში, მოზრდილებთან შედარებით.

(4) იხილეთ პუნქტი 5.1

გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისათვის

 

პრეპარატების ურთიერთქმედება:

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ქვეტიაპინის ეფექტების გათვალისწინებით, ქვეტიაპინი სიფრთხილით გამოიყენება სხვა ცენტრალურად მოქმედ სამკურნალო პრეპარატებსა და ალკოჰოლთან კომბინაციაში.

აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ისეთი პაციენტების მკურნალობისას, რომლებიც ღებულობენ ანტიქოლინერგული (მუსკარინული) მოქმედების სხვა სამკურნალო საშუალებებს (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები“).

ციტოქრომა P450 (CYP) 3A4 წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია ქვეტიაპინის ციტოქრომა P450-ით განპირობებულ მეტაბოლიზმზე. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ ურთიერთქმედების შემსწავლელ კვლევაში, ქვეტიაპინის (25 მგ დოზით) თანმხლებმა გამოყენებამ კეტოკონაზოლთან, CYP3A4 ინჰიბიტორთან, გამოიწვია ქვეტიაპინის AUC-ის 5-8-ჯერ მომატება. ამის საფუძველზე, ქვეტიაპინის გამოყენება CYP3A4 ინჰიბიტორებთან უკუნაჩვენებია. ქვეტიაპინით მკურნალობის დროს ასევე არ არის რეკომენდებულია გრეიპფრუტის წვენის დალევა.

პაციენტებზე ჩატარებულ მრავალჯერადი დოზის კვლევაში, ქვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად კარბამაზეპინით (ღვიძლის ფერმენტის ცნობილი სტიმულატორი) მკუნალობამდე და მკურნალობის შემდეგ, კარბამაზეპინის ერთდროულად მიღებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეტიაპინის კლირენსი. კლირენსის აღნიშნულმა მატებამ შეამცირა ქვეტიაპინის სისტემური ზემოქმედება (გაზომილი AUC-ით) საშუალოდ 13%-მდე მხოლოდ ქვეტიაპინის მიღებისას; თუმცა ზოგიერთ პაციენტში უფრო დიდი ეფექტი აღინიშნა. აღნიშნული ურთიერთქმედების შედეგად, შეიძლება განვითარდეს უფრო დაბალი პლაზმური კონცენტრაციები, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ქვეტიაპინით მკურნალობის ეფექტიანობაზე. ქვეტიაპინისა და ფენიტოინის (სხვა მიკროსომული ფერმენტის სტიმულატორი) ერთად გამოყენებამ გამოიწვია ქვეტიაპინის კლირენსის მომატება დაახლოებით 450%-ით. იმ პაციენტებში, რომლებიც ღვიძლის ფერმენტის სტიმულატორს ღებულობენ, ქვეტიაპინით მკურნალობის დაწყება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის, რომ ქვეტიაპინის სარგებელი აღემატება ღვიძლის ფერმენტის სტიმულატორის მოხსნის რისკებს. მნიშვნელოვანია, რომ ინდუქტორის ნებისმიერი ცვლილება იყოს ეტაპობრივი და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაენაცვლოს არა-ინდუქტორით (მაგალითად, ნატრიუმის ვალპროატით) (იხილეთ პნქტი „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).

ქვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ანტიდეპრესანტი იმიპრამინის (ცნობილი CYP2D6 ინჰიბიტორი) ან ფლუოქსეტინის (ცნობილი CYP 3A4 და CYP 2D6 ინჰიბიტორი) ერთდროულად მიღებით.

ქვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ანტიფსიქოზური საშუალებების - რისპერიდონის ან ჰალოპერიდოლის ერთდროულად მიღებით. ქვეტიაპინისა და თიორიდაზინის ერთად გამოყენებამ გამოიწვია ქვეტიაპინის კლირენსის მომატება დაახლოებით 70%-ით.

ქვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა ციმეტიდინთან კომბინირების შემდეგ.

ლითიუმის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა ქვეტიაპინთან ერთად გამოყენებისას.

მწვავე მანიის მქონე მოზრდილ პაციენტებზე ჩატარებულ ლითიუმისა და ქვეტიაპინი XR-ის და პლაცებოსა და ქვეტიაპინი XR-ის 6-კვირიან, რანდომიზებულ კვლევაში, ექსტრაპირამიდული მოვლენების (ძირითადად ტრემორი), ძილიანობისა და წონაში მატების უფრო მაღალი სიხშირე აღინიშნა ლითიუმის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ნატრიუმის ვალპროატისა და ქვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა ერთად გამოყენებისას. ბავშვებისა და მოზარდების რეტროსპექტულმა კვლევამ, ვალპროატის, ქვეტიაპინის ან ორივე პრეპარატის ერთად გამოყენებისას, გამოავლინა ლეიკოპენიისა და ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე კომბინაციის ჯგუფში მონოთერაპიის ჯგუფებთან შედარებით.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატებთან ფორმალური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ქვეტიაპინის გამოყენებისას ისეთ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას ან ზრდის QT ინტერვალს.

იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ქვეტიაპინს, მეტადონისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების იმუნოფერმენტულ კვლევებში შეიძლება დაფიქსირდება ცრუ-დადებითი შედეგები. იმუნოფერმენტული სკრინინგის საეჭვო შედეგების დადასტურება რეკომენდებულია შესაფერისი ქრომატოგრაფიული მეთოდებით.

 

დოზირება და მიღების წესი:

თითოეული ჩვენებისათვის დოზირების სხვადასხვა სქემა არსებობს. ამიტომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ თავისი მდგომარეობის შესაფერის დოზირებაზე პაციენტმა სწორი ინფორმაცია მიიღო.

კეგლადი XR მიიღება დღეში ერთხელ, საკვების გარეშე. ტაბლეტების გადაყლაპვა უნდა მოხდეს მთლიანად. არ შეიძლება ტაბლეტის გაყოფა, დაღეჭვა ან დაფშვნა.

მოზრდილები

შიზოფრენიის და ბიპოლარული აშლილობის დროს ზომიერი ან მძიმე მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობა:

კეგლადი XR მიიღება სულ მცირე ერთი საათით ადრე კვებამდე. მკურნალობის დასაწყისში დღიური დოზა არის 300 მგ - პირველ დღეს და 600 მგ - მე-2 დღეს. რეკომენდებული დღიური დოზა არის 600 მგ, თუმცა კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე დღეში. დოზის კორექცია შეიძლება ეფექტიანი დოზის ფარგლებში 400 მგ-დან 800 მგ-მდე დღეში, კლინიკური რეაქციისა და პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით. შემანარჩუნებელი თერაპიისათვის შიზოფრენიის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბიპოლარული აშლილობის დროს დიდი დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობა

კეგლადი XR მიიღება  ძილის წინ. საერთო დღიური დოზა პირველი ოთხი დღისთვის არის 50 მგ (დღე 1), 100 მგ (დღე 2), 200 მგ (დღე 3) და 300 მგ (დღე 4). რეკომენდებული დღიური დოზა არის 300 მგ. კლინიკურ კვლევებში, 600 მგ ჯგუფში 300 მგ ჯგუფთან შედარებით რაიმე დადებითი ეფექტი არ აღინიშნა (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). ინდივიდუალურად პაციენტებმა შეიძლება უფრო დადებითი შედეგი მოგვცენ 600 მგ დოზის შემთხვევაში. 300 მგ-ზე უფრო მაღალი დოზები ინიშნება ბიპოლარული აშლილობების მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ. ინდივიდუალურ პაციენტებში, ტოლერანტობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიზანშეწონილია დოზის შემცირება მინიმუმ 200 მგ-მდე.

მორეციდივე ბიპოლარული აშლილობების პრევენცია

ბიპოლარული აშლილობების დროს, მანიაკალური, შერეული ან დეპრესიული ეპიზოდების რეციდივის პრევენციისათვის, პაციენტებმა, რომლებსაც ბიპოლარული აშლილობის მწვავე მკურნალობისას კეგლადი XR-ის მიმართ დადებითი ეფექტი ჰქონდათ, უნდა გააგრძელონ კეგლადი XR-ის მიიღება იგივე დოზით ძილის წინ. კეგლადი XR-ის დოზის კორექცია შეიძლება პაციენტის კლინიკური ეფექტისა და ტოლერანტობის მიხედვით 300 – 800 მგ/დღეში დოზის დიაპაზონის ფარგლებში. შემანარჩუნებელი თერაპიისათვის მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნება მინიმალური ეფექტიანი დოზა.

დიდი დეპრესიული აშლილობის (MDD) დროს დიდი დეპრესიული ეპიზოდების დამხმარე მკურნალობა

კეგლადი XR მიიღება ძილის წინ. დღიური დოზა მკურნალობის დასაწყისში არის 50 მგ - პირველ და მე-2 დღეს, და 150 მგ - მე-3 და მე-4 დღეს. ანტიდეპრესანტული ეფექტი გამოვლინდა 150 და 300 მგ/დღეში დოზებზე ხანმოკლე კვლევებში დამხმარე თერაპიის სახით გამოყენებისას (ამიტრიპტილინთან, ბუპროპიონთან, ციტალოპრამთან, დულოქსეტინთან, ესციტალოპრამთან, ფლუოქსეტინთან, პაროქსეტინთან, სერტრალინთან და ვენლაფაქსინთან - იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“) და 50 მგ/დღეში დოზაზე - ხანმოკლე მონოთერაპიის კვლევებში. უფრო მაღალ დოზებზე არსებობს გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი. შესაბამისად, კლინიცისტებმა უნდა გამოიყენონ მინიმალური ეფექტიანი დოზა, დაწყებული 50 მგ-ით დღეში. დღეში 150 მგ-დან 300 მგ-მდე დოზის მომატების აუცილებლობა უნდა დაეფუძნოს პაციენტის ინდივიდუალურ შეფასებას.

 

კეგლადის სწრაფი გამოთავისუფლების ტაბლეტებიდან გადასვლა

უფრო მოსახერხებელი დოზირებისათვის, პაციენტები, რომლებიც ამჟამად მკურნალობენ სწრაფი გამოთავისუფლების ქვეტიაპინის ტაბლეტების გაყოფილი დოზებით, შეიძლება გადავიყვანოთ კეგლადი XR-ზე ექვივალენტურ დღეში ერთჯერად დოზაზე. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ინდივიდუალური კორექცია.

 

ხანდაზმულები

სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების და ანტიდეპრესანტების მსგავსად, კეგლადი XR სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულებში, განსაკუთრებით დოზირების საწყის ეტაპზე. კეგლადი XR-ის დოზის ტიტრირება შეიძლება უფრო ნელი იყო, და დღიური თერაპიული დოზა უფრო დაბალი, ვიდრე ის დოზები, რომლებიც გამოიყენება ახალგაზრდა პაციენტებში. ქვეტიაპინის საშუალო პლაზმური კლირენსა შემცირდა 30-50%-ით ხანდაზმულ პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება 50 მგ/დღეში დოზით დაწყება. დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით ეფექტიან დოზამდე, ინდივიდუალური პაციენტის კლინიკური რეაგირებისა და ტოლერანტობის მიხედვით.

დიდი დეპრესიული აშლილობის (MDD) დროს დიდი დეპრესიული ეპიზოდების მქონე ხანდაზმულებში, დოზირება უნდა დაიწყოს 50 მგ-ით დღეში 1-3 დღეებში და გაიზარდოს 100 მგ-მდე - მე-4 დღეს და 150 მგ-მდე - მე-8 დღეს. გამოიყენება მინიმალური ეფექტიანი დოზა, დაწყებული 50 მგ-დან დღეში. ინდივიდუალური პაციენტის შეფასების მიხედვით, თუ საჭიროა დოზის მომატება 300 მგ-მდე დღეში, ეს არ უნდა მოხდეს მკურნალობის 22-ე დღემდე.

ბიპოლარული აშლილობის ფარგლებში დეპრესიული ეპიზოდების მქონე 65 წელს ზემოთ პაციენტებში ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.  

 

პედიატრიული პოპულაცია

კეგლადი XR-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ინფორმაციის ნაკლებობის გამო. პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ხელმისაწვდომი ფაქტები წარმოდგენილია პუნქტებში „გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები“, „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქცები“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“.

 

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

 

ღვიძლის უკმარისობა

ქვეტიაპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ. შესაბამისად, კეგლადი XR სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში დადასტურებული ღვიძლის უკმარისობით, განსაკუთრებით დოზირების საწყის ეტაპზე. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობა იწყება 50 მგ/დღეში დოზით. დოზა შეიძლება  ყოველ ჯერზე გაიზარდოს 50 მგ-ით ეფექტიან დოზამდე, პაციენტის კლინიკური რეაქციისა და ტოლერანტობის მიხედვით.

 

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები

ზოგადად, დაფიქსირებულ ნიშნებსა და სიმპტომებს განაპირობებდა აქტიური ნივთიერების ცნობილი ფარმაკოლოგიური ეფექტების მომატება, როგორიცაა ძილიანობა და სედაცია, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და ანტიქოლინერგული ეფექტები.    

ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება, კრუნჩხვები, ეპილეფსიური სტატუსი, რაბდომიოლიზი, სუნთქვის დათრგუნვა, შარდის შეკავება, ცნობიერების დაბინდვა, დელირიუმი და/ან აჟიტირება, კომა და სიკვდილი. მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტები ჭარბი დოზირების ეფექტების მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები“, ორთოსტატული ჰიპოტენზია).

 

ჭარბი დოზირების მკურნალობა

ქვეტიაპინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მძიმე ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბევრი სამკურნალო პრეპარატის ჩართულობის შესაძლებლობა, ასეთ დროს რეკომენდებულია ინტენსიური თერაპიის პროცედურები, რაც გულისხმობს სასუნთქი გზების გამავლობის თერაპიის პროცედურები, რაც გულისხმობს სასუნთქი გზების გამავლობის, ადექვატური ოქსიგენაციისა და ვენტილაციის უზრუნველყოფას და შენარჩნებას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მონიტორინგს და მხარდაჭერას.

საჯარო ლიტერატურაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დელირიუმის და აჟიტირების და აშკარა ანტიქოლინერგული სინდრომის პაციენტების მკურნალობა შეიძლება ფიზოსტიგმინით, 1-2 მგ (უწყვეტი ეკგ მონიტორინგით). აღნიშნული არ არის რეკომენდებული სტანდარტული მკურნალობის სახით, ვინაიდან გულის გამტარობაზე არსებობს ფიზოსტიგმინის პოტენციური უარყოფითი ზეგავლენა. ფიზოსტიგმინის გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ეკგ-ზე არ აღინიშნება ცთომილებები.  დიზრითმიის, გულის ნებისმიერი ხარისხის ბლოკადის ან QRS-გაფართოების შემთხვევაში ფიზოსტიგმინის გამოყენება არ შეიძლება.  

ვინაიდან ჭარბი დოზირების დროს შეწოვის პრევენცია არ არის შესწავლილი, მძიმე მოწამვლის დროს შეიძლება ნაჩვენები იყოს კუჭის გამორეცხვა, რაც შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დოზირებიდან ერთი საათის განმავლობაში. მიზანშეწონილია აქტივირებული ნახშირის გამოყენება.

ქვეტიაპინით ჭარბი დოზირების შემთხვევაში, რეფრაქტორული ჰიპოტენზიის მკურნალობა შესაფერისი ზომებით უნდა მოხდეს, როგორიცაა ინტრავენური სითხეები და/ან სიმპათომიმეტური საშუალებები. დაუშვებელია ეპინეფრინისა და დოპამინის გამოყენება, ვინაიდან ბეტა სტიმულაციამ შეიძლება გააუარესოს ჰიპოტენზია ქვეტიაპინით გამოწვეული ალფა ბლოკადის პირობებში.

პაციენტის მდგომარეობის სრულ აღდგენამდე აუცილებელია მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა და მონიტორინგი.

ხანგრძლივი გამოთავისუფლების ქვეტიაპინით ჭარბი დოზირების შემთხვევაში, აღინიშნება დაყოვნებული მაქსიმალური სედაცია და მაქსიმალური პულსი და გახანგრძლივებული აღდგენა სწრაფი გამოთავისუფლების ქვეტიაპინით ჭარბ დოზირებასთან შედარებით.

ხანგრძლივი გამოთავისუფლების ქვეტიაპინით ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ფიქსირდება კუჭში ბეზოარის წარმოქმნა და პაციენტის შემდგომი მართვისათვის რეკომენდებულია შესაბამისი დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციური კვლევები.

ზოგიერთ შემთხვევაში წარმატებით დასრულდა ფარმაკობეზოარის ენდოსკოპიური მოცილება.

 

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 300С ტემპერატურის პირობებში, საკუთარ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვა:

კეგლადი XR 50 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტი; ბლისტერულ შეფუთვაში 30 და 60 ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტის შემცველობით.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

ფარმაცევტული დოზირების სხვა ფორმები:

კეგლადი XR 150 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტი; ბლისტერულ შეფუთვაში 30 და 60 ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტის შემცველობით.

კეგლადი XR 200 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტი; ბლისტერულ შეფუთვაში 30 და 60 ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტის შემცველობით.

 

ვარგისობის ვადა: 2 წელი

სად შევიძინოთ?