რას შეიცავს გელი კეტონალი
გელის თითოეული გრამი შეიცავს 25 მგ კეტოპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, ტროლამინი, ლავანდის ეთერზეთი, ეთანოლი, გაწმენდილი წყალი.
შეფუთვის ზომა: პატარა კოლოფები ალუმინის ტუბებით, რომელნიც შეიცავენ 50 გ გელს კეტონალი.
რა არის გელი კეტონალი და რისთვის იღებენ მას.
გელის კეტონალი აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კეტოპროფენი.
კეტოპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს.
გელი კეტონალი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას და ამცირებს ტკივილს.
გელი კეტონალი გამოიყენება
- რევმატული დაავადებების დროს ტკივილის შესამსუბუქებლად და სახსრების ანთების მოსახსნელად;
- პოსტტრავმული მტკივნეული მდგომარეობებისას (სპორტული დაზიანებები, ნაღრძობები, დაჭიმულობები და ნაჟეჟები).
გელის კეტონალი გამოყენების დაწყების წინ.
არ გამოიყენოთ გელი კეტონალი
- თუ გქონიათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ასთმის სიმპტომები, ალერგიული რინიტი კეტოპროფენზე, ფენოფიბრატზე, ტიაპროფენის მჟავაზე, აცეტილსალიცილის მჟავაზე ან სხვა არასტეროიდულ რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებებზე;
- თუ წარსულში გქონიათ კანის ალერგიები კეტოპროფენზე ან გელის ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე, ტიაპროფენის მჟავაზე, ფენოფიბრატზე ან უი-სხივების ბლოკატორზე ან სუნამოზე;
- თუ წარსულში გქონიათ სინათლის მიმართ მგრძნობელობის რეაქციები;
- თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლული;
- თუ გაქვთ შეცვლილი ან დაზიანებული კანი, მაგ., თუ გაქვთ ეკზემა (ქავილიანი, წითელი, მხურვალე გამონაყარი), აკნე, სხვადასხვა დერმატოზები (კანის დაზიანებები), ღია ჭრილობები ან ინფექციური დაზიანებები;
- როდესაც მჭიდრო სახვევი გაქვთ;
- არ დაიტანოთ ერთდროულად იმავე უბანზე სხვა ადგილობრივი საშუალებები;
- თუ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში იმყოფებით;
- თუ 15 წელზე უმცროსი ასაკის ხართ.
იყავით განსაკუთრებით ფრთხილად გელის კეტონალი გამოყენების დროს
- გელი კეტონალი არ უნდა დაიტანოთ ლორწოვან გარსზე. უნდა მოერიდოთ გელის მოხვედრას თვალებში ან თვალების გარშემო არეზე.
- მოერიდეთ მზის ან უი-სხივების (სოლარიუმი) ზემოქმედებას მკურნალობის არეზე, თერაპიის დროს და მისი დამთავრებიდან 2 კვირის განმავლობაში.
- თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ამ წამლის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
- თუ კანის მხრიდან აღგენიშნებათ ცვლილებები (მაგ., გამონაყარის გაჩენა), უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა. გელის კეტონალი ადგილობრივად დატანამ შეიძლება ასთმის და სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარების პროვოცირება გამოიწვიოს.
თუმცა კეტოპროფენის ადგილობრივად გამოყენებისაგან არახელსაყრელი სისტემური ეფექტების განვითარების ალბათობა მცირეა, უთხარით მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ თირკმელების, გულის ან ღვიძლის დაზიანება, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები ან ცერებროვასკულარული სისხლდენა.
პრეპარატის ყოველი დატანის შემდეგ აუცილებელია ხელების საგულდაგულოდ დაბანა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გელის კეტონალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
გელი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს E218 და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს E216, რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ მათ ჭინრის ციების გამოწვევა შეუძლიათ. ჩვეულებრივ გვხვდება შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა, მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი. იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება და ბრონქოსპაზმი.
ორსულობა
ნებისმიერი წამლის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გელი კეტონალი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრების განმავლობაში კეტოპროფენის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც გადაწყვეტს, აჭარბებს თუ არა მკურნალობის მოსალოდნელი სარგებლიანობა ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.
ძუძუთი კვება
ნებისმიერი წამლის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ძუძუთი კვების დროს გელის კეტონალი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ტარება და მექანიმების მართვა
არ არსებობს მონაცემები გელის კეტონალი გონებრივ და/ან ფიზიკურ უნარებზე ზემოქმედების შესახებ.
სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება
თუ იღებთ ან ახლახან იღებდით რომელიმე სხვა წამალს, მათ შორის, ურეცეპტოს, თუ შეიძლება, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
კეტოპროფენის გელის ადგილობრივად გამოყენებისას ურთიერთქმედება სხვა წამლებთან ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო მათი ზემოქმედება ექსკრეციაზე მინიმალურია.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, კეტოპროფენი აქვეითებს მეტოტრექსატის ექსკრეციას, რაც მეტოტრექსატის ტოქსიკურობის არსებით მომატებას იწვევს. ამასთან დაკავშირებით, ერთობლივად გამოყენება მეტოტრექსატის დიდ დოზებთან არ არის რეკომენდებული. აგრეთვე, უნდა მოერიდოთ კეტოპროფენთან სალიცილატების ერთობლივ გამოყენებას. გამოყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროულად აქვეითებს კეტოპროფენის ცილებთან ბმას.
გელის კეტონალი გამოყენების წესი.
მხოლოდ გარეგანად გამოსაყენებლად.
მოზრდილებს და 15 წელზე უფროსს ბავშვებს:
დაიტანეთ გელი მტკივნეულ ადგილას დღეში 1-2 ჯერ, ფრთხილად ჩაიზილეთ კანში. დოზა დამოკიდებულია მტკივნეული უბნის ფართობზე.
5 სმ გელი კეტონალი შეესაბამება 100 მგ კეტოპროფენს;
10 სმ გელი კეტონალი შეესაბამება 200 მგ კეტოპროფენს.
არ უნდა დაიტანოთ გელი კეტონალი ლორწოვან გარსზე. მოერიდეთ გელის მოხვედრას თვალებში.
მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული მჭიდრო სახვევის გამოყენება.
გელის ყოველი დატანის შემდეგ აუცილებელია ხელების საგულდაგულოდ დაბანა.
გელის კეტონალი გამოყენება შეიძლება კეტონალის სხვა სამკურნალწამლო ფორმებთან კომბინაციაში (კაფსულებთან, აბებთან, სუპოზიტორებთან).
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა, სამკურნალწამლო ფორმის მიუხედავად, შეადგენს 200 მგ კეტოპროფენს.
ხანდაზმულები: ხანდაზმული ადამიანებისათვის განსაკუთრებული რეკომენდაციები დოზირების თაობაზე არ არსებობს. მათ, ვინც ყველაზე მეტად მიდრეკილია არახელსაყრელი რეაქციებისადმი, უმცირესი დოზა კლინიკური უსაფრთხოების ადექვატურ კონტროლთან უნდა შეათავსონ.
ბავშვები: გამოყენება 15 წლამდე ბავშვებში ნებადართული არ არის.
თუ გამოყენეთ იმაზე მეტი დოზა გელი კეტონალი, ვიდრე საჭირო იყო
თუ დაიტანეთ მეტი გელი, ვიდრე საჭირო იყო, საგულდაგულოს დაიბანეთ კანი გამდინარე წყლით. გარეგანად გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევა ჯერ არ აღნიშნულა.
შესაძლო გვერდითი ეფექტები.
ისევე, როგორც ყველა სხვა წამალმა, გელმა კეტონალი შეიძლება გამოიწვიოს არახელსაყრელი ეფექტები.
ყველაზე ხშირ არახელსაყრელ ეფექტებს ადგილობრივი ხასიათი აქვთ.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებები
ფოტოსენსიბილიზაცია
კანის რეაქციები, როგორიცაა გაწითლება, ქავილი და წვა, შეიძლება გაჩნდნენ დატანის ადგილას.
არსებობს შეტყობინებები ჭინჭრის ციების, გამონაყარის, ფოტოსენსიბილიზაციის, პურპურის, ანაფილაქტიკური რეაქციების, მულტიფორმული ერითემის, ლიქენოიდური დერმატიტის, კანის ნეკროზისა და სტივენს-ჯონსონის სინდრომის შემთხვევების შესახებ სისტემური, აგრეთვე, ადგილობრივად გამოყენების დროს.
უფრო მძიმე რეაქციების შემთხვევები, როგორიცაა ბულოზური ან ფლიქტენულოზური ეკზემა, რომელსაც გააჩნია უნარი გავრცელდეს და შეიძინოს გენერალიზირებული სტატუსი, უფრო იშვიათია.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა მხრიდან
ანგიოშეშუპება აღწერილია კეტოპროფენის სისტემური და ადგილობრივად დანიშვნის დროს.
თუ შეამჩნევთ რაიმე არახელსაყრელ მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ჩანართ ფურცელში, ან სხვა ცვლილებებს თვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაში ამ წამლის მიღების დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
გელის კეტონალი შენახვის წესი.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ტუბი საგულდაგულოდ დახურული.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე.