შემადგენლობა
კეტოტიფენის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კეტოტიფენის 1 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
კეტოტიფენი ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატია. ახასიათებს ანტიჰისტამინური და ანტიანაფილაქსიური თვისებები. მისი მოქმედება დამყარებულია ჰისტამინის, ლეიკოტრინების, ანაფილაქსიის ნელა მოქმედი სუბსტანციის გამოთავისუფლების ინჰიბირებაზე, სასუნთქ გზებში ეოზინოფილების დაგროვების დათრგუნვაზე, თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორისა და ალერგენების მოქმედებით გამოწვეული სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობის შემცირებაზე. გარდა ამისა, იწვევს H-1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკადას, არ ახასიათებს ანტისეროტონინული და ანტიქოლინერგული აქტივობა. კეტოტიფენი ეფექტურია ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკისთვის, მაგრამ არა როგორც ბრონქოდილატატორი. პრეპარატი თითქმის მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და 2-4 სთ-ში სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია. კეტოტიფენი გადადის დედის რძეში.
- ბრონქული ასთმის შეტევების პროფილაქტიკა (განსაკუთრებით ალერგიული გენეზის);
- თივის ცხელებისას ასთმური შეტევების პროფილაქტიკა;
- ალერგიული რინიტისა და დერმატოზების პროფილაქტიკა.
მოზრდილები - 1 მგ ორჯერ დღეში (დილა-საღამოს). საჭიროებისას დასაშვებია დღიური დოზა - 4 მგ. ბავშვები - 0.025 მგ/კგ სხეულის წონაზე, ორჯერ დღეში. 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, რომელთა წონა მეტია 25 კგ-ზე ინიშნება 1 მგ ორჯერ დღეში. პრეპარატის მიღება საჭიროა ჭამის დროს.
შესაძლებელია - ძილიანობა, პირის ღრუს სიმშრალე, მსუბუქი თავბრუსხვევა, ფსიქიკური რეაქციების შენელება, რომელიც მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იხსნება. იშვიათად - დისპეფსიური მოვლენები, მადის გაძლიერება, წონის მატება.
კეტოტიფენისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
კეტოტიფენის თერაპიული ეფექტი ვითარდება თანდათანობით. პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) და ლაქტაციის პერიოდში. მიზანშეწონილი არ არის ბრონქული ასთმითა და ბრონქოსპასტიური სინდრომით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის სწრაფი მოხსნა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სისტემატურად იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის სინდრომი. თრომბოციტოპენიის თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატი არ ინიშნება პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად. კეტოტიფენი აძლიერებს ძილისმომგვრელი, ანტიჰისტამინური პრეპარატებისა და ალკოჰოლის მოქმედებას.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 4 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ჯი-ემ-პი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
წს N რ - 000744 11.11.2005