Plasmon
კოლერინი ჰიდრო / Kolerin HYDRO

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: პაკეტი ჟოლოს არომატით №10
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა:

კოლერინი ჰიდროს ერთი საშეტი (4,7 გ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: შაცცჰარომყცეს ბოულარდიი – 250 მგ, კალიუმის ქლორიდი – 300 მგ, ნატრიუმის ქლორიდი – 520 მგ, ნატრიუმის ციტრატი – 580 მგ, გლუკოზა – 2,7 გ და ჟოლოს ბუნებრივი არომატიზატორი დამხმარე ნივთიერების სახით.

 

მოქმედების მექანიზმი:

კოლერინი ჰიდრო წარმოადგენს შაცცჰარომყცეს ბოულარდიი-სა (თერმოფილური საფუარი) და ორალური სარეჰიდრატაციო მინერალების კომბინაციას.

Saccharomyces boulardii – უზრუნველყოფს ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის შენარჩუნებას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური, ანტიმიკრობული მოქმედება სხვადასხვა პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკრობების მიმართ. იგი აინჰიბირებს პრო-ანთებითი ციტოკინების სინთეზს ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს.

კალიუმის ქლორიდი (KCl) – ახდენს კალიუმის დეფიციტის (ჰიპოკალემიის) პრევენციას სითხის დანაკარგით მიმდინარე მდგომარეობების დროს (ღებინება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა და სხვა). კალიუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია გულის, კუნთების, თირკმლის, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის.

ნატრიუმის ქლორიდი (NaCl) – ახდენს ნატრიუმის დეფიციტის (ჰიპონატრემიის) პრევენციას სითხის დანაკარგით მიმდინარე მდგომარეობების დროს (ღებინება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა და სხვა). ნატრიუმი არეგულირებს ორგანიზმში წყალ-მარილოვან ბალანსს. ასევე მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემისა და კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვის პროცესში.

ნატრიუმის ციტრატი – წარმოადგენს მარილს, რომელიც ამცირებს სისხლისა და შარდის მჟავიანობას. იგი გამოიყენება სითხის დანაკარგით მიმდინარე მდგომარეობების დროს (ღებინება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა და სხვა) განვითარებული მეტაბოლური აციდოზის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

 

ჩვენებები:

- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაცია - ნებისმიერი ეტიოლოგიის დიარეა

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა კოლერინი ჰიდროში შემავალი კომპონენტების მიმართ.

 

სიფრთხილის ზომები:

კოლერინი ჰიდროს მიღების დაწყებიდან 2 დღის შემდეგ დადებითი დინამიკის არარსებობის, გახანგრძლივებული დიარეის ან ღებინების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

 

მიღების წესი და დოზირება:

პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 200 მლ გრილ წყალში.

− 1-12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 პაკეტი დღეში

− 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 1 ან 2 პაკეტი დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა – 2 პაკეტი. დაუშვებელია დღიური დოზის გადაჭარბება!

 

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

ვარგისობა და შენახვის პირობები:

კოლერინი ჰიდრო ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, 0-25oC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა:

პაკეტი ჟოლოს არომატით №10.

 

სად შევიძინოთ?