Nuk
კორვალ-G / KORVAL-G


სამკურნალო საშუალების შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი, ფენობარბიტალი, პიტნის ზეთი;

1 ტაბლეტი შეიცავს: α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერს - 12,42 მგ, ნივთიერების 100%-ზე გადაანგარიშებით, ფენობარბიტალს - 11,34 მგ მშრალი ნივთიერების 100%-ზე გადაანგარიშებით, პიტნის ზეთს - 0,88 მგ;      

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, β-ციკლოდექსტრინი, კალიუმის აცესულფამი. 

 

სამკურნალწამლო ფორმა

ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები: თეთრი ფერის ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები. 

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საძილე და სედატიური პრეპარატები. ბარბიტურატების კომბინირებული პრეპარატები. ათქ კოდი N05ჩB02.

 

მოქმედების მექანიზმი

კორვალ-G - დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.

α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი ახდენს რეფლექტორულ დამამშვიდებელ მოქმედებას, რაც განპირობებულია პირის ღრუს და ცხვირ-ხახის რეცეპტორების უშუალო გაღიზიანებით, ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილის რეფლექსური აგზნებადობის შემცირებით და თავის ტვინის ქერქის და ქერქვეშა სტრუქტურებში დათრგუნვის მოვლენების გაძლიერებით, ასევე ცენტრალური სისხლის მიმოქცევის ცენტრების აქტივობის შემცირებით და პირდაპირი ადგილობრივი სპაზმოლიზური მოქმედებით სისხლძარღვების გლუვ მუსკულატურაზე.  

ფენობარბიტალი თრგუნავს თავის ტვინის ქერქზე, შუა და მოგრძო ტვინის რეტიკულური ფორმაციის გამააქტივებელ ზეგავლენას, რაც თავის ტვინის ქერქსა და ქერქვეშა სტრუქტურებში იწვევს ამგზნები იმპულსაციის შემცირებას. გააქტივებელი ზემოქმედების შემცირება დოზის შესაბამისად ვლინდება დამამშვიდებელი, ტრანკვილიზური ან საძილე ეფექტით. კორვალ-G ამცირებს სისხლის მიმოქცევის ცენტრებზე, კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე ამგზნებ მოქმედებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმს, განსაკუთრებით გულის. 

პიტნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთეროვან ზეთებს, მათ შორის დაახლოებით 50% მენთოლს და 4-9% მენთოლის ეთერებს. აღნიშნული კომპონენტები აღიზიანებენ პირის ღრუს “სიცივის” რეცეპტორებს და რეფლექსურად აფართოვებენ გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნიან გლუვი კუნთების სპაზმს, იწვევენ დამამშვიდებელ და სუსტად გამოხატულ ნაღველმდენ მოქმედებას. 

 

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ შეწოვა იწყება სუბლინგვალური არედან, აქტიური ნივთიერებების ბიოშეღწევადობა მაღალია (60-80%). ეფექტი სწრაფად ვლინდება (5-10 წთ-ის შემდეგ). შიგნით მიღებისას მოქმედება იწყება 15-45 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 3-6 სთ-ის განმავლობაში. 

იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე იყენებდნენ ბარბიტურის მჟავას შემცველ პრეპარატებს, მოქმედების ხანგრძლივობა შემცირებულია ღვიძლში ფენობარბიტალის სწრაფად მეტაბოლიზმის ხარჯზე, სადაც ბარბირურატები იწვევენ ფერმენტების ინდუქციას. ხანდაზმულ და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში კორვალ-G-ის მეტაბოლიზმი შემცირებულია, რის გამოც აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, რაც იწვევს დოზის შემცირების აუცილებლობას და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდას.

 

ჩვენება, მიღების წესი

ნევროზები მომატებული გაღიზიანებადობით;

უძილობა;

ჰიპერტონული დაავადების და ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის კომპლექსურ თერაპიაში;

სუსტად გამოხატული კორონარული სისხლძარღვების სპაზმები, ტაქიკარდია;

ნეიროვეგეტატური დარღვევებით გამოწვეული ნაწლავების სპაზმები (როგორც სპაზმოლიზური პრეპარატი).

 

უკუჩვენება

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების, ბრომის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

ღვიძლისმიერი პორფირია;

გულის მძიმე ფორმის უკმარისობა;

გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;

გულის მწვავე ინფარქტი;

შაქრიანი დიაბეტი;

დეპრესია;

მიასთენია;

ალკოჰოლიზმი;

ნარკოტიკული და წამლისმიერი დამოკიდებულება;

ქოშინით, ობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე რესპირაციული დაავადებები.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მოქმედების პრეპარატები აძლიერებენ კორვალ-G-ის მოქმედებას. პრეპარატის შემადგენლობაში ფენობარბიტალის არსებობას შეუძლია მოახდინოს ღვიძლის ფერმენტების ინდუცირება და შესაბამისად, შეუძლია დააჩქაროს ზოგიერთი ისეთი წამლის მეტაბოლიზმი, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ფერმენტებით (მათ შორის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, საგულე გლიკოზიდები, ანტიმიკრობული, სოკოს სააწინააღმდეგო, ეპილეფსიის საწინააღმდეგო, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ფსიქოტროპული, პერორალური ანტიდიაბეტური, ჰორმონალური, იმუნოსუპრესიული, ციტოსტატიკური, ანტიარითმიული, ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებები, გრიზეოფულვინი, გლუკოკორტიკოიდები, ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებები),  რადგან მათი ეფექტურობა დაქვეითდება მეტაბოლიზმის უფრო მაღალი დონის შედეგად. 

კორვალ-G აძლიერებს ანალგეზიური საშუალებების, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მოქმედების   საშუალებების მოქმედებას. 

მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები ახანგრძლივებენ ფენობარბიტალის ეფექტს. რიფამპიცინმა შეიძლება დააქვეითოს ფენობარბიტალის ეფექტი. 

ფენობარბიტალის და ოქროს შემცველი პრეპარატების ერთდროულად გამოყენების დროს იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი. 

ფენობარბიტალის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროულად ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენების დროს არსებობს კუჭის წყლულის განვითარების და სისხლდენის რისკი. 

ფანობარბიტალის და ზიდოვუდინის ერთდროულად გამოყენება აძლიერებს ორივე პრეპარატის ტოქსიურობას.   

ვალპროს მჟავასთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება მისი ეფექტი.

მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება უკანასკნელის ტოქსიკურობა.

ალკოჰოლი აძლიერებს პრეპარატის ეფექტს. ასევე აძლიერებს მის ტოქსიკურობას. პრეპარატის მიღების დროს საჭიროა სპირტიანი სასმელებისთვის თავის არიდება. 

 

გამოყენების თავისებურებები

სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია მკურნალობის პირველი კვირების დროს. ხანგრძლივად გამოყენება არ არის რეკომენდებული მედიკამენტოზური დამოკიდებულების განვითარების, ორგანიზმში ბრომის შესაძლო დალექვის და ბრომით მოწამვლის განვითარების საშიშროების გამო. 

იმ შემთხვევებში, როდესაც ტკივილი გულის არეში არ გადის პრეპარატის მიღების შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა მწვავე კორონარული სინდრომის გამორიცხვის მიზნით.  

სიფრთხილით ინიშნება ჰიპერკინეზის, ჰიპერთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას, გულის დეკომპენსირებული უკმარისობისას, მწვავე და მუდმივი ტკივილისას, სამკურნალო საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციისას.  

საჭიროა სპირტიანი სასმელების ერთდროულად გამოყენებისაგან თავის შეკავება. 

საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას არტერიული ჰიპოტენზიის დროს.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს, ამიტომ, თუ თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. 

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში 

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციების სისწრაფეზე  

პრეპარატი არ უნდა მიიღონ პირებმა, რომლებიც მუშაობენ მექანიზმებთან, ავტოტრანსპორტის მძღოლებმა და ა.შ. 

 

მიღების წესი და დოზები 

კორვალ-G ინიშნება სუბლინგვალურად (ენის ქვეშ) ან პერორალურად.

მოზრდილებში 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. 

აუცილებლობისას (გამოხატული ტაქიკარდია და კორონარული სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 3 ტაბლეტამდე.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, პრეპარატის კლინიკური ეფექტის და ამტანობის მიხედვით.

 

ბავშვები.

გამოყენების გამოცდილება ბავშვებში სამკურნალოდ არ არსებობს.

 

ჭარბი დოზირება 

ჭარბი დოზირება შესაძლებელია პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას, რაც დაკავშირებულია მისი შემადგენელი კომპონენტების კუმულაციასთან. ხანგრძლივმა და მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, აბსტინენციური სინდრომი, ფსიქო-მოტორული აგზნება. პრეპარატის გამოყენების მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი.

ჭარბი დოზირების სიმპტომები: სუნთვის დათრგუნვა, მისი გაჩერების ჩათვლით; ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, გონების არევა, თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, კომას ჩათვლით; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა, რიტმის დარღვევის ჩათვლით, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსის ჩათვლით, გულისრევა, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, დიურეზის შემცირება.  მკურნალობა: სიმპტომურია. 

 

გვერდითი რეაქციები

კორვალ-G, როგორც წესი კარგად აიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, ხანგრძლივი გამოყენების დროს - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა, დისკომფორტი კუჭისა და ნაწლავების;

ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ნისტაგმი, ჰალუცინაციები, უმიზეზო აგზნებადობა, ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება, დაღლილობა, რეაქციების შენელება, თავის ტკივილი, კოგნიტური დარღვევები, გონების არევა, ძილიანობა, მსუბუქი თავბრუსხვევა;

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი;

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის რითმის შენელება;

კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ: ალერგიული რეაქციების, მათ შორის, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯინსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;

სხვა: სუნთქვის გაძნელება.

ხანგრძლოვი გამოყენება პრეპარატებისა, რომლებიც შეიცავს ბრომს, შეიძლება ბრომით მოწამვლის მიზეზი გახდეს, რომელიც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, დეპრესიული განწყობა, დეპრესია, გონების არევა, ატაქსია, აპათია, კონიუნქტივიტი, რინიტი, ცრემლდენა, აკნე ან პურპურა. 

 

 

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა

10 ტაბლეტი ბლისტერში. 1, 3 ან 5 ბლისტერი შეფუთვაში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

 

 

სად შევიძინოთ?