Plasmon
ლამიქტალი / LAMICTAL


ხარსიხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა 
ტაბლეტები: 
ლამიქტალი 25, 50, 100 ან 200 მგ 
დისპერსიული/საღეჭი ტაბლეტები 
ლამიქტალი 2, 5, 25, 50, 100 და 200 მგ 

ფარმაცევტული ფორმა 
ტაბლეტები 
დისპერსიული/საღეჭი ტაბლეტები 

კლინიკური მახასიათებლები 
ჩვენებები 
ეპილეფსია 
• მოზრდილები (12 წელზე უფროსი ასაკის): 
ლამიქტალი ნაჩვენებია დამატებითი ან მონოთერაპიის სახით ეპილეფსიის, გენერალიზებული გულყრების და მცირე გულყრების, მათ შორის ტონურ-კლონური კრუნჩხვების და ლენოქს-გასტაუტის სინდრომთან დაკავშირებული გულყრების მკურნალობაში გამოსაყენებლად. 
• ბავშვები (2-12 წლის): 
ლამიქტალი ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით ეპილეფსიის, გენერალიზებული გულყრების და მცირე გულყრების, მათ შორის ტონურ-კლონური კრუნჩხვების და ლენოქს-გასტაუტის სინდრომთან დაკავშირებული კრუნჩხვების მკურნალობაში გამოსაყენებლად. 
დამატებითი თერაპიის განმავლობაში ეპილეფსიის დარეგულირების შემდეგ შეიძლება თანმხლები ანტიეპილეფსიური პრეპარტების (აეპ) მოხსნა და პაციენტებში ლამიქტალის მონოთერაპიის გაგრძელება. 
ლამიქტალი ნაჩვენებია მონოთერაპიიიის სახით ტიპიური მცირე გულყრის დროს 
ბიპოლარული დარღვევები 
• მოზრდილები (18 წლის და უფროსი ასაკის). 
ლამიქტალი ნაჩვენებია განწყობილებითი შეტევის პრევენციისთვის იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ბიპოლარული დარღვევები, უმთავრესად პრევენციული დეპრესიული ეპიზოდებით. 

დოზირება და მიღების წესები 
ლამიქტალის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად და არ უნდა დაიღეჭოს ან დაქუცმაცდეს. 
ლამიქტალის დისპერსიული/საღეჭი ტაბლეტები შეიძლება დაიღეჭოს, გაიხსნას წყლის მცირე მოცულობაში (სულ მცირე იმდენში, რომ დაფაროს ტაბლეტი) ან გაიდაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. 
თუ ლამიქატლის გამოთვლილი დოზა მაგალითად ბავშვებში გამოსაყენებელი (ეპილეფსიის დროს მხოლოდ) ან ჰეპატური დარღვევების მქონე პაციენტებში, არ შეიძლება გაიყოს რამდენიმე დაბალი სიძლიერის ტაბლეტებად, მისაღები დოზა უნდა იყოს თითქმის მთელი ტაბლეტის დაახლოებით უფრო მცირე დოზის ტოლი. 
განახლებითი თერაპია 
დანიშნულების გაცემისას გათვალისწინებული უნდა იყოს მომატებიდან შემანარჩუნებელ დოზამდე, როდესაც ხელახლა იწყება ლამიქტალის დანიშვნა იმ პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს მისი მიღება რაიმე მიზეზის გამო, იმდენად რამდენადაც მწვავე გამონაყრის რისკი დაკავშირებულია მაღალ საწყის დოზებთან და რეკომენდირებული დოზის გადაჭარბებასთან ლამიქტალის დოზის აწევისას. (იხილე სპეციალური სიფრთხილის ზოემ,ბი). დროის უფრო დიდი ინტერვალი წინა დოზიდან, უფრო დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს დოზის მომატებიდან შემანარჩუნებელ დოზამდე მისვლას. როდესაც ლამიქტალის მოხსნიდან ინტერვალი აჭარბებს ხუთ ნახავარდაშლის პერიოდს (იხილე ფარმაკოკინეტიკა), ლამიქტალის დოზა უნდა აიწიოს შემანარჩუნებლ დოზამდე შესაბამისი გრაფიკის მიხედვით. 
რეკომედნირებულ;ია რომ ლამიქტალის ხელახალი დანიშვნა არ მოხდეს იმ პაციენტებში, რომლებმაც მის მიღება შეწყვიტეს იმ გამონაყრის გამო, რომელიც დაკავშირებული იყო ლამიქტალის წინასაწარ მკურნალობასთან, თუ პოტენციური სარგებელი აშკარად არ აჭარბებს რისკს. 
ეპილეფსია 
როდესაც ხდება თანმხლები ანტიეპილეპტიკური პრეპარატების მოხსნა იმისათვის რომ მიღწეული იქნა ლამიქტალის მონოთერაპია ან სხვა აეპ პრეპარტები ემატება ლამოქტინის შემცველ მკურნალობის რეჟიმს, გათვალისწინებული უნდა იყოს ის ეფექტი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკაზე (იხილე ურთიერთქმედება).

დაწვრილებით იხილეთ PDF ფაილი

სად შევიძინოთ?