Plasmon
ლანტოროლი / LANTOROL


შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ლანსოპრაზოლი 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
მანიტოლი, საქაროზა, კალციუმის კარმელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის კარბონატი მსუბუქი, ჰიპრომელოზა E-5, მეტაკრილის მჟავის L30D კოპოლიმერი, პროპილენგლიკოლი, ცეტილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოლისორბატ-80, კოპოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი.
აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები: მქრალი ცისფერი თავსახური/თეთრი კორპუსი, ზომა #1, შეიცავს თეთრ ან მოყვითალო-მოთეთრო გრანულებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლანტოროლი წყლულის საწინააღმდეგო საშუალება, პროტონული ტუმბოს (H+-K+-ატფ-აზის) სპეციფიკური ინჰიბიტორია. ლანსოპრაზოლი მეტაბოლიზდება კუჭის პარიესულ უჯრედებში აქტიურ სულფონამიდურ წარმოებულებამდე, რომლებიც ახდენენ H+-K+-ატფ-აზის სულფჰიდრული ჯგუფების ინაქტივაციას. შედეგად ხდება მარილმჟავის სინთეზის საბოლოო სტადიის ინჰიბირება, რაც განაპირობებს კუჭის ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის შემცირებას გამღიზიანებლისგან დამოუკიდებლად. 
ლანტოროლი თრგუნავს Helicobacter pylori-ს ზრდას და ზრდის სხვა პრეპარატების ანტიჰელიკობაქტერიულ აქტივობას. შიგნით მიღებისას აბსორბცია მაღალია. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1,5-2,2 საათის შემდეგ.

ჩვენებები
• კუჭისა და თორემტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებასთან; სტრესული წყლულები;
• გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს-დაავადება, სიმპტომური მკურნალობა რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს;
• ეროზიული ეზოფაგიტის მკურნალობა;
• • Helicobacter pylori-ს ერადიკაცია (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში);
• პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით;
• კუჭის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული ქრონიკული გასტრიტი გამწვავების სტადიაში;
• არაწყლულოვანი დისპეფსია.

მიღების წესები და დოზები
ლანტოროლი მიიღება შიგნით, დაუღეჭავად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
კუჭისა და თორემტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება: ინიშნება 30 მგ/დღეში. მკურნალობის კურსი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების შემთხვევაში შეადგენს 2-4 კვირას, ხოლო კუჭის წყლულოვანი დაავადებისას – 4-8 კვირას.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, დაკავშირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებასთან: რეკომენდებული დოზაა 30 მგ/დღეში, მკურნალობის კურსი: 4-8 კვირა. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკა აასს-ების მიღებასთან დაკავშირებით მომატებული რისკის მქონე პაციენტებში: 15 მგ/დღეში 12 კვირამდე ხანგრძლივობით. გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა): ინიშნება 30 მგ/დღეში 4-8 კვირის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს ახანგრძლივებენ კიდევ 8 კვირით. რეფლუქს-ეზოფაგიტის სიმპტომური მკურნალობა: ინიშნება 15 მგ/დღეში, მკურნალობის კურსი - 8 კვირამდე. რეფლუქს-ეზოფაგიტის შემანარჩუნებელი თერაპია: 15 მგ/დღეში 8 კვირის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს ახანგრძლივებენ კიდევ 8 კვირით, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა. 
Helicobacter pylori-ს ერადიკაცია: მიიღება 30 მგ. 2-ჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით: პრეპარატის საწყისი დოზაა 30 მგ. 2-ჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში დოზა იზრდება 120 მგ-მდე დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ქრონიკული გასტრიტი კუჭის მომატებული მჟავიანობით გამწვავების სტადიაში: ინიშნება 30 მგ. 1-2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი _ 2-3 კვირა.
არაწყლულოვანი დისპეფსია: ინიშნება 15-30 მგ. 1-2-ჯერ დღე-ღამეში, მკურნალობის კურსი _ 2-3 კვირა.
ღვიძლის უკმარისობის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა იწყება განახევრებული დოზებით, თანდათან იზრდება რეკომენდებულ დოზამდე, მაგრამ არა უმეტეს 30 მგ-ისა დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, მადის მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა.
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ: თავის ტკივილი, სისუსტე, თაბრუსხვევა, ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა. 
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე. 
სხვა: ერთეულ შემთხვევებში - გრიპისმაგვარი სინდრომი, მიალგია.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ავთვისებიანი წარმონაქმნები;
• ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე;
• ორსულობის პირველი ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. 
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში მიზანშეწონილია ლაქტაციის შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს კუჭსა და საყლაპავში ავთვისებიანი პროცესის არსებობა, რადგან პრეპარატის მიღებამ შესაძლოა შენიღბოს სიმპტომები და გადაავადოს დიაგნოზის დადგენა.
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: 
პრეპარატ ლანტოროლის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
მონაცემები ჰიპერდოზირების შესახებ არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლანსოპრაზოლი ამცირებს (10%-ით) თეოფილინის კლირენსს.
სუკრალფატი 30%-ით ამცირებს ლანსოპრაზოლის ბიოშეღწევადობას (აუცილებელია 30-40 წუთიანი ინტერვალის დაცვა ამ პრეპარატების მიღებებს შორის).
შესაძლებელია ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ Р450 ფერმენტული სისტემის მონაწილეობით.
რეკომენდებულია ანტაციდების მიღება ლანტოროლის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 1 საათის შემდეგ, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ პრეპარატის შეწოვა ორგანიზმში. 
პრეპარატებთან, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის გარემოს рН–ზე, ერთდროული გამოყენებისას (მაგალითად კეტოკონაზოლი), ლანტოროლმა შეიძლება შეცვალოს მათი აბსორბცია. 
პრეპარატი შეთავსებადია ანტიპირინთან, დიაზეპამთან, იბუპროფენთან, ინდომეტაცინთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან, ფენიტოინთან, პრედნიზოლონთან, პროპრანოლოლთან, ვარფარინთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა:3 წელი წარმოების თარიღიდან. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით (II ჯგუფი).

სად შევიძინოთ?