Plasmon
ლაქტო-G ფორტე / Lacto-G Forte


შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს არანაკლებ 5X109 სიცოცხლის უნარიან ლიოფილიზირებულ ბაქტერიას Lactobacillus

acidophilus, Bifidobacterium longum, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium lactis

დამხმარე ნივთიერებები: ფრუქტოოლიგოსაქარიდები, ბრინჯის მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატის შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას. ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის; მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების (B, K…) სინთეზში, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს; ცილების, ფოსფოლიპიდების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები - ბუნებრივი პოლისაქარიდები წარმოადგენენ პრებიოტიკებს - ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების-ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები არ იშლებიან საჭმლის მომნელებელი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევენ ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.

ჩვენება

- ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პროფილაქტიკა და მკურნალობა;

- დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს);

- დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;

- კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული).

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

უსაფრთხოების ზომები

რეკომენდებული არ არის პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატი გავლენას არ ახდენს კონცენტრაციის უნარსა და ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.

დოზის გადაჭარბება 

ლაქტო-G ფორტეს დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ითვლება უსაფრთხოდ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ლაქტო-G ფორტეს სხვა პრეპარატებთან არასასურველი გავლენა არ არის აღწერილი.

დოზირება და მიღების წესი

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე.

2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე.

12 წლის ზემოთ და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამომწვევ მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი კარგად გადაიტანება, რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

შეფუთვაში 10 კაფსულა.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

სად შევიძინოთ?