შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
სენას ექსტრაქტს 300 მგ რომელიც ექვივალენტურია 100 მგ სენოზიდების A და B კალციუმის მარილის სახით.
კასკარა საგრადა 250 მგ
ისაბგულის ექსტრაქტი - 100 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსიის ჰიდროქლორიდი) – 5 მგ
აღწერილობა:
სენოზიდები მიიღება მცენარიდან Cassia angustifolia. FDA კვლევებით დადასტურებულია სენოზიდების საფაღარათო მოქმედება, რომელიც ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. იგი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანების გზით, რაც იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას. სენადე საფაღარათო მოქმედებას ახდენს ნაწლავების გაღიზიანების გარეშე. იგი ექსკრეტირდება განავლით და შარდით და შარდს სპეციფიკურ ყვითელ ფერს აძლევს.
კასკარა საგრადა (ამერიკული ხეჭრელა) აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, უზრუნველყოფს რბილ და რეგულარულ დეფეკაციას. გააჩნია ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლმდენი აქტივობა. ხელს უწყობს საკვები ნივთიერებებისა და მინერალების ბალანსის აღდგენას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხეჭრელის საპონინებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული აქტივობა. მოქმედებენ ნაწლავის ლორწოვან გარსზე, ისინი წარმოქმნიან დამცავ აპკს, ამსუბუქებენ ტკივილის შეგრძნებას და ხელს უშლიან ანთების კერების განვითარებას. თრგუნავენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების აქტივობას და თავიდან გვაცილებენ ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესების წარმოქმნას.
ისაბგულის ექსტრაქტი მიიღება მცენარე ისაბგულისგან, ხოლო ორგანიზმში გარდაიქმნება გლიკლაზიდების მიკრონაწილაკებად, რომლებიც ხასიათდება შეშუპების (მოცულობაში ზრდის) ინდექსით ნაწლავებში და კინეტიკური გამოთავისუფლებით, კვლევით დადასტურდა რომ გლიკლაზიდის 98% გამოიყოფა განავალთან ერთად, მიღებიდან 8 საათის განმავლობაში. იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც სასურველია მარტივი დეფეკაცია რბილი განავლით, მაგალითად, ბუასილის, ანალური ნაპრალის და ანალური ან რექტალური ოპერაციის შემდეგ გაძნელებული გამოყოფის შემთხვევაში. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და ჰიპერქოლესტერინემიის დროს, როდესაც პაციენტებს ყოველდღიურად სჭირდებათ დიეტაში მაღალი დიეტური ბოჭკოების ჩართვა. მნიშვნელოვანი ეფექტურობა დადასტურდა ჰემოროიდების მართვისას. შედარებითი კვლევისას, ადამიანებს, რომლებიც მკურნალობდნენ B ვიტამინების პლაცებოთი, არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი განსხვავება. ხოლო მათ, ვინც იღებდა ისაბგულს, სისხლდენა შეუმცირდათ.
ისაბგული უზრნველყოფს რეგულარურ ნაწლავურ მოქმედებას.
ვიტამინი B6 - ვიტამინი B6 თამაშობს გადამწყვეტ როლს, როგორც კოფაქტორი
სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციებში, მაგრამ ნაწლავური ბაქტერიების მიერ წარმოებული ვიტამინი B6-ის რაოდენობა არ არის საკმარისი მასპინძლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად მნიშვნელოვანია მისი ბალანსის შევსება, განსაკუთრებით საფაღარათო საშუალებების მიღებისას, რომლის დროსაც შესაძლოა წარმოიქმნას დეფიციტი.
ჩვენებები:
• ყაბზობა, ნაწლავების ატონია.
• სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი.
• კუჭნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას.
• პოსტოპერაციული პერიოდი.
• ბუასილი, ჰემოროიდული დაავადებები.
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
უკუჩვენებები:
ლაქს-აქტივის კაფსულის მიღება არ შეიძლება აპენდიციტის ან ნაწლავური ობსტრუქციების დროს.
გვერდითი ეფექტები:
ლაქს-აქტივმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი აბდომინალური დისკომფორტი, როგორიცაა კოლიკა ან სპაზმი. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1-3 კაფსულა ძილის წინ 200 მლ წყალთან ერთად 15-30 დღის განმავლობაში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია 1 თვის შემდეგ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
შეფუთვის ფორმა:
თითოეული ყუთი შეიცავს 60 ვეგანურ კაფსულას
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ