Plasmon
ლევო-დენკი 500 / Levo-Denk 500


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ლევოფლოქსაცინი. 
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც 512.46 მგ ლევოფლოქსაცინ ნახევრად ჰიდრატის ექვივალენტურია. 
დამხმარე ნივთიერებები: 
ტაბლეტის SigTavsi: მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზa fxvnilis saxiT, preჟელატინიrebuli სახამებელი (სიმინდიs), სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K 25, ნატრიუმ სტეარილ ფუმარატი. 
გარსი: ლაქტოზა მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 4000, რკინის ოქსიდი და რკინიs ჰიდროქსიდი (E 172). 
როგორ გამოიყურება ლევო - დენკ 500 და შეფუთვის შემადგენლობა
ლევო - დენკ 500 არის ვარდისფერი, მოგრძო, შემოგარსული ტაბლეტი, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს. შემოგარსული ტაბლეტი იყოფა ორ თანაბარ ნაწილად. 
ლევო-დენკ 500 ხელმისაწვდომია შეფუთვაში, 5 შემოგარსული აბით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბიოტიკი - ანტი ბაქტერიული ქინოლონი - ფლუროქინოლონი. ATC კოდი: J01MA12.
ლევოფლოქსაცინი aris სინთეტიკური ანტიბაქტერიული ნივთიერება, რომელიც არის ფლუროქინოლონის კლასის და არის S (-)ენანტიომერი რაცემიკური წამლის ნივთიერება ოფლოქსაცინი. 
ვინაიდან ფლუროქინოლონი ანტიბაქტერიული ნივთიერება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ - გირაზა კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV. 
ბეზისტენტურობის ძირითადი მექანიზმი არის გირ-ა მუტაცია. ინვიტრო არის რეზისტენტურობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფლუოროქინოლონს შორის. 
მოქმედების მექანიზმის მიხედვით ძირითადად ლევოფლოქსაცინსა და სხვა კლასის ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს შორის არ არის გადაჭრითი რეზისტენტულობა.
ფლუოროქინოლონი, მათ შორის ლევოფლოქსაცინი, ქიმიური სტრუქტურით, მოქმედების ტიპიT ამინოგლიკოსიდისგან, მაკროლიდისგან და ბეტალაქტამის ანტიბიოტიკებისგან, მათ შორის პენიცილინისგან განსხვავებულია. ფლუროქინოლონი შესაZლოა მოქმედი იყოს ბაქტერია რეზისტენტულის წინააღმდეგ.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მისაღები ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის სრულად აბსორბირდება მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციით, რომელიც მიიღება 1 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 100%. საკვებს მცირედი გავლენა აქვს ლევოფლოqsაცინის შეწოვაზე. 
იგი ნაწილდება სხეულის ქსოვილებში, მათ შორის ბრონქიალურ ლორწოვანსა და ფილტვებში, მაგრამ შეღწევადობის დოne Zvlis tvinis სითხეში ძალიან მცირეა. 
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% დაკავშირებულია პლაზმა პროტეინებთან. მისი შეთვისება ხდება მხოლოდ მცირე დონეზე, არააქტიურ მეტაბოლიტებად. ლევოფლოქსაცინის გამოდევნა ხდება 6დან 8 საათის განმავლობაში, თუმცა ეს პროცესი შესაძლოა უფრო ხანგრძლივიც იყოს თირკმელებით დაავადებულ პაციენტებში. ლევოფლოქსაცინი ძირითადად უცვლელად გამოიყოფა, თავდაპირველად შარდით. მისი გამაოყოფა არ ხდება ჰემოდიალიზით ან პერიტონიული დიალიზით.

ჩვენებები
ლევო-დენკ 500 არის ქინოლონის კლასისი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ლევოფლოქსაცინს, როგორც აქტიურ ნივთიერებას. ლევო-დენკ 500 ეფექტურია მრავალი ბაქტერიის განადგურებისათვის.
ლევო-დენკ 500 გამოიყენება მოზრდილებში მსუბუქი ან საშუალო სომძიმის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია ლევოფლოქსაცინზე მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიც არის
 მწვავე ბაქტერიული სინუსიტის (ერთი ან მეტი ცხვირის სინუსის ანთება),
 ქვედა სასუნთქი ორგანოების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გამწვავება ან ზოგადად შეძენილი პნეუმონია
ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში ლევო-დენკ 500 მიღებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მდგომარეობის მკურნალობისათვის რეკომენდებული ანტიბიოტიკების გამოყენებამ უშედეგოდ ჩაიარა, ან მათი გამოყენება შეუძლებელია
 საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის თირკმელი)
 პროსტატის ქრონიკული ბატერიული ანთება (პროსტატიტი)
 კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

მიღების წესები და დოზები
ლევო-დენკ 500 გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ არ არის ექიმის განსხვავებული მითითება, ჩვეულებრივ დოზირება შეგიძლიათ განსაზღვროთ შემდეგი ცხრილით:

დოზირება პაციენტებში ნორმალური თირკმელის ფუნქციით
სინუსიტი (ნასალური სინუსების ანთება) ლევო-დენკ 500-ის 1 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია 500მგ ლევოფლოქსაცინის)
სინუსიტი (ნასალური სინუსების ანთება) ლევო-დენკ 500-ის 1 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია 500მგ ლევოფლოქსაცინის)
პნეუმონია: ლევო-დენკ 500-ის 1 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ ან ორჯერ (რაც ექვივალენტურია 500-დან 1000მგ-მდე ლევოფლოქსაცინის)
საშარდე გზების ინფექციები: ლევო-დენკ 500-ის 1/2 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია 250მგ ლევოფლოქსაცინის)
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი: ლევო-დენკ 500-ის 1 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია 500მგ ლევოფლოქსაცინის)
კანის ან რბილი ქსოვილების ინფექციები: ლევო-დენკ 500-ის 1/2 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია 250მგ ლევოფლოქსაცინის) ან ლევო-დენკ 500-ის 1 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ ან ორჯერ (რაც ექვივალენტურია 500-დან 1000მგ-მდე ლევოფლოქსაცინის)
 
ვინაიდან ლევოფლოქსაცინი გამოიყოფა პირდაპირ თირკმელების გზით დოზა უნდა შემცირდეს პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ თირკმელების უკმარისობა.
 
დოზირება თირკმელების უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში
დოზირების რეჟიმი
 250მგ/
24 სთ 
 
500მგ/
24 სთ 
 
500მგ/
12 სთ
კრეატინინის კლირენსიპირველი დოზა
250მგ/
პირველი დოზა
500მგ/
პირველი დოზა
500მგ/
50-20 მლ/წთშემდეგ
125მგ/
24 სთ
შემდეგ
250მგ/
24 სთ
შემდეგ
250მგ/
24 სთ
19-10 მლ/წთშემდეგ
125მგ/
48 სთ
შემდეგ
125მგ/
24 სთ
შემდეგ
125მგ/
12 სთ
< 10 მლ/წთ (მათ შორის 
ჰემოდიალიზი და CAPD)
შემდეგ
125მგ/
48 სთ
შემდეგ
125მგ/
48 სთ
შემდეგ
125მგ/
48 სთ
ჰემოდიალიზის ან განგრძობითი ამბულატორიული პერიტონიული დაავადებების (CAPD)შემდეგ დამატებითი დოზები არ არის საჭირო.

არ არის დოზების რეგულირება საჭირო ღვიძლით დაავადებულ პაციენტებში ვინაიდან ლევოფლოქსაცინის ათვისება არ ხდება ღვიძლის რაიმე მნიშვნელოვანი მოცულობით. 
როგო უნდა მივიღოთ ის?
გადაყლაპეთ შემოგარსული აბები შასაბამისი სითხის მიყოლებით (მაგალითად ნახევარი ან სავსე ჭიქა წყალი). შემოგარსული აბის გაყოგა გამყოფი ხაზით შესაძლებელია დოზის დასარეგულირებლად. 
ტაბლეტი უნდა მივიღოთ ჭამის დროს ან ჭამათა შუალედში. 
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა მერყეობს დაავადების კურსის შესაბამისად. კლინიკურ კვლევებში მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრა 10-14 დღით მწვავე სინუსიტის შემთხვევაში, 7-10 დღე ქრონიკული ბრონქიტიტს გამწვავების შემთხვევაში, 7-14 დღე პნეუმონიის შემთხვევაში, 3 დღე გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციის შემთხვევაში, 7-10 დღე გართულებელი საშარდე გზების ინფექციის შემთხვევაში, 28 დღე ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის და 7-14 დღე კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების შემთხვევაში. როგორც ძირითადად ანტიბიოტიკური თერაპიის შემთხვევაში ხდება ლევო დენკ 500-ით მკურნალობა უნდა გარძელდეს მინიმუმ 48 დან 72 საათამდე მას შემდეგ, რაც პაციენტს დაუწევს ტემპერატურა ან მიიღება ბაქტერიული ერადიკაცია. 
გთხოვთ დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ლევო-დენკ 500-ით მკურნალობის ეფექტი არის ან ძალიან ძლიერი ან სუსტი. 
თუ თქვენ მიიღებთ უფრო მეტ ლევო-დენკ 500-ს ვიდრე უნდა მიგეღოთ 
ლევო-დენკ 500-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უმეტესად მოსალოდნელი მოვლენებია ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობა (როგორიც არის აფორიაქებული მდგომარეობა, თავბრუსხვევა, გონებრივი შეზღუდვა და შეტევები), კუჭ-ნაწლავის რეაქციები როგორიც არის ღებინება და წყლულოვანი ეროზიები, აგრეთვე კარდიალური მდგომარეობის გაუარესება (Qთ გახანგრძლივება). 
ამიტომ დოზის გადაჭარბები შემთხვევაში უნდა განხორციელდეს კარდიოლოგიური მონიტორინგი (ელექტროკარდიოგრამა). 
მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური (მაგ. კუჭის ამორეცხვა ან ანტაციდების მიღება). 
ლევოფლოქსაცინი არ გამოიდევნება დიალიზით. არ არსებობს რაიმე სპეციალური ღონისძიებები. 
ლევო-დენკ 500-ის ერთით ზედმეტი ტაბლეტის შემთხვევით მიღებას არ ექნება რაიმე საზიანო მოქმედება. გთხოვთ დაუყოვნებლივ შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ თქვენ ჭარბად მიიღებთ შემოგარსულ ტაბლეტებს. 
თუ თქვენ დაგავიწყდებათ ლევო-დენკ 500-ის მიღება 
მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი რაც შეიძლება სწრაფად ვინაიდან თქვენ უკვე გიწევთ მომდევნო აბის მიღება. შემდეგ გააგრძელეთ ლევო-დენკ 500-ის მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. 
თუ თქვენ შეწყვეტთ ლევო-დენკ 500-ის მიღებას 
თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ ლევო-დენკ 500-ის მიღება ექიმთან შეთანხმების გარეშე, ვინაიდან თქვენ ამით შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოთ მკურნალობის წარმატებული შედეგი.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ლევო-დენკ 500-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება ის. გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირად 1ან მეტი შემთხვევა ყოველ 10 ნამკურნალებ პაციენტზე
ხშირად:1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 10 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი შემთხვევა ყოველ 100 ნამკურნალებ პაციენტზე
შედარებით იშვიათად1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 100 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი შემთხვევა ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტზე
იშვიათად1 ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი შემთხვევა ყოველ 10,000 ნამკურნალებ პაციენტზე
ძალიან იშვიათადუფრო ნაკლები ვიდრე 1 შემთხვევა ყოველ 10,000 ნამკურნალებ პაციენტზე
უცნობია:სიხშირე არ განისაზღვრა

შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ხშირად
- დიარეა, გულისრევა
- ღვიძლის ენზიმების დონის მომატება (მაგ. ALT, AST, ალკალინე პჰოსპჰატასე, GGთ)
შედარებით იშვიათად
- სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), ძირითად სისხლის უჯრედებში მომატება (ეოზინოფილია). 
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა
- თავბრუსხვევა
- ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გაზების დაგროვება
- კრეატინინის მომატება სისხლში (თირკმელების ფუნქციის მოშლის მაჩვენებელი)
- ქავილი, პრურიტი
- ანორექსია 
- სოკოვანი ინფექციები და ლევოფლოქსაცინიზე რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია 
- ზოგადი სისუსტე 
- ბილირუბინის დონის მომატება (ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მაჩვენებელი) 
- უძილობა, ნევული აღზებულობა 
იშვიათად 
- გახშირებული გულისცემა 
- ტრომბოციდების შემცირება სისხლში (თრომბოციტოპენია), რაც შესაძლოა ასოცირებულ იყოს სისხლჩაქცევაზე ან სისხლდენაზე მიდრეკილების მომატებასთან; ძირითადად თეთრი სისხლის უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია); 
- კრუნჩხვები, კანკალი, პარესთეზია როგორიც არის დაბუჯების შეგრძნება ხელებში
- ბრონქიალური შეკუმშვა, გადატვირთული სუნთქვა 
- სისხლიანი დიარეა, რც ძალიან იშვიათად შესალოა ნაწლავის ანთების ან ფსევდომემბრანული კოლიტის მაჩვენებელი იყოს (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”)
- ჭინჭრის ციება 
- მყესების გაღიზიანება (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო-დენკ 500-ის მიღებისას”), მათ შორის ტენდონიტის (მაგალითად: აქილევსისი მყესი), ტკივილი სახსარში და კუნთებში 
- სისხლის წნევის დაცემა
- ფსიქიური აშლილობა, დეპრესია, მოუსვენრობის შეგრძნება, აჟიტირებულობა, აღზნებულობა 
ძალიან იშვიათად 
- სისხლში ძირითადი თეთრი უჯრედებისა დიდი რაოდენობით შემცირება (აგრანულოციტოზი) რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს მძიმე პათოლოგიურ სიმპტომებთან (მდგრადი და რეციდიული ცხელება, ანგინა და მომატებული უკმარისობა). 
- ნერვის დაზიანება (მაგ. შეხების შეზღუდული შეგრძნება, პარალიზების სიმპტომი), გემოს შეგრძნების დაქვეითება, ყნოსვის შეგრძნების დაქვეითება ან დაკარგვა
- გაუარესებული მხედველობა 
- გაუარესებული სმენადობა 
- ფილტვების ალერგიული რეაქცია (ალერგიუი პნეუმონია) 
- გამწვავებული თირკმელის ფუნქციის დარღვევა მაგ. გამოწვეული თირკმელის ალერგიული რეაქციებით (შუალედური ნეფრიტი)
- კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება, მაგ. სახის და ყელის (ანგიოდემა), კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივებზე და ულტრაიისფერ სხივებზე
- მყესის გაწყვეტა (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო-დენკ 500-ის მიღებისას”). ეს გვერდითი მოვლენა შესაძლოა გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში და შესაძლოა იყოს ორმხრივი. კუნთოვანი სისუსტე რაც შესაძლოა იყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის პაციენტებისთვის რომელთაც აქვთ მიასტენია (იშვიათი ნერვული სისტემის აშლილობა). 
- სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია), განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულებში (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო-დენკ 500-ის მიღებისას”). ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შესაძლოა იყოს: მოუთმენელი შიმშილის გრძნობა, ნერვული გაღიზიანება, ოფლიანობა, კანკალი. 
- ცხელება
- ანაფილაქტიკური შოკი (სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო-დენკ 500-ის მიღებისას”), ანაფილაქტიკური და მსგავსი ჰიპერმგრძნობელური რეაქცია ზოგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს საწყისი დოზის შემდეგ. 
- ღვიძლის ანთება 
- ფსიქოტური რეაქცია, საკუთარი თავის საფრთხის ქვეშ დაყენების საქციელით და თვითმკველობაზე ფიქრით (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო-დენკ 500-ის მიღებისას”); ჰალუცინაციები (ცრუ აღქმა). 
უცნობი სიხშირე 
- QT ინტერვალის ხანგრძლივობა (შეცვლილი კარდიალური მოქმედება, (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო-დენკ 500-ის მიღებისას”). 
- ყველა ტიპის სისხლის უჯრედის შემცირებული ოდენობა (პანციტოპენია); წითელი სისხლის უჯრედების შემცირება სისხლის უჯრედების დესტრუქციის ხარჯზე (ჰემოლიტიკური ანემია); 
- ყურებში ხმაურის შეგრძნება (ტინიტუსი)
- კანისა და ლორწოვანი გარსის მწვავე რეაქცია, მათ შორის ბუშტუკები (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, სტივენს - ჯონსონის სინდრომი, ერითემა), გაძლიერებული ოფლიანობა 
- კუნთების დაზიანება (რაბდომიოლიზი)
- ტკივილი (მათ შორის წელის, მკერდის და კიდურების ტკივილი)
- ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები 
- სიყვითლე და ღვიძლის ძლიერი დაზიანება, მათ შორის სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ღვიძლის დაშავება იქნა დაფიქსირებული ლევოფლოხაცინთან ასოციაციაში (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”) განსაკუთრებით მწვავე დაავადებით დაავადებულ პაციენტებში (მაგ. სისხლის მოწამვლა). 

შენიშვნა 
კანის და ლორწოვანი გარსის რეაქციები შესაძლოა ზოგჯერ გაჩნდეს საწყისი დოზის მიღებიდანვე. 
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ასოცირებულ იქნა ფლუროქინოლონის მიღებასთან: 
- მოძრაობისა და კუნთოვანი კოორდინაციის დარღვევა; 
- წვრილ სისხლძარღვთა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ალერგიული ვასკულიტი); 
- პორფირიის შემოტევები პაციენტებში რომელთაც მანამდეც სჭირდათ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლისტური დაავადება). 
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან თუ თქვენ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი ეფექტის არსებობას, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში არ არის მოცემული, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ, თუ გვერდითი ეფექტი უეცრად გამოჩნდება ან სწრაფად გაუარესდება, მაგალითად ფსევდომემბრანული კოლიტი, სისხლში რაიმე სახის ცვლილებები, მწვავე ანაფილაქტიკური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, ღვიძლის მწვავე დაზიანება და კანის ცვლილებები, რაც შესაძლოს სიცოცხლისთვის იყოს საშიშროების შემქმნელი. აღნიშნულ შემთხვევაში არ მიიღოთ მედიკამენტი სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე.

უკუჩვენება
ლევო-დენკ 500-ის მიღება უკუნაჩვენებია:
 თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიულია) ლევოფლოქსაცინზე, ლევო-დენკ 500-ის სხვა შემადგენელი ნივთიერებაზე ან ქინოლონზე
 თუ პაციენტი დაავადებულია კონვულსიური აშლილობით (ეპილეფსია),
 თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა მყესების პრობლემა, რაც დაკავშირებული იყო ქინოლონის გამოყენებასთან
 ბავშვებში და მოზარდებში
 ორსულობისას
 ლაქტაციის დროს
განსაკუთრებული სიფრთხილე ლევო-დენკ 500-ის მიღებისას
 მწვავე პნეუმოკოკური პნეუმონიის შემთხვევაში, ვინაიდან ლევო-დენკ 500-ით მკურნალობა შესაძლოა არ იყოს ოპტიმალური თარაპია
 მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებისას რაც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას (სეუდომონას აერუგინოსა). ეს შესაძლოა საჭიროებდეს კომბინირებულ თერაპიას.
 თუ ლევო-დენკ 500-ით მკურნალობისას წარმოიქმნება ტენდონიტის. მას ყველაზე ხშირად გავლენა აქვს აქილევსის მყესზე და შესაძლოა გამოიწვიოს მყესის გაწყვეტა. ტენდონიტის და მყესის დაზიანების რისკი განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან იმ ადამიანებში არსებობს, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს. თუ პაციენტი ეჭვს მიიტანს ტენდონიტზე, რაც შეიძლება გამოხატული იყოს მყესების ტკივილით, დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს, უნდა შეწყდეს ლევო დენკ 500-ით მკურნალობა და შესაბამისად უნდა დაიწყოს მკურნალობა მყესებზე მკურნალობა, მაგალითად დასვენებით.
 თუ ლევო-დენკ 500-ით მკურნალობისას ან მას შემდეგ მწვავე, მუდმივი სახის და სისხლნარევ დიარეას ექნება ადგილი, დაუყონებლივ უნდა მიემართოს ექიმს, ვინაიდან ამგვარი დიარეა შესაძლოა მიუთითებდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე გამოწვეულ ნაწლავთა მწვავე ანთებაზე (ენტეროკოლიტი). აღნიშნული სახის დიარეის არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ლევო-დენკ 500-ით მკურნალობა და პაციენტმა გადაუდებლად უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. არ უნდა იქნას მიღებული პროდუქტები, რომლებიც იწვევენ პერესტალტიკის გაძლიერებას;
 თუ პაციენტი მიდრეკილია შეტევისაკენ, შეტევები შესაძლოა გახშირდეს ლევო დენკ 500-ით მკურნალობის ფონზე პაციენტებში, რომელთაც მანმადე მიღებული ჰქონდათ ტვინის ტრამვა. 
აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა დეტალურად ეცნობოს მკურნალ ექიმს მანმადე არსებული დაავადებეის შესახებ. ლევო-დენკ 500-ის მიღება აკრძალულია ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის. შეტევებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი ფენბუფენით და მსგავსი არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით ან თეოფილინით თანმხლები მკურნალობისას. კონვულსიური შეტევების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
 თუ პაციენტს აწუხებს თანდაყოლილი მეტაბოლიზმი გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენეზის დეფიციტი. პაციენტს შესაძლებელია ჰქონდეს რეაქცია, ვინაიდან ქინოლონით მკურნალობისას სისხლის წითელი უჯრედები ნადგურდება (ჰემოლიზი). აღნიშნულიდან გამომდინარე ამგვარ პაციენტებში ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
 თუ პაციენტს დარღვეული აქვს თირკმელის ფუნქცია, ამგვარი პაციენტებისათვის დადგენილი უნდა იქნეს დოზა.
 თუ მწვავე ჰიპერმგრძნოლბელობითი რეაქციები განვითარდება (შესაძლოა საწყისი დოზის შემდეგ), აღნიშნულ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სამედიცინო ჩარევა. უნდა შეწყდეს ლევო-დენკ 500-ის მიღება.
 თუ პაციენტი პეროლალურად იღებს ანტიდიაბეტურ ნივთიერებას (როგორიც არის გლიბენქლამიდი) ან ინსულინი. სიფრთხილით უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის კონტროლი, ვინაიდან შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის ნიშნები შესაძლოა იყოს: გაძლიერებული შიმშილის გრძნობა, ნერვული აშლილობა, ოფლიანობა და კანკალი.
 თუ პაციენტი ეფიცხება მწვავე მზის სხივებს ან ულტრაიისფერ სხივებს. თუმცა სხივური მგრძნობელობა იშვიათობას წარმოადგენს ლევოფლოქსაცინის მიღებისას (არანორმალური რეაქცია გარუჯვისას, რაც დამწვრობით გამოიხატება). ღეკომენდებულია, რომ პრეპარატის მიღებისას პაციენტები არ მიეფიცხონ განსაკუთრებით მწველ მზეს ან ხელოვნულ ულტრაიისფერ სხივებს (მაგ. სოლარიუმს), რათა თავიდან აიცილონ სხივებზე მგრძნობელობის მომატება
 თუ თქვენ პარარელულად იღებთ K ვიტამინის ანტაგონისტს (ძირითადად ანტიკოაგულანტს როგორიც არის ვარფარინი, ფენპროკოუმონი). შესაძლოა მოხდეს სისხლის შედედების მოცულობის გაზრდა და სისხლდენის ტენდენცია. ამიტომ რეგულარულად უნდა მოხდეს კოაგულაციის მონიტორინგი.  თუ ლოვოფლოქსაცინს იღებეს პაციენტი ფსიქიკური აშლილობით ან ანამნეზში ანამნეზში პაციენტს აღენიშნებოდა ფსიქიკური დაავადებები. ფსიქოტროპული შეტევა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ქინოლონს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს. ძალიან იშვიათად ეს აშლილობა იწვევდა აზრებს თვითმკვლელობის შესახებ, ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის ერთჯერადად მიღებისას. ამგვარი რეაქციების მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა მიემართოს ექიმს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი მკურნალობის შესახებ
- გულის მხრივ პრობლემები: ამ ტიპის მედიკამენტი მიიღება სიფრთხილით. თუ პაციენტი დაიბადა ან ოჯახში ანამნეზში აღენიშნებოდათ Qთ ინტერვალის განგრძობითობა (გამოხატული ელექტროკარდიოგრამაზე ან გულის ელექტრულ ჩანაწერებში), აქვს სისხლში მარილის დისბალანსი (განსაკუთრებით კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში); აქვს ძალიან შემცირებული გულის რითმი (მიოკარდიალური ინფარქტი); თუ პაციეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ან ასაკოვანი, ან ან ღებულობს ისეთ პრეპარატს, რომელიც იწვევს კარდიოგრამის არანორმალურ ცვლილებებს (“მიღება სხვა პრეპერატებთან”)
- თუ პაციენტს განვითარებული აქვს ნევროპათიის სინდრომი. მაგ. მგრძნობელობის დარღვევა ხელებსა და ფეხებში. უნდა ეცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს და შეწყდეს ლევო-დენკ 500-ის მიღება, ვიანიდან მას შეუძლია მეტი ზიანიც მოყენება. 
- თუ პაციენტი აპირებს ლაბორატორიული შემოწმე

სად შევიძინოთ?