ლინკას სიროფი უშაქრო / LINKUS SUGAR FREE
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → ფიტოპრეპარატები პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: ჰერბიონ ნატურალსი
- მწარმოებელი ქვეყანა: პაკისტანი
- გამოშვების ფორმა: 90 მლ სიროფი ფლაკონში
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
კომპლექსური პრეპარატი შერჩეული მცენარეებისაგან ხელს უწყობს ხველისა და გაციების სხვადასხვა სიმპტომების შემსუბუქებას.
ლინკასი ქმნის თხელ დამცავ ფენას რესპირატორული ტრაქტის ანთებით ზედაპირზე. ამგვარად ახდენს დამარბილებელ და დამამშვიდებელ ზემოქმედებას მშრალი და გაღიზიანებული ხველისას და მოქმედებს, როგორც ადგილობრივი ხველის საწინააღმდეგო საშუალება.
ლინკასი ათხელებს ბლანტ სეკრეტს და ხელს უწყობს მისი სასუნთქი გზებიდან გამოდევნას. შედეგად ის ხელს უშლის ბაქტერიის ზრდას და ახდენს ამოსახველებელ ზემოქმედებას.
ლინკასი ამსუბუქებს ცხვირის არხის და ბრონქული სპაზმის შეგუბებას. ამგვარად ახდენს სუნთქვის შემსუბუქებას და ახდენს სპაზმოლიზურ ზემოქმედებას.
შემადგენლობა:
ყოველი 10მლ სიროფი შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტებს:
კომპონენტი |
რაოდენობა |
Adhatoda Vasica |
600 მგ |
Glycyrrhiza glabra |
75 მგ |
Piper longum |
100 მგ |
Viola odorata |
25 მგ |
Hyssopus officinalis |
50 მგ |
Alpinia galangal |
50 მგ |
Cordia latifolia |
100 მგ |
Althea officinalis |
100 მგ |
Zizyphus vulgaris |
100 მგ |
Onosma bracteatum |
100 მგ |
ლინკასის კომპონენტების დამახასიათებელი თვისებები
კომპონენტი |
მოქმედება |
Adhatoda Vasica |
ამოსახველებელი, ბრონქოლიზური, სპაზმოლიზური, მუკოლიზური, სიცხის დამწევი |
Glycyrrhiza glabra |
ამოსახველებელი, დამარბილებელი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო |
Piper longum |
ამოსახველებელი |
Viola odorata |
ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი, სიცხის დამწევი |
Hyssopus officinalis |
ოფლმდენი, ამოსახველებელი, სპაზმოლიზური |
Alpinia galangal |
ამოსახველებელი, კუჭისმიერი, ვეტროგენური, ბრონქოლიზური |
Cordia latifolia |
ხველის საწინააღმდეგო |
Althea officinalis |
ბრონქოლიზური, ხველის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ანტიკომპლემენტარული ნივთიერება |
Zizyphus vulgaris |
შემამსუბუქებელი, ამოსახველებელი |
Onosma bracteatum |
სპაზმოლიზური, შემამსუბუქებელი, სიცხის დამწევი, მატონიზირებელი |
გამოყენების ჩვენებები:
ხველა და გაციება
მშრალი და გაღიზიანებული ხველა
ხველა, რომელიც კავშირშია ასთმასთან და ბრონქიტთან (მწვავე და ქრონიკული)
ფარინგიტი, ტრაქეიტი და ანგინა
დოზირება:
მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი (10მლ) 3-4 ჯერ დღეში.
ბავშვები: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-4 ჯერ დღეში
ჩვილები (6 თვიდან - 1 წლამდე): 1/2 ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-4 ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
შეფუთვა:
90/120 ან 150 მლ-იანი მოცულობის ფლაკონი სიროფით.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.