Plasmon
ლინკას სიროფი ალუბლის გემოთი / Linkus syrup for children


შემადგენლობა :
სიროფის ყოველი 10 მლ შედგება ექსტრაქტებისგან :

              კომპონენტი

                   რაოდენობა

მალაბარის თხილი

                     600 მგ

ძირტკბილა

                       75 მგ

წიწაკა გრძელი

                     100 მგ

ია სურნელოვანი

                       25 მგ

უსუპი სამკურნალო

                       50 მგ

ალპინიის სამკურნალო გალანგის ფესვი

                       50 მგ

სუბესტინის ქლიავი ფართოფოთლიანი

                     100 მგ

ალთე სამკურნალო

                     100 მგ

მჟავე ვაშლი

                     100 მგ

ისლი

                     100 მგ


დამხმარე
კომპონენტები:
ალუბლის  გემოთი, ჟოლოს გემოთი.

სახაროზა 7000 მგ, უწყლო ლიმონის მჟავა 20 მგ, გლიცერინი 0,1 მლ, მეთილპარაბენი 10 მგ, პროპილპარაბენი 2 მგ, პროპილენგლიკოლი 0,00167 მლ, პიტნის ზეთი 0,00375 მლ, მიხაკის ზეთი 0,00125 მლ, ალუბლის არომატიზატორი 0,002 მლ, დეიონიზირებული წყალი 10 მლ.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გაციების და ხველების სიმპტომების თავიდან ასაცილებელი პრეპარატები. ამოსახველებელი პრეპარატების კომბინაცია.

კოდი  ATC:  RO5CA10

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლინკასი ახდენს დამარბილებელ და დამამშვიდებელ გავლენას მშრალი და გამაღიზიანებელი ხველების დროს, ათხიერებს ბლანტ ნახველს და ხელს უწყობს მის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან.

ლინკასს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ბრონქოლიტიკური და სპაზმოლიტიკური მოქმედება.
ასუსტებს ინტოქსიკაციის სიმპტომებს. ახდენს ანტიალერგიულ ზემოქმედებას.


მალაბარის თხილი

ამოსახველებელი, ბრონქოლიტიკური, სპაზმოლიტიკური, მუკოლიტიკური, სიცხის დამწევი.

ძირტკბილა

ამოსახველებელი, დასარბილებელი, სპაზმოლიტიკური, ანთების საწინააღმდეგო.

წიწაკა გრძელი

ამოსახველებელი, ხველების საწინააღმდეგო

ია სურნელოვანი

ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი, სიცხის დამწევი.

უსუპი სამკურნალო

ოფლმდენი, ამოსახველებელი, სპაზმოლიტიკური.

ალპინიის სამკურნალო გალანგის ფესვი

ამოსახველებელი, კუჭის, ჰაერმდენი და ბრონქოლიტიკური.

სუბესტინის ქლიავი ფართოფოთლიანი

ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიტიკური.

ალთე სამკურნალო

ბრონქოლიტიკური, ხველების საწინააღმდეგო, ანთებითი პროცესის საწინააღმდეგო, იმუნიტეტის მასტიმულირებელი, ამომფენი.

მჟავე ვაშლი

დამარბილებელი, ამოსახველებელი.

ისლი

სპაზმოლიტიკური, დამარბილებელი, სიცხის დამწევი, მატონიზირებელი.


გამოყენების
ჩვენება:
- ხველება და გაციება
- მშრალი და გამაღიზიანებელი ხველება
- ასთმასთან და ბრონქიტთან დაკავშირებული, ხველება (მწვავე და ქრონიკული)
- ფარინგიტი, ტრაქეიტი და ანგინა

გამოყენების წესი და დოზირება:
დიდებისთვის: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 3-4 ჯერ დღეში

ბავშვებისთვის: 1 ჩაის კოვზი ( 5 მლ) 3-4 ჯერ დღეში

ჩვილებისთვის (6 თვიდან-1 წლამდე) : ნახევარი ჩაის კოვზი (2,5 მლ)  3-4 ჯერ დღეში.

ან ექიმის დანიშნულებით.

მკურნალობის კურსი  - 5-7 დღე.

 

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტებზე.

უკუჩვენებები:
მაღალი ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.

საბავშვო ასაკი 6 თვემდე.
 

განსაკუთრებული მითითებები:
სიროფი შეიცავს სახაროზას რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ექსუდატიური დიათეზის დროს, და აგრეთვე  ჰიპოკალორიული დიეტის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის ერთდროული  მიღება სხვა ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, და აგრეთვე ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ამცირებენ ნახველის წარმოქმნას.

 

სამკურნალო საშუალებების განსაკუთრებული ზემოქმედება სატრანსპორტო  საშუალებების მართვაზე, ან პოტენციურ საშიშ მექანიზმებზე.
არ ახდენს ზეგავლენას.

 

დოზის გადაჭარბება:
არ არის გამოვლენილი

გამოშვების ფორმა:
სიროფი ფლაკონში 90 მლ

შენახვის პირობები:
შეინახეთ არა უმეტეს 25 გრადუს ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი, არ მიიღოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?