Nuk
ლიპოკარდი / LIPOCARD

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ვეგანური კაფსულა №30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

მონაკოლინ K, კოენზიმ Q10, პოტასიუმი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), მცენარეული ექსტრაქტებისა და B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი (ბად)

შემადგენლობა
ლიპოკარდის ერთი ვეგანური კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: 
წითელი საფუარის ბრინჯის ექსტრაქტი 72.5 მგ / მონაკოლინ K 4% 2.9 მგ, კუნელის ექსტრაქტი (ჩრატაეგუს ოხყაცანტჰა L.) – 50 მგ, შავბალახას ექსტრაქტი (Lეონურუს ცარდიაცა) – 25 მგ, ბრაზილიური ჩაის ხის ექსტრაქტი (Iლეხ პარაგუარიენსის A.შტ.- Hილ.) – 25 მგ, უბიქინონი (ჩოQ10) – 10 მგ, პოტასიუმი – 300 მგ, B3 ვიტამინი (ნიკოტინამიდი) – 16 მგ, B5 ვიტამინი (პანტოთენის მჟავა) – 6 მგ, B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 1.4 მგ, B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) – 200 მკგ, B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) – 2.5 მკგ, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 1000 სე (25 მკგ).
დამხმარე ნივთიერებებს:
ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიკონის დიოქსიდი
არ შეიცავს შაქარს, არ შეიცავს გლუტენს

 

მოქმედების მექანიზმი
ლიპოკარდი წარმოადგენს კარდიოპროტექტორული მცენარეული ექსტრაქტების, D3 ვიტამინის, B ჯგუფის ვიტამინების, მონაკოლინ K-ს, პოტასიუმისა და კოენზიმ Q10-ის კომბინაციას, რომელიც მონაწილეობს არტერიული წნევის, ლიპიდური ცვლის რეგულაციაში, ხელს უწყობს გულის ნორმალური რითმის აღდგენასა და შენარჩუნებას, ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას.


წითელი საფუარის ბრინჯის ექსტრაქტიდან ფერმენტირებული მონაკოლინ K – სისხლში ქოლესტერინის დონის მარეგულირებელი ბუნებრივი საშუალება სტატინის მსგავსი მოქმედებით, აინჰიბირებს ფერმენტ HMG-ჩოA რედუქტაზას, და ამცირებს ქოლესტეროლის სინთეზს ღვიძლში, შედეგად მცირდება სისხლში დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა და ტრიგლიცერიდების დონე. ეს ყოველივე კი ხელს უწყობს ლიპიდური სპექტრის მოწესრიგებას, შესაბამისად ათეროსკლეროზისა და სხვა სისხლძარღვოვანი პათოლოგიების (გულის შეტევის, ინფარქტის, ინსულტის) რისკის შემცირებას.


ვიტამინი B3 – მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების უჯრედულ ენერგიად გარდაქმნაში, შესაბამისად, ამარაგებს ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ენერგიით. აქვს ანტიჰიპერლიპიდემიური ეფექტი – ამცირებს ჰიპერქოლესტეროლემიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ნიაცინის დეფიციტი დაკავშირებულია სეროტონინისა და მელატონინის სინთეზის შემცირებასთან, რაც დეპრესიის და უძილობის განვითარების ხშირი მიზეზია.


ვიტამინი B5 – მონაწილეობს კორტიკოსტეროიდული ჰორმონების სინთეზში, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში, აუცილებელია ჩოA-ს სინთეზისთვის. ხელს უწყობს ლიპოლიზის პროცესს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, შესაბამისად ხელს უწყობს წონის კლებას.


ვიტამინი B6 – აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ნეირომედიატორებისა და მიელინის გარსისთვის აუცილებელი ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზში, შედეგად აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. B9 და B12 ვიტამინთან ერთად მონაწილეობს ორგანიზმში ამინომჟავა ჰომოცისტეინის დონის დაქვეითებაში. ჰომოცისტეინის მომატებული დონე კი ორგანიზმში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდას უკავშირდება.


ვიტამინი B9 – მნიშვნელოვანია სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის და ჯანსაღი უჯრედების ზრდა-განვითარებისთვის, გადამწყვეტია ორსულობის ადრეულ პერიოდში ტვინისა და ხერხემლის თანდაყოლილი დეფექტების რისკის შესამცირებლად. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამინომჟავა ჰომოცისტეინის დონის შემცირებაში.


ვიტამინი B12 – მნიშვნელოვანია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასტიმულირებს ნერვული უჯრედების ზრდისა და ფორმირების პროცესს, მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში და აუმჯობესებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას. აფერხებს დემენციის განვითარებასა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას. მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, მიელინის გარსის ფორმირებაში და ამცირებს ნეიროპათიულ ტკივილს.


პოტასიუმი – წარმოადგენს ორგანიზმის სითხეების უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს გულის კუნთის ნორმალურ მუშაობას, ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას, ამცირებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურ მოქმედებას და არ მოქმედებს მათ დადებით ინოტროპულ ეფექტზე. არეგულირებს შიდა უჯრედოვან ოსმოსურ წნევას, აუმჯობესებს კუნთების კუმშვადობას მათი დისტროფიისა და მიასთენიის დროს.


ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) – არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში, ხელს უწყობს ამ ელემენტების საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ასევე ძვლებსა და კბილებში. იგი განაპირობებს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას, ზრდის კუნთების ტონუსს. ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქცია, სისხლის შედედების პროცესი, რეგულირდება ნერვული იმპულსების გატარება. ვიტამინი D3 არეგულირებს იმუნური სისტემის ბალანსირებულ ფუნქციონირებას. ის ასევე აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D3 არის ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სავალდებულო კომპონენტი. 


კუნელის ექსტრაქტი – აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, მონაწილეობს არტერიული წნევისა და გულის რითმის რეგულირებაში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ენდოთელიუმის ფუნქციას, არეგულირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, ამიტომ ფართოდ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საპრევენციოდ და ასევე დამხმარე თერაპიად. Aასევე, კუნელს აქვს საგულე გლიკოზიდების მსგავსი მოქმედება, თუმცა ბევრად უფრო უსაფრთხოა და აქვს უფრო ფართო თერაპიული სპექტრი. დადებიდათ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.


შავბალახას ექსტრაქტი – მონაწილეობს არტერიული წნევის, გულის რითმის რეგულირებაში.Aაქვს სედაციური მოქმედება, ამცირებს შფოთვას, ნევროზულობას. ამცირებს გლუკოზის, ქოლესტერინის დონეს სისხლში, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ახასიათებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტი.


ბრაზილიური ჩაის ექსტრაქტი (იერბა მათე) – აქვს ანტიოქსიდაციური, ანთების საწინააღმდეგო და ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, ამცირებს გულ-სისხლძარვთა დაავადებების განვითარების რისკს.


უბიქინონი (ჩოQ10) – ხასიათდება კარგი ანტიოქსიდაციური თვისებებით, კალიუმთან ერთად იცავს გულს ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დაზიანებისგან, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას და მიოკარდიუმის სისხლმომარაგებას. იგი ავლენს ანტიარითმიულ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. 

 

ჩვენებები:
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, ათეროსკლეროზი, კარდიომიოპათია, ჰიპოქსიური და იშემიური მდგომარეობები, გულის რითმის დარღვევა) პროფილაქტიკა და დამხმარე თერაპია
- ნებისმიერი მიზეზით განპირობებული ჰიპერქოლესტერინემია
- სინთეზური სტატინების აუტანლობა
- სხვადასხვა გენეზის ჰიპოკალემიის პროფილაქტიკა, მათ შორის სხვადასხვა მდგომარეობითა (გულისრევა, დიარეა) და მედიკამენტოზური მკურნალობით (დიურეზული საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები, საგულე გლიკოზიდები) გამოწვეული
- ზოგადი ხასიათის ჩივილები: სწრაფი ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა

 

უკუჩვენებები
- შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- ორსულობა, ლაქტაცია
- 18 წლამდე ასაკი

 

სიფრთხილის ზომები
ქოლესტერინის დონის მარეგულირებელ სხვა პრეპარატებთან და/ან ტრანკვილიზატორებთან ერთად პროდუქტის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.

ლიპოკარდი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება! 

მონაკოლინ K-ის დღიურად მისაღები დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 მგ-ს.

 

მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად, 18 წლის ასაკიდან, 1 კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

 

გვერდითი მოვლენები
იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – იხილეთ შეფუთვაზე.
ინახება დახურულ კონტეინერში, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 0-250ჩ ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გამოშვების ფორმა
ვეგანური კაფსულა №30; 15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი

სად შევიძინოთ?