Plasmon
ლივოლაიტი / Livolayt


შემადგენლობა

ყოველი კაფსულა შეიცავს:
სილიმარინი (სილიბინი) 70 მგ
თიამინის მონონიტრატი ბ.ფ. 5 მგ
რიბოვფლავინი ბ.ფ. 5 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ბ.ფ. 2.5 მგ
ნიაცინამიდი ბ.ფ. 50 მგ
კალციუმის პანთოთენატი ბ.ფ. 7.5 მგ
ვიტამინი B 12 ბ.ფ. 5 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლივოლაიტი ახდენს როგორც თერაპიულ, ასევე პროფილაქტიკურ ჰეპატოპროტექტულ მოქმედებას. მის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს სილიმარინი - მცენარეული წარმოშობის ფლავონოიდებისაგან წარმოებული. ლივოლაიტის მოქმედებას საფუძვლად უდევს სილიმარინისა (ლაქოვანი რასტოროპშას ექსტრაქტი) და B ჯგუფის ვიტამინების ოპტიმალური კომბინაცია.
სილიმარინი – ეს არის მცენარეული წარმოშობის ფლავონოიდების ნახევრად სინთეზური წარმოებული, ჰეპატოტოქსიკური აგენტის ზემოქმედების შემთხვევაში იცავს ღვიძლის უჯრედების მემბრანას და ხელს უშლის მათ დესტრუქციას. აუმჯობესებს უჯრედოვან ცვლას, იზრდება უჯრედების მიტოზური აქტივობა. ასტიმულირებს ცილის ბიოსინთეზის ძირითადი წყაროს რიბოსომული რნმ-ს სინთეზს, რომელიც აუცილებელია ღვიძლში რეპარაციული რეაქციებისათვის. არეგულირებს ცხიმების ცვლას, რის შედეგსაც წარმოადგენს ღვიძლში ცხიმების დაგროვების შემცირება და სისხლში ლიპიდების აღდგენა. სილიმარინი ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას – გააჩნია თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზების უნარი, რომლებიც წარმოიქმნებიან როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს. სილიმარინი ხელს უშლის ჰეპატოციტების კედლებისა და კუპფერის უჯრედების დაზიანებას, თავისუფალი რადიკალური ჯგუფების არსებობა იძლევა ღვიძლის დაზიანების აცილების საშუალებას სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას და ორგანიზმში სხვადასხვა ტოქსინების (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ჰერბიციდები, პესტიციდები, საკვები ტოქსინები) მოხვედრისას.
ლივოლაიტი შეიცავს დამატებით კომპონენტებსაც - B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს.
როგორც ცნობილია, B ჯგუფის ვიტამინები წარმოადგენენ ფერმენტატიული პროცესების კატალიზატორს, მათ შორის ღვიძლში.
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) ასრულებს მნიშვნელოვან როლს ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლების ცვლაში, რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინის ჰიდროქლორიდი) ხელს უწყობს ლიპიდების ცვლის ნორმალიზაციას, ასევე B6 ვიტამინის გარდაქმნას მის აქტიურ ფორმაში პირიდოქსალ 5 ფოსფატი.
ვიტამინი B5 (კალციუმის პანთოთენატი) წარმატებით მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლაში. PP ვიტამინის (ნიაცინამიდი) მიღება იძლევა ღვიძლში ლიპიდების ცვლის უფრო ეფექტურად ნორმალიზების საშუალებას, იწვევს სისხლში ათეროგენური ლიპიდების დონის შემცირებას, აუმჯობესებს ნახშირწყლებისა და აზოტის ცვლას.

ჩვენებები
- ინფექციური, ტოქსიკური, ქრონიკული ჰეპატიტები;
- ღვიძლის ალკოჰოლური და მედიკამენტოზური დაზიანება (ანტიბაქტერიული, ტუბერკოლოზის საწინააღმდეგო, ფსიქოტროპული და სხვ. საშუალებების მიღება);
- ვირუსული ჰეპატიტი;
- ღვიძლის ციროზი;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია (მათ შორის შაქრიანი დიაბეტის დროს);
- ფსორიაზის რეციდივების სიხშირის შემცირება;
- ორსულთა ტოქსიკოზი;
- დისპეფსიის სინდრომი, მადის დაკარგვა;
- ნაღვლის სადინარის ანთება.

მიღების წესები და დოზები
დიდებისთვის – მსუბუქ შემთხვევებში 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ. მძიმე ფორმების შემთხვევაში 2-2 კაფსულა 2-ჯერ.
ბავშვებისთვის – 5-10 მგ/კგ/დღე-ღამეში. 5-6 წლის ბავშვებს 1 კაფსულა დღეში 1 ჭამის შემდეგ. 6-8 წლის ბავშვებს 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი 1-2 თვე. განმეორებითი მკურნალობა 1-3 თვის შემდეგ.

სად შევიძინოთ?