ლიმფავენი / Lymphaveine
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Laboratoire Les 3 Chenes
- მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
- გამოშვების ფორმა: N60 ტაბლეტი
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
2 ტაბლეტის შემადგენლობა |
RI* |
|
ციტრუსის ბიოფლავონოიდები(ექსტრაქტი შეესაბამება 35% ფლავონოიდებს) |
600მგ |
|
გალიუმის აპარინის ექსტრაქტი |
200მგ |
|
ყურძნის წიპწის ოლიგო-პროანთოციანიდები(OPCs) |
75მგ |
|
გინკგოს ექსტრაქტი(გინკგო ბილობა) |
50მგ |
|
რუტინი |
50მგ |
|
ქუერცეტინი |
50მგ |
|
ბრომელაინი(1200GDU/გ) |
20,8მგ |
|
მდოგვის ექსტრაქტი(Raphanus sativus) |
50მგ |
|
ძმერხლის ექსტრაქტი(Ruscus aculeatus) რუსკოგენინი |
30მგ 3მგ |
|
სელენი |
40მგ |
72% |
ბაბუაწვერას ექსტრაქტი(Taraxacum officinalis) |
20მგ |
|
მაგნიუმი |
112,5მგ |
30% |
კალიუმი |
80მგ |
4% |
ვიტამინი C |
80მგ |
100% |
ვიტამინი B6 |
1,4მგ |
100% |
ვიტამინი E |
12მგ |
100% |
მოქმედების მექანიზმები:
ლიმფური ცირკულაცია.
ლიმფური ცირკულაციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს პრეპარატში შემავალი შემდეგი აქტიური კომპონენტები: გალიუმის აპარინი, ბრომელაინი, ბაბუაწვერას ექსტარქტი, ციტრუსის ბიოფლავონოიდები, Mg, K, B6. ისინი ასტიმულირებენ ლიმფურ დრენაჟს, ხელს უწყობენ დამატებითი კოლატერალების გახსნას, უზრუნველყოფენ ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას და აქვთ სუსტად გამოხატული დიურეზული მოქმედება
ვენური ცირკულაცია
ვენური ცირკულაციის გაუმჯობესებას განაპირობებს ყურძნის წიპწის ოლიგო-პროანთოციანიდი, გინკგო ბილობა, რუტინი, ქუერცეტინი, რუსკოგენინი, ციტრუსის ბიოფლავონოიდები. ისინი ზრდიან როგორც ვენურ ცირკულაციას, ასევე ვენის კედლების და სარქველების ელასტიურობას და ხელს უწყობენ ვენური ნაკადის სწორ დინებას.
ანტიაგრეგაციული მოქმედება
ანტიაგრეგაციული მოქმედება ვლინდება რუტინის, ბრომელაინის, გინკგო ბილობას და ვიტამინები- C და E-ს ჩართულობით. ისინი აინჰიბირებენ თრომბოციტების ადჰეზიას, ახანგრძლივებენ პროთრომბინის დროს და ააქტიურებენ პარციალური თრომბოპლასტინის დროს.
ჩვენებები:
ვენური უკმარისობა/შეშუპება
ვარიკოზული დაავადებები
თრომბოფლებიტი
ლიმფოსტაზი, ლიმფორეა, ლიმფადემა, ლიმფანგიტი
კონსტიტუციური ტიპის შეშუპება
მცირე მენჯის ღრუს სტაზი(ოვარიოვარიკოცელე)
სათესლე ჯირკვლების ვარიკოცელე
პრემენსტრუალური სინდრომი
ჰემოროიდული დაავადება
პერიფერიული და ცენტრალური მიკროცირკულაციის გაუმჯობესება
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა/ალერგია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, 14 წლამდე ასაკი, სისხლდენები
განსაკუთრებული მითითებები:
თუ ლიმფავენის პარალელურად ღებულობთ რომელიმე ანტიკოაგულანტს და ჰიპოტენზიურ საშუალებას, პრეპარატის მიღების წინ დაეკითხეთ მკურნალ ექიმს
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა:
მიიღება 2 აბი ერთდროულად დღის პირველ ნახევარში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 30-60 დღე
გამოშვების ფორმა:
მუყაოს ყუთი #4 ბლისტერი, ბლისტერზე #15 ტაბლეტი