რა არის მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი და რისთვის გამოიყენება იგი
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი შეიცავს ორ სხვადასხვა წამალს დასახელებით - სიტაგლიპტინი და მეტფორმინი.
სიტაგლიპტინი მიეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებების კლასს, რომლებსაც უწოდებენ DPP-4 ინჰიბიტორებს (დიპეპტილ პეპტიდაზა-4 ინჰიბიტორებს).
მეტფორმინი მიეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებების კლასს, რომლებსაც უწოდებენ ბიგუანიდებს.
ისინი ერთად მოქმედებენ „შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2“-ის მქონე ზრდასრულ პაციენტებში სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის. ეს პრეპარატი ხელს უწყობს კვების შემდეგ წარმოქმნილი ინსულინის დონის მომატებას და ამცირებს თქვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული შაქრის დონეს.
დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად, ეს პრეპარატი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას. ეს წამალი შეიძლება გამოყენებული იყოს ცალკე ან დიაბეტის სამკურნალო სხვა გარკვეულ წამლებთან ერთად (ინსულინი, სულფონილშარდოვანა ან გლიტაზონები).
რა არის დიაბეტი ტიპი 2 ?
დიაბეტი ტიპი 2 არის მდგომარეობა, რომლის დროს თქვენი სხეული არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ხოლო თქვენი სხეულის მიერ გამომუშავებული ინსულინი არ მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა. თქვენს სხეულს ასევე შეუძლია ჭარბი რაოდენობის შაქრის გამომუშავება. როდესაც ეს ხდება, შაქარი (გლუკოზა) გროვდება სისხლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია.
რა უნდა იცოდეთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღებამდე
არ მიიღოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი
თუ გაქვთ ალერგია სიტაგლიპტინის ან მეტფორმინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი განაყოფი 6);
თუ გაქვთ თირკმლის ძლიერ დაქვეითებული ფუნქცია;
თუ გაქვთ უკონტროლო დიაბეტი, მაგ. მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონაში სწრაფად დაკლება, ლაქტო აციდოზი (იხილეთ „ლაქტოაციდოზის რისკი“ ქვემოთ) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ნივთიერებები სახელწოდებით „კეტონის სხეულები“ გროვდება სისხლში და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრე-კომა. სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, ხშირ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან ამოსუნთქვისას უჩვეულო ხილის სუნს;
თუ გაქვთ მძიმე ინფექცია ან დეჰიდრატაცია;
თუ აპირებთ რენტგენის გადაღებას, რომლის დროსაც შეგიყვანენ საღებავს. თქვენ დაგჭირდებათ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღების შეწყვეტა რენტგენის დროს და რენტგენიდან 2 ან მეტი დღის განმავლობაში, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებენ თქვენი თირკმელები;
თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა ან გაქვთ ცირკულაციასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები, როგორიცაა „შოკი“ ან გაძნელებული სუნთქვა;
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;
თუ ალკოჰოლს ჭარბად ღებულობთ (ყოველ დღე ან პერიოდულად);
თუ ხართ მეძუძური დედა.
არ მიიღოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგანი და გაესაუბრეთ თქვენს ექიმს დიაბეტის მართვის სხვა გზების შესახებ. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებულნი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) შემთხვევების შესახებ მოხსენებული იქნა მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიმღებ პაციენტებში (იხილეთ განაყოფი 4).
თუ გამოგივლინდათ კანზე ბუშტუკები, ეს შეიძლება იყოს დაავადების ნიშნები, რომელსაც ბულოზური პემფიგოიდი ეწოდება. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღების შეწყვეტა.
ლაქტოაციდოზის რისკი
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა სახელად ლაქტოაციდოზი, კერძოდ, როდესაც თქვენი თირკმელი არ ფუნქციონირებს ნორმალურად. ლაქტო აციდოზის განვითარების რისკი ასევე მატულობს უკონტროლო დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, გახანგრძლივებული შიმშილობის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (იხილეთ ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის პრობლემების და ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის დროს, რომლის დროსაც სხეულის ნაწილს მიეწოდება მცირე რაოდენობის ჟანგბადი (როგორიცაა გულის მწვავე მძიმე დაავადება).
თუ ზემოთ აღნიშნულთაგან ნებისმიერი გეხებათ თქვენ, გაესაუბრეთ ექიმს შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.
შეწყვიტეთ მცირე დროით მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება, თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს დეჰიდრატაციასთან (სხეულის სითხეების მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, სიცხე, სიცხეში დიდი ხნით ყოფნა ან თუ სვამთ ნორმაზე ნაკლები რაოდენობის წყალს. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.
შეწყვიტეთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ გამოგივლინდებათ ლაქტოაციდოზის გარკვეული სიმპტომები, ვინაიდან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ლაქტოაციდოზის სიმპტომები მოიცავს:
ღებინებას;
ტკივილს მუცლის არეში (მუცლის ტკივილი);
კუნთების კრუნჩხვას;
ზოგადად თავს გრძნობთ შეუძლოდ, ძლიერი დაღლილობით;
სუნთქვის გაძნელებას;
სხეულის დაქვეითებული ტემპერატურა და გულისცემა.
ლაქტოაციდოზი წარმოადგენს გადაუდებელ შემთხვევას და საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღებამდე:
თუ გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის დაავადება (როგორიცაა პანკრეატიტი);
თუ გაქვთ ან გქონდათ კენჭები ნაღვლის ბუშტში, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან ტრიგლიცერიდების (სიმსუქნის ფორმა) ჭარბი რაოდენობა სისხლში. ამ სამედიცინო მდგომარეობებს შეუძლია გაზარდოს პანკრეატიტის განვითარების რისკი (იხილეთ განაყოფი 4);
თუ გაქვთ დიაბეტი ტიპი 1. ზოგჯერ მას ეძახიან ინსულინ- დამოკიდებულ დიაბეტს;
თუ გაქვთ ან გქონდათ ალერგიული რეაქცია სიტაგლიპტინის, მეტფორმინის ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიმართ (იხილეთ განაყოფი 4);
თუ თქვენ იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს, დიაბეტის სამკურნალო წამლებს, მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსთან ერთად, შეიძლება შეგიმცირდეთ შაქრის დონე (ჰიპოგლიკემია). თქვენს ექიმს შეუძლია შეგიმციროთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.
თუ ჩასატარებელი გაქვთ რადიკალური ოპერაცია, უნდა შეწყვიტოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება პროცედურის დროს და პროცედურიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ როდის უნდა შეაჩეროთ და როდის უნდა განაახლოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსით მკურნალობა.
თუ არ ხართ დარწმუნებულნი, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსით მკურნალობის დროს თქვენი ექიმი შეგიმოწმებთ თირკმლის ფუნქციას მინიმუმ წელიწადში ერთხელ ან უფრო ხშირად, თუ ხართ ხამდაზმული ან /და გაგიუარესდათ თირკმლის ფუნქცია.
ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე მოზარდებმა და ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ეს წამალი. იგი არ არის ეფექტური 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. არ არის ცნობილი არის თუ არა ეს წამალი უსაფრთხო და ეფექტური 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.
სხვა წამლები და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/ სიტაგლიპტინ გრინდექსი
თუ დაგჭირდებათ კონტრასტული საშუალების ინიექცია სისხლში, რომელიც შეიცავს იოდს, მაგალითად, რენტგენის ან სკანირების გამო, უნდა შეწყვიტოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება ინექციამდე ან ინექციის დროს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და როდის უნდა განაახლოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსით მკურნალობა.
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამლები. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის და თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი ანალიზები, ან თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის დოზირების რეგულირება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში:
მედიკამენტები (მიღებული პერორალურად, ინჰალაციით ან ინექციით), რომლებიც გამოიყენება ანთებით მიმდინარე დაავადებების, როგორიცაა ასთმა და ართრიტი, სამკურნალოდ (კორტიკოსტეროიდები);
მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამომუშავებას (დიურეტიკები);
ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (NSAID და COX-2-ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);
გარკვეული მედიკამენტები მაღალი სისხლის წნევის სამკურნალოდ (ACE ინჰიბიტორები და ანგიოტენსინ II რეცეპტორის ანტაგონისტები);
სპეციფიური მედიკამენტები ბრონქული ასთმის სამკურნალოდ (β-სიმპატომიმეტიკები);
იოდიზირებული საკონტრასტო აგენტები ან სპირტის შემცველი მედიკამენტები;
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუჭის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ციმეტიდინი;
რანოლაზინი, სტენოკარდიის სამკურნალო მედიკამენტი;
დოლუტეგრავირი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ;
ვანდეტანიბი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გარკვეული ტიპების სამკურნალოდ (ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო);
დიგოქსინი (არარეგულარულ გულისცემის და გულის სხვა პრობლემების სამკურნალოდ). დიგოქსინის დონე თქვენს სისხლში შეიძლება შესამოწმებელი გახდეს ამ პრეპარატის მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსთან ერთად მიღებისას.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი ალკოჰოლთან ერთად
მოერიდეთ ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღებას მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსით მკურნალობისას, ვინაიდან მან შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი (იხილეთ განაყოფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ხართ მეძუძური დედა, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის შეძენას, ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის დროს ან ძუძუთი კვებისას. იხილეთ განაყოფი 2, არ მიიღოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
ამ მედიკამენტს საერთოდ არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, სიტაგლიპტინის მიღებისას მოხსენებული იყო თავბრუსხვევისა და ძილიანობის შემთხვევების შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ამ მედიკამენტის სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან კომბინაციით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, რამაც შესაძლოა იმოქმედოს თქვენს მიერ ავტომობილის მართვის და მექანიზმების მართვის უნარზე ან მუშაობა უსაფრთხო საყრდენის გარეშე.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი შეიცავს ნატრიუმს
მოცემული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლები რაოდენობის ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ იგი ძირითადად „ნატრიუმის გარეშეა“.
როგორ უნდა მიიღოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებულნი, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მიიღეთ ერთი ტაბლეტი:
დღეში ორჯერ პერორალურად;
საკვებთან ერთად, რათა შეამციროთ კუჭის აშლილობის ალბათობა.
თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენთვის დოზის გაზრდა სისხლში შაქრის კონტროლისთვის.
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.
თქვენ უნდა გააგრძელოთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდირებული დიეტის დაცვა ამ პრეპარატით მკურნალობის დროს და ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ნახშირწყლების მიღება თანაბრად გადანაწილდეს დღის განმავლობაში.
მხოლოდ ეს მედიკამენტი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვევს შაქრის არანორმალურად დაბალ დონეს სისხლში (ჰიპოგლიკემია). როდესაც ეს მედიკამენტი მიღებული იქნება სულფონილშარდოვანას შემცველ პრეპარატებთან ან ინსულინთან ერთად, ამან შეიძლება გამოიწვიოს შაქრის დონის შემცირება სისხლში და ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.
თუ მიიღეთ მეტფორმინიის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ამ მედიკამენტის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. მიდით საავადმყოფოში, თუ გაქვთ ლაქტოაციდოზის სიმპტომები, როგორიცაა სიცივის შეგრძნება ან დისკომფორტი, მწვავე გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, გაურკვეველი კლება წონაში, კუნთების კრუნჩხვები ან გახშირებული სუნთქვა (იხილეთ პარაგრაფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
თუ დაგავიწყდათ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ ეს დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ არ გაგახსენდებათ გამოტოვებული დოზის მიღება შემდეგი დოზის მიღებამდე, მაშინ გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და დაუბრუნდით ჩვეულ გრაფიკს. არ მიიღოთ ამ პრეპარატის ორმაგი დოზა.
თი შეწყვეტთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღებას
განაგრძეთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით, რომ გააგრძელოთ სისხლში შაქრის კონტროლი. არ უნდა შეწყვიტოთ ამ წამლის მიღება ექიმთან გასაუბრების გარეშე. თუ შეწყვეტთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/ სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღებას, შეიძლება კვლავ აგეწიოთ შაქარი სისხლში.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
შეწყვიტეთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნევთ ნებისმიერ სერიოზულ, ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებს:
ძლიერი და მუდმივი ტკივილი მუცლის (კუჭის მიდამოში) არეში, რომელიც შეიძლება გადავიდეს ზურგში, გულისრევასა და ღებინებასთან ერთად ან მათ გარეშე, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების ნიშნები (პანკრეატიტი).
მეტფორმინის ჰიდროქლორიდ/სიტაგლიპტინ გრინდექსს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 ადამიანიდან 1-ში) მაგრამ უაღრესად სერიოზული გვერდითი მოვლენა სახელად ლაქტოაციდოზი (ნახეთ განაყოფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). თუ ეს მოხდება, უნდა შეწყვიტოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, ვინაიდან ლაქტოაციდოზს შეუძლია გამოიწვიოს კომა.
თუ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია (სიხშირე უცნობია), გამონაყარის, ჭინჭრის ციების, კანზე წყლულების/ კანის აქერცვლის და სახის, ტუჩების და ყელის გასიების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, შეწყვიტეთ ამ წამლის მიღება და დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს. თქვენს ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ წამალი ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ და სხვა მედიკამენტი თქვენი დიაბეტისთვის.
ზოგ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინს, სიტაგლიპტინის მიღების დაწყების შემდეგ განუვითარდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში): შაქრის დაბალი დონე სისხლში, გულისრევა, სისუსტე, ღებინება.
არახშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1-ში): მუცლის ტკივილი, დიარეა, კუჭის შეკრულობა, ძილიანობა.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა დიარეა, გულისრევა, სისუსტე, კუჭის შეკრულობა, მუცლის ტკივილი ან ღებინება სიტაგლიპტინის და მეტფორმინის ერთად, კომბინაციაში (ჩვეულებრივი სიხშირით) მიღების დაწყებისას.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდათ შემდეგი გვერდითი ეფექტები ამ პრეპარატის სულფონილშარდოვანასთან, როგორიცაა გლიმეპირიდი, ერთად მიღებისას:
ძალიან ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში): სისხლში დაბალი შაქრის დონე.
ხშირად: კუჭის შეკრულობა.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები ამ პრეპარატის პიოგლიტაზონთან კომბინაციაში მიღებისას:
ხშირი: ხელების ან ფეხების შეშუპება.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები ამ პრეპარატის ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას:
ძალიან ხშირად: სისხლში შაქრის დაბალი დონე.
არახშირად: სიმშრალე პირის ღრუში, თავის ტკივილი.
კლინიკური კვლევების დროს ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები მხოლოდ სიტაგლიპტინის (მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსში შემავალი ერთ-ერთი მედიკამენტი) მიღებისას ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის რეგისტრაციის შემდეგ მიღებისას ცალკე ან დიაბეტის სამკურნალოდ განკუთვნილ სხვა მედიკამენტებთან ერთად:
ხშირი: სისხლში შაქრის დაბალი დონე, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, გაჭედილი ან სველი ცხვირი და ყელის ტკივილი, ოსტეოართრიტი, მხარის ან ფეხის ტკივილი.
არახშირად: თავბრუსხვევა, კუჭის შეკრულობა, ქავილი
იშვიათი: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
სიხშირე უცნობია: პრობლემები თირკმელებთან (რომელიც ზოგჯერ საჭიროებს დიალიზს), ღებინება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, ბულოზური პემფიგოიდი (კანის ბუშტუკების ტიპი).
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები მხოლოდ მეტფორმინის მიღებისას:
ძალიან ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც იწყებთ მეტფორმინის მიღებას და ჩვეულებრივ გაქრება.
ხშირი: მეტალის გემო პირში.
ძალიან იშვიათი: B12 ვიტამინის დონის დაქვეითება, ჰეპატიტი (ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემა), ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე (გამონაყარი) ან ქავილი.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გაგიჩნდებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ ვებგვერდზე www.ravimiamet.ee. გვერდითი მოვლენების მოხსენებით გვეხმარებით მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ უნდა შეინახოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/ სიტაგლიპტინ გრინდექსი
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
ეს პროდუქტი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე EXP გვერდით მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ ნებისმიერი წამალი გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/ სიტაგლიპტინ გრინდექსი
აქტიური სუბსტანციებია სიტაგლიპტინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/ სიტაგლიპტინ გრინდექსი 850მგ/50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები:
ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს, რომელიც არის 50 მგ სიტაგლიპტინის და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/ სიტაგლიპტინ გრინდექსი 1000მგ/50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები:
ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს, რომელიც არის 50 მგ სიტაგლიპტინის და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მიკროკრისტალინის ცელულოზა, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
ტაბლეტის აპკის საფარი
50 მგ/850 მგ ტაბლეტები
მაკროგოლის პოლი (ვინილის სპირტი) გაჯერებული კოპოლიმერი (E1209)
ტალკი (E553b)
ტიტანის დიოქსიდი (E171)
გლიცეროლის მონოკაპრილოკაპრატი (E471)
პოლი(ვინილის სპირტი) (E1203)
ყვითელი რკინის ოქსიდი (E172)
წითელი რკინის ოქსიდი (E172)
50 მგ/1000 მგ ტაბლეტები
მაკროგოლის პოლი (ვინილის სპირტი) გაჯერებული კოპოლიმერი (E1209)
ტალკი (E553b)
ტიტანის დიოქსიდი (E171)
გლიცეროლის მონოკაპრილოკაპრატი (E471)
პოლი (ვინილის სპირტი) (E1203)
წითელი რკინის ოქსიდი (E172)
ყვითელი რკინის ოქსიდი (E172)
შავი რკინის ოქსიდი (E172)
როგორ გამოიყურება მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/ სიტაგლიპტინ გრინდექსი და შეფუთვის შიგთავსი
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის 850 მგ/50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები: ფორთოხლისფერი, ოვალური, ორმაგ-ამობურცული, აპკით დაფარული ტაბლეტები, მონიშნული “SM85” ერთ მხარეს. ტაბლეტის ზომაა დაახლოებით 20 მმ x 6.7 მმ.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის 1000 მგ/50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები: ყავისფერი, ოვალური, ორმაგ-ამობურცული, აპკით დაფარული ტაბლეტები, მონიშნული “SM100” ერთ მხარეს. ტაბლეტის ზომაა დაახლოებით 21 მმ x 7.2 მმ.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი ხელმისაწვდომია ბლისტერის შეფუთვებში, რომლებიც შეიცავენ 28, 56, 98 აპკით დაფარულ ტაბლეტებს ან მულტი-შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 196 (2 შეფუთვას 98 ცალი ტაბლეტით) აპკით დაფარულ ტაბლეტს.
ბაზარზე შეიძლება გამოტანილი არ იყოს შეფუთვის ყველა ზომა.