მკურნალობს ბაქტერიულ ვაგინოზს (BV)
ამცირებს სუნს და გამონადენს;
აქვს პირდაპირი დამამშვიდებელი ეფექტი;
ანორმალიზებს ვაგინალურ pH-ს და ფლორას;
ბუნებრივი პროდუქტია.
ჩვენება
ქალებს აწუხებთ ბაქტერიულ ვაგინოზთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომები.
მულტი-ჯინ აქტიგელი ძალზე ეფექტურია ბაქტერიული ვაგინოზის და მასთან დაკავშირებული სიმპტომების, როგორიცაა თხელი ნაცრისფერი გამონადენი, თევზის სუნი, ქავილი, გაღიზიანება, მგრძნობელობა, სიწითლე და ტკივილი, ასალაგებლად.
ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციისთვის.
როგორ მუშაობს მულტი-ჯინ აქტიგელი
მულტი-ჯინ აქტიგელი დაფუძნებულია დაპატენტებულ 2QR-კომპლექსზე. ამ ბუნებრივი,
მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტს აქვს უნიკალური უნარი მგრნობიარე საშოს ლორწოვანი დაიცვას მავნე ბაქტერიებისგან უსაფრთხო და ბუნებრივი გზით. მულტი-ჯინ აქტიგელი ასევე მხარს უჭერს ბუნებრივ სამკურნალო პროცესს. ის პირდაპირ აღადგენს ვაგინალურ ოპტიმალურ მჟავიანობას (pH-მნიშვნელობა). ეს ოდნავ მჟავე გარემო მხარს უჭერს თქვენი კარგი ბაქტერიების (ლაქტობაცილების) განვითარებას და ვაგინალური ფლორის დაბალანსებას.
ეს არის დელიკატური და უაღრესად ეფექტური მკურნალობა საზიანო გვერდითი ეფექტების გარეშე.
გამოყენების ინსტრუქცია
ბაქტერიული ვაგინოზის (BV) სამკურნალოდ გამოიყენეთ გარკვეული რაოდენობით
მულტი-ჯინ აქტიგელი საშოში, სულ მცირე დღეში ორჯერ, მინიმუმ 5 დღე. გირჩევთ აპლიკაციის გამოყენებას ძილის წინ.
ვაგინალური დისკომფორტის დროს, როგორიცაა ქავილი და გაღიზიანება, წაისვით საკმარისი რაოდენობით მულტი-ჯინ აქტიგელი დღეში ერთხელ მაინც ან რამდენჯერაც
დაგჭირდებათ.
მულტი-ჯინ აქტიგელი არ უნდა იქნას გამოყენებული ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს საშუალებას აძლევს ვაგინალურ ფლორას მოწესრიგდეს მხარდაჭერის გარეშე.
თუ თქვენი ჩივილები გრძელდება ან განმეორდება, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ
თუ თქვენ იგრძნობთ წვის ან/და ჩხვლეტის შეგრძნებას მულტი-ჯინ აქტიგელის გამოყენების შემდეგ - არ ინერვიულოთ, ეს ნორმალურია და სწრაფად გაივლის.
მულტი-ჯინ აქტიგელი დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე
მულტი-ჯინ აქტიგელი არ შეიცავს ჰორმონებს, ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს ან სუნის მიმცემ დანამატებს.
ძირითადი კომპონენტები
გალაქტოარაბინანის პოლიგლუკურონის მჟავას კროსპოლიმერი*, ქსანთანის ფისი,
გლიცერინი, კაპრილილ გლიკოლი.
*2QR-კომპლექსი: დაპატენტებული ინგრედიენტი მიღებულია ალოე ბარბადენსისგან.
ინფორმაცია ალერგიის შესახებ
ალერგია მულტი-ჯინ აქტიგელის კომპონენტებზე ძალიან იშვიათია. თუ ეჭვი გაქვთ, დატესტეთ მცირე რაოდენობა მკლავის შიდა ზედაპირზე. თუ ქავილი, წითელი ლაქა ან გამონაყარი გაჩნდება, გთხოვთ, თავი შეიკავოთ მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის გამოყენებისგან.
გვერდითი მოვლენები
მულტი-ჯინ აქტიგელს აქვს ოპტიმალური მჟავიანობა (დაბალი pH) საშოსთვის და შეიძლება შეამციროს სპერმის აქტივობა, რომელიც არის ტუტე (მაღალი pH). ამიტომ გირჩევთ არ გამოიყენოთ მულტი-ჯინ აქტიგელი ოვულაციის პერიოდში, თუ გეგმავთ ორსულობას. სხვა გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან
არ არის ცნობილი მულტი-ჯინ აქტიგელის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის ცნობილი უკუჩვენებები მულტი-ჯინ აქტიგელის გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. განიხილეთ გამოყენების შესაძლებლიბა თქვენს ექიმთან.
გამოიყენება პრეზერვატივთან და პესართან
მულტი-ჯინ აქტიგელის ეფექტი პესარზე და პრეზერვატივზე არის უცნობი.
შენახვის პირობები
შეინახეთ მულტი-ჯინ აქტიგელი 10ºC-დან 25ºC-მდე ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურა). შეინახეთ მულტი-ჯინ აქტიგელი ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მულტი-ჯინ აქტიგელი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მულტი-ჯინ აქტიგელის გარეგანი და საშოსშიდა გამოყენება
გარე აპლიკაცია
გარე ინტიმური ზონის (ვულვის) დისკომფორტის დროს შეგიძლიათ დაიტანოთ მულტი-ჯინ აქტიგელი თითით. ყოველთვის დაიბანეთ ხელები გამოყენების წინ.
მოხსენით მილს თავსახური. გამოიყენეთ თავსახურის უკანა ნაწილი დალუქული ტუბის გასახვრელად პირველი გამოყენების დროს.
აიღეთ ტუბი ერთ ხელში და მიიტანეთ მეორე ხელის საჩვენებელი თითი ტუბის მილთან ახლოს, როგორც ნაჩვენებია სურათი. გამოწურეთ ტუბი მანამ, სანამ არ გექნებათ საკმარისი რაოდენობა საჩვენებელ თითზე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
მოცულობა საჩვენებელ თითზე უნდა იყოს მინიმუმ თითის წვერის ოდენობის (დაახლოებით 2 მლ).
წაისვით გელი გარეზე ინტიმური არეზე.
შიდა აპლიკაცია
კოლოფში მოთავსებული სპეციალური აპლიკატორი განკუთვნილია გელის საშოში გამოყენებისთვის. აპლიკატორი უნდა დამაგრდეს ტუბის ხრახნიან ბოლოზე. გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ აპლიკატორი მილზე, გარეცხოთ თბილი წყლით და შემდეგ მოარგოთ თავსახური აპლიკატორს. ასევე შეგიძლიათ გელი თითით დაიტანოთ საშოში აპლიკატორის ნაცვლად. დაიბანეთ ხელები და წაისვით თითისწვერის ოდენობის გელი და შეიტანეთ საშოში.
მოხსენით მილს თავსახური. გამოიყენეთ თავსახურის უკანა ნაწილი დალუქული ტუბის გასახვრელად პირველი გამოყენების დროს;
მიამაგრეთ სპეციალური აპლიკატორი, რომელიც ყუთშია მოთავსებული;
მოხსენით პატარა თავსახური აპლიკატორს;
აიღეთ ტუბი ერთ ხელში და ნაზად გამოწურეთ, სანამ გელს დაინახავთ აპლიკატორის წვერზე. ამის შემდეგ თქვენ იცით, რომ აპლიკატორი სავსეა გელით და მზად არის გამოსაყენებლად. შეაფასეთ, ნახეთ რამდენი გამოდის გელი გარეთ ნაზი დაჭერით; გჭირდებათ თითის წვერზე დასადები ოდენობა (დაახლოებით 2 მლ).
შეიტანეთ აპლიკატორი საშოში, როგორც ნაჩვენებია სურათზე;
ნაზად გამოწურეთ მილი. გჭირდებათ მინიმუმ თითისწვერის ოდენობა. საზიანო არ იქნება, თუ უფრო მეტი აღმოჩნდება.
გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ აპლიკატორი მილზე და გარეცხოთ თბილი წყალით;
მოარგეთ პატარა თავსახური უკან აპლიკატორს.
ზოგადი ინფორმაცია
ჯანსაღი ვაგინა მასპინძლობს სხვადასხვა ბაქტერიების ბალანსს - ვაგინალურს ფლორას. როდესაც საშოს ბუნებრივი გარემო ან pH დარღვეულია მავნე ბაქტერიები და მიკრობები შეიძლება განვითარდეს. ბაქტერიული ვაგინოზი (BV) და კანდიდოზები, მათთან დაკავშირებული სიმპტომები ძალიან ხშირია და დისკომფორტმა შეიძლება ცხოვრების ხარისხი გააუარესოს. მნიშვნელოვანია ინფექციების მკურნალობა რაც შეიძლება მალე, თუმცა შეიძლება რთული იყოს თქვენი სიმპტომების იდენტიფიცირება. ბაქტერიული ვაგინოზის და კანდიდოზის სიმპტომები და ჩივილები განსხვავებულია. ეფექტური მკურნალობა იწყება პრობლემის ამოცნობით. ინფორმაცია ქვემოთ განმარტავს რა არის BV და კანდიდოზი და როგორია სიმპტომებს შორის განსხვავება.
ბაქტერიული ვაგინოზი
რა არის ბაქტერიული ვაგინოზი (BV)?
ბაქტერიული ვაგინოზი გამოწვეულია რამდენიმე მავნე ბაქტერიით, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება საშოში, ერთ-ერთის გადაჭარბებული ზრდის შედეგად. ჩვეულებრივ, "კარგი" ბაქტერიები (ლაქტობაცილები) აღემატება "ცუდ" ბაქტერიებს. მაგრამ თუ ძალიან ბევრი ცუდი ბაქტერიაა, ისინი არღვევენ მიკროორგანიზმების ბუნებრივ ბალანსს საშოში და იწვევენ ბაქტერიული ვაგინოზს.
როგორ გავიგო, რომ მაქვს BV?
შეიძლება შეამჩნიოთ ცვლილება თქვენს ვაგინალურ გამონადენში. შეიძლება იყოს თხელი,
წყლიანი და გამჭვირვალე ან ნაცრისფერი ფერის და ჩვეულებრივზე მეტი. თუ თქვენ გაქვთ BV, თქვენს გამონადენს სავარაუდოდ ექნება თევზის, უსიამოვნო სუნი, განსაკუთრებით დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ. შეიძლება გაწუხებდეთ ვაგინალური დისკომფორტი, როგორიცაა ქავილი, გაღიზიანება, მგრძნობელობა, სიწითლე და მტკივნეულობა. ამ დროს ვაგინალური მჟავიანობა ყოველთვის დარღვეულია- უფრო ტუტესკენაა გადახრილი, pH 5-ზე მეტი. ზოგიერთ ქალს არ აქვს მკვეთრი სიმპტომები, რაც ართულებს ბაქტერიული ვაგინოზის გამოვლენას.
სჭირდება თუ არა მას მკურნალობა?
BV არ არის საშიში ვაგინალური ინფექცია. თუმცა, ის ძალიან შემაწუხებელია და შეიძლება ნამდვილად იმოქმედოს თქვენი ცხოვრების ხარისხზე, ამიტომ ნაჩვენებია მკურნალობა. მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისთვის. განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან.
კანდიდოზი
რა არის ვაგინალური კანდიდოზური ინფექცია?
ვაგინალური კანდიდოზი არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს გაღიზიანებას,
გამონადენს და საშოსა და ვულვის ქსოვილების ინტენსიურს ქავილს.
როგორ გავიგო, რომ კანდიდოზი მაქვს?
ხშირია უსუნო, თეთრი, სქელი, ხაჭოსებრი ტექსტურის გამონადენი. თქვენ ასევე შეიძლება განიცადოთ სხვა სახის ვაგინალური დისკომფორტი, როგორიცა ქავილი, გაღიზიანება, მგრძნობელობა, სიწითლე და ტკივილი.
ჭირდება თუ არა მას მკურნალობა?
კანდიდოზი არ არის საშიში ვაგინალური ინფექცია. თუმცა, ის ძალიან შემაწუხებელია
და შეიძლება ნამდვილად იმოქმედოს თქვენი ცხოვრების ხარისხზე, ამიტომ ნაჩვენებია მკურნალობა.