შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ეპიგალოკატეხინის 3-გალატი 61,75 მგ
ეპიკატეხინის გალატი 16,25 მგ
ეპიგალოკატეხინი 13 მგ
ეპიკატეხინი 9,75 მგ
გალოკატეხინის გალატი 9,1 მგ
ინდოლ-3-კარბინოლი 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ფოსფატი E341, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, ცელულოზას ფისი E468, ცელულოზა E460, ტალკი E553b, სილიციუმის დიოქსიდი E551
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არაჰორმონალური პრეპარატი, განკუთვნილი ესტროგენების ბალანსის ნორმალიზებისთვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფამრაკოდინამიკა:
ამ დროისთვის გამოყოფილია 40-ზე მეტი ბუნებრივი შენაერთი, რომლებიც აბლოკირებენ ჰიპერ- და ნეოპლაზური პროცესების განვითარებას ადამიანის ორგანიზმში. მათგან მეტნაკლებად ცნობილია ინდოლ-3-კარბინოლი (I3C) და ეპიგალოკატეხინ-3-გალატი (EGCG), რომლებიც წარმოადგენენ მიომექსის აქტიურ კომპონენტებს. ერთად აბლოკირებენ პათოლოგიურ პროლიფერაციას და სიმსივნურ ნეოანგიოგენეზს, ააქტიურებენ სიმსივნური უჯრედების აპოპტოზს, ასევე გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. პრეპარატი მიომექსი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტივირუსულ საშუალებას, რომელიც ეფექტურია ქალის რეპროდუქციული სისტემის ეპითელური წარმოშობის ყველა სახეობის სიმსივნის და დაავადების მიმართ, რომლებიც ასოცირდება ადამიანის პაპილომა ვირუსთან. ასევე გააჩნია დადებითი მოქმედება ნებისმიერი ფუნქციური დარღვევებისას, რაც განპირობებულია ჰიპერესტროგენემიით (ქალის სასქესო ჰორმონის მომატებული შემცველობით), როგორიცაა: პრემენსტრუალური სინდრომი; ენდომეტრიოზი; საშვილოსნოს მიომა და სარძევე ჯირკვლის ჰიპერპლაზია.
პრეპარატის მოქმედების ძირითადი მექანიზმი მდგომარეობს მის გამოხატულ ანტიესტროგენულ მოქმედებაში.
ეპიგალოკატეხინ-3-გალატი იწვევს ფაგოციტოზის სტიმულირებას, გავლენას ახდენა მის სრულყოფაში, ზრდის ფაგოციტების რაოდენობას. მოცემულ ნივთიერებას აქვს ანგიოსტატური მოქმედება, რის ხარჯზეც ჩერდება სისხლძარღვების ზრდის განვითარება. მიომატოზურ კვანძებში შეინიშნება სისხლძარღვების ზრდის ინჰიბირება. ამით იზღუდება სიმსივნის ზრდა. ხდება ენდომეტრიული უჯრედების ინვაზიური აქტივობის ინჰიბირება. ეპიგალოკატეხინ-3-გალატს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ცოგ-2-ზე, პროსტაგლანდინებზე გავლენის ხარჯზე. ინდოლ-3-კარბინოლი იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსის სრულ მოცილებას ორგანიზმიდან და წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებას. აბლოკირებს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის შეცვლილი უჯრედების დაყოფას (ვირუს-ინფიცირებული) და იწვევს მათ მიზანმიმართულ სიკვდილს, ორგანიზმის ჯანმრთელი უჯრედების დაზიანების გარეშე. ამით უზრუნველყოფს პაპილომა ვირუსის ადამიანის ორგანიზმიდან სრულ გაქრობას.
პრეპარატი მიომექსი
- არეგულირებს ქალის სასქესო ჰორმონის ესტრადიოლის მეტაბოლიზმს და აინჰიბირებს 16-ჰიდროქსიესტრონის სინთეზს, რომელსაც გააჩნია გამოხატული კანცეროგენული თვისება;
- აინჰიბირებს ესტროგენული რეცეპტორების წარმოქმნას, რითაც ამცირებს მათ რაოდენობას სამიზნე ორგანოებზე;
- თრგუნავს ესტროგენ-დამოკიდებული და ესტროგენ-არადამოკიდებული ქალის რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების ზრდას.
- აბლოკირებს E7 ონკოცილის სინთეზს ეპითელიალურ უჯრედებში, რომლებიც დაინფიცირებულია ადამიანის პაპილომა ვირუსით და ამგვარად აჩერებს მალიგნიზაციის პროცესებს;
- აინდუცირებს სიმსივნური უჯრედების შერჩევით აპოპტოზს;
- ანეიტრალებს ზრდის ფაქტორებს, რომლებიც ასტიმულირებენ სარძევე ჯირკვლების სიმსივნეების განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა:
არ არსებობს მონაცემები ფარმაკოკინეტიკის შესახებ.
გამოყენების ჩვენებები:
- დამხამრე საშუალების სახით მკურნალობისას პაციენტებში ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა მასტოპათია, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების დისპლაზია და კიბო, საშვილოსნოს ფიბრომიომა, მიომა და ენდომეტრიოზი, საკვერცხეების კისტები, მახვილწვეტიანი კონდილომები, ქალის სასქესო სისტემის ორგანოების პაპილომატოზი, ემდომეტრიოზი, პრემენსტრუალური სინდრომი.
უკუჩვენებები:
- პრეპარატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა
- პირები, რომლებიც იღებენ პრეპარატს, რომლებიც ამცირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
მიღების წესი და დოზები:
მიიღება შიგნით.
ქალებში 2 ტაბლეტი ჭამის დროს დღეში ორჯერ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს მიომა და ენდომეტრიოზი: 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 6 თვე.
ადამიანის პაპილომა ვირუსი: 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 3 თვე.
მასტოპათია: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგძლივობა 3 თვე.
პრემენსტრუალური სინდრომი: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 3 თვე.
გვერდითი მოქმედება:
როგორც წესი პრეპარატი კარგად გადაიტანება, არ გააჩნია თერაპიულ დოზებში გვერდითი ეფექტები.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზირება:
მიომექსის ჭარბი დოზირებები არ დაფიქსირებულა. თეორიულად ჭარბი დოზირებისას იზრდება ალერგიის, დისპეფსიის განვითარების რისკი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :
პრეპარატის აქტიური კომპონენტების სხვა პრეპარატებთან არასასურველი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა. სორბირებადი მოქმედების პრეპარატების მიღებამ შეიძლება შეამციროს აქტიური ნიბვთიერებების შეწოვა. პრეპარატის შეწოვაზე შეიძლება იმოქმედოს ანტაციდებმა.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
მიღების წინ გაიარეთ ექიმთა კონსულტაცია.
გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი შიგნით მისაღებად თითოეულ ბლისტერზე.
6 ბლისტერი, გამოყენების ისნტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ.