შემდგენლობა:
აპკით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: 550 მგ ნაპროქსენის ნატრიუმის მარილს
დამხმარე ნივთიერებებს: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, გარსი: (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი, ინდიგოტინი (E 132).
აღწერილობა
ოვალური, ორმხრივამობურცული ტაბლეტები დაფარული ლურჯი ფერის აპკით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნალგეზინ ფორტეს გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი მოქმედება, რაც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკადით, იგი განეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს. ნალგეზინ ფორტეს ტაბლეტები კარგად იხსნება, უცებ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და უზრუნველყოფენ სწრაფ ანალგეზიური ეფექტს (30-60 წუთის შემდეგ).
გამოყენების ჩვენებები
ნალგეზინი გამოიყენება უპირატესად ტკივილის გასაყუჩებლად.
მისი დანიშვნა შეიძლება:
• პოსტტრავმული ტკივილისას (დაჭიმვა, დაბეჟვა),
• პოსტოპერაციული ტკივილები (ტრავმატოლოგიაში, ორთოპედიაში, გუნეკოლოგიაში, ყბა-სახის ქირურგიაში),
• გინეკოლოგიური ტკივილებისას (მენსტრუაციის დროს ტკივილის სინდრომისას, ინსტავაგინალური მანიპულაციების შემდეგ ტკივილისას და სხვა ტიპის ტკივილებისას),
• თავის და კბილის ტკივილისას,
• შაკიკისას,
• ზურგის ტკივილისას,
• სახსარშიდა რევმატოიდული დაავადებებისას.
ინფექციური დაავადებების დროს პრეპერატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით დამატებითი თერპიის სახით ტკივილის შესამცირებლად, ანთების და სხეულის მომატებული ტემპერატურის შესამცირებლად.
ნალგეზინ ფორტე შეიძლება გამოყენებულ იქნეს რევმატიული დაავადებებისას (რევმატოიდული ართრიტისას, იუვენილური ართრიტისას, ოსტეოართრიტისას, მაანკილოზირებელი სპონდილიტისას, პოდაგრისას), ვინაიდან მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება.
უკუჩვენებები
ნალგეზინის მიღება არ არის რეკომენდირებული იმ შემთხვევაში, რომდესაც პაცინეტს ადრე აღენიშნებოდა ალერგია ნაპროქსენის ან ნატრიუმის ნაპროქსენის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშიალებების მიმართ, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰეპატიტის, თირკმლის ფუნქციის მოშლის, კუჭის და ნაწლავის წყლულის დროს და ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს.
ნალგეზინი არ უნდა გამოვიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები
არ შეიძლება ინსრუქციაში მითითებული დოზის გადაჭარბება.
აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში როგორც ტკივილგამოაყუჩებელი საშუალება და 3 დღეზე მეტ ხანს როგორც სიცხის დამწევი საშუალება.
თუკი ტკივილი და ცხელება გრძელდება ან ძლიერდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. პაციენტები ბრინქული ასთმით, სისხლის შედედების დარღვევით და სხვა ანალგეტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით ნალგეზინ ფორტეს მიღების წინ უნდა გაეწიოთ ექიმის რეკომენდაცია.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნალგეზინ ფორტე არ მიიღება სხვა ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან ერთად.
550 მგ-იანი ნალგეზინ ფორტეს თითოეული ტაბლეტი შიცავს 50 მგ ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია ნატრიუმის შეზღუდულად გამოყენების დროს.
დამატებითი ინფორმაცია: ეს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ კონკრეტული პაციენტისატვის და მისი გადაცემა სხვებისთვის დაუშვებელია. იგი შეიძლება საშიში არმოთნდეს მისთვის, ვისაც აქვს იგივე სიმპტომები.
ორსულობა და ლაქტაცია
ნალგეზინ ფორტეს მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
გავლენა ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე
ნაპროქსენის გავლენის შესახებ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ურთერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ჰედანტონების, ანტიკოაგულანტების და სხვა მედიკამენტების ერთდროული მიღება ნალგეზინთან და ასევე იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც მნიშვნელოვნად უკავშირდებიან პლაზმის ცილებს, აუცილებელია ამ პრეპარატების მოქმედების პოტენცირებაზე და ჭარბ დოზირებაზე თვალყურის დევნება. დაუდგენელია ურთიერთკავშირი ნალგეზინს და ვარფარინის ან ტოლბუტამიდს შორის, თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, ვინაიდან ადრე არსებობდა ურთიერთქმედება ამ კლასის არასტეროიდულ ნაერთებთან.
პრეპარატი ნალგეზინი შეიძლება ამცირებდეს პროპრანოლოლის და სხვა ბეტა-ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას, ასევე შეიძლება გაიზარდოს თირკმლის უკამრისობის განვითარების რისკი, რომელიც გამოწვეულია აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებით. ნაპროქსენის მოქმედების ქვეშ ხდება ფუროსემიდის ნატრიურეზული მოქმედების ინჰიბირება. ლითიუმის თირკმლის კლირენსის ინჰიბირება იწვევს ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდას სისხლის პლაზმაში. პრობენეციდის მიღება ზრდის ნაპროქსენის დონეს პლაზმაში.
ანტაციდური პრეპარატები, რომლენიც შეიცავენ მაგნიუმს და ალუმინს, ამცირებენ ნაპროქსენის აბსორბციას.
თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციური ტესტების ჩატარებამდე 48 საათით ადრე აუცილებელია ნაპროქსენის მიღების შეწყვეტა, ვინაიდან შეიძლება მოხდეს შედეგებზე გავლენა. ანალოგიურიად, ნაპროქსენმა შეიძლება იმოქმედოს 5-ჰიდროქსიინდოლძმარმჟავის განსაზღვრაზე შარდში.
აუცილებელია მკურნალი ექიმის ინფორმირება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აწუხებს სხვა დაავადებები ან ალერგია, ან თუ იღებს რაიმე სხვა პრეპარატებს (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატები).
გამოყენების მეტოდი და დოზები
აუცილებელია ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვა. არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა და დოზირების შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
საჭიროა ექიმისგან ინფორმაციის მიღება მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
პრეპარატის მიღების მიახლოებითი სქემა:
ჩვეული დღიური დოზა, რომელიც გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად, შეადგენს 1-2 ტაბლეტს (550-1100 მგ-ს).
ძალიან ძლიერი ტკივილებისას ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 3 ტაბლეტამდე (1650 მგ), მაგრამ არა უმეტეს 2 კვირისა.
პრეპარატის გამოყენებისას როგორც სიცხის დამწევის საშუალება, საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს (550 მგ), შემდეგ მიიღება 1/2 ტაბლეტი (275 მგ) ყოველი 6-8 საათში.
შაკიკის შეტევის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია 1 ტაბლეტი (550 მგ) ორჯერ დღეში. თუმცა მკურნალობის შეწყვეტა უნდა შეწყდეს, თუკი შაკიკის შეტევების სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა არ მცირდება 4-6 კვირის განმავლობაში. შაკიკის შეტევის პირველივე ნიშნებისას აუცილებელია მიიღოთ 1½ ტაბლეტი (825 მგ), ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კიდევ ½ - 1 ტაბლეტი (275-550 მგ) 30 წუთის შემდეგ.
მენსტრუალური ტკივილის, სპაზმის, ინტრავაგინალური მანიპულაციების შემდეგ ტკივილების და გინეკოლოგიური ტკივილების შესამსუბუქებლად რეკომენდირებულია საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (550 მგ), შემდეგ ½ ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 8 საათში ერთხელ.
პოდაგრის მწვავე შეტევის დროს საწყისი დოზა შეადგენს 1½ ტაბლეტს (825 მგ), შემდეგ 1 ტაბლეტს (550 მგ) 8 საათის შემდეგ, ხოლო შემდეგ ½ ტაბლეტს (275 მგ) ყოველ 8 საათში ერთხელ შეტევის უკუგანვითარებამდე.
რევმატოიდული დაავადებებისას (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და მაანკილოზირებელი სპონდილიტი) ჩვეული დოზა შეადგენს ½- დან 1 ტაბლეტამდე (275-550 მგ) ორჯერი დღეში - დილას და საღამოს.
საწყისი დღიური დოზა, რომელიც 3 ტაბლეტს შეიცავს (1650 მგ) რეკომენდირებულია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გამოხატული ტკივილები ღამით ან /და დილის შებოჭილობა, ასევე სხვა პრეპარატიდან ნაპროქსენის პრეპარატზე გადასვლისას და სიმპტომებს შორის წამყვანი ტკივილის სიმპტომის არსებობისას.
დილის და საღამოს დოზები შეიძლება განსხვავებული იყოს. მკურნალი ექიმის თანხმობით თქვენ შეგიძლიათ შEცვალოთ დოზა სიმპტომების გამოხატულების სიმძაფრის შესაბამისად.
მიიღეთ ნალგეზინ ფორტეს ტაბლეტები ერთსა და იმავე დროს ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
ყურადღება: ნალგეზინ ფორტე არ შეიძლება გამოიყენონ ბავშვებმა.
თუკი გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზირება
მნიშვნელოვანი ჭარბი დოზირება შეიძლება ხასითდებოდეს ძილიანობით, დისპეპსიური მოვლენებით (გულძმარვა, გულისრევა და ღებინება).
პაციენტს, რომელმაც შემთხვევით ან შეგნებულად მიიღო პრეპარატ ნალგეზინის დიდი რაოდენობა აუცილებელია ამოერეცხოს კუჭი და ჩაუტარდეს სიმპტომური თერაპია. აქტივირებული ნახშირის სწრაფი შეყვანა შესაბამისი რაოდენოებით ხელს უწყობს პრეპარატის შეწოვის შემცირებას.
ჰემოდიალიზი არ იწვევს სისხლის პლაზმაში ნაპროქსენის კონცენტრაციის დაქვეითებას, იმის გამო რომ იგი მაღალი კონცენტრაციით უერთდება ცილებს.
გვერდითი მოქმედება
ნალგეზინ ფორტეს გვერდითი ეფექტები დამოკიდებულია დიდი დოზით გამოყენებაზე. მათ მიეკუთვნება მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, უძილობა ან ძილიანობა, ხელების და ფეხების შეშუპება, ყურებში ხმაური. ამ შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტა არ არის აუცილებელია.
იშვიათ გვერდით ეფექტებს განეკუთვნება კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (ეროზიული გასტრიტი), კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ტრაქტიდან, კუჭის პერფორაცია, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (რინიტი), თავის და კისრის ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ანაფილაქსიური რეაქცია და ფოტოსენსიბილიზაცია).
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტებია ღვიძლის ტრანსამინაზების მატება სისხლის პლაზმაში, სისხსლის თეთრი ფორმულის შემცირება (ლეიკოპენია), თრომბოციტების რიცხვის შემცირება (თრომბოციტოპენია), ეოზინოფილების რიცხვის ზრდა (ეოზინოფილია), თირკმლების ანთება (გლომერულონეფრიტი ან ინტერსტიციალური ნეფრიტი), სისხლის შარდში (ჰემატურია), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვისძლის უკმარისობამდე – უპირატესად ღვისძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
თუკი შენიშნეთ აღნიშნული მოვლენები,რომლებიც თუმდაც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, შეძლებისდაგვარად, მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა
აპკით შემოგარსული 10 ტაბლეტი ბლისტერზე. 6 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერეტურაზე.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ შეკვრაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.