შემადგენლობა
1 საღეჭი პასტილა: კალციუმი (Ca) – 127 მგ, ვიტამინი D3 – 2.5 მკგ (100 სე), ვიტამინი K1 – 15 მკგ, ვიტამინი ჩ – 30 მგ, ვიტამინი A – 400 მკგ, ვიტამინი E – 2.5 მგ, ვიტამინი B1 – 0.7 მგ, ვიტამინი B2 – 0.8 მგ, ნიაცინი (B3) – 6 მგ, ვიტამინი B5 (პანთოტენის მჟავა) – 3 მგ, ვიტამინი B6 – 1 მგ, ვიტამინი B12 – 1 მკგ, ბიოტინი (B7) – 10 მკგ, ვიტამინი B9 – 75 მკგ
დამატებითი ნივთიერებები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, ქოქოსის ზეთი, აკაციის ფისი (E414), წყალი, ლიმონმჟავა (E330), მარწყვის არომატიზატორი, მალტოდექსტრინი, ნატურალური საღებავი: ანტოციანინი (E163), მარწყვის წვენის კონცენტრატი
არ შეიცავს გმო-ს
მოქმედების მექანიზმი
მულტივიტამინების კომპლექსი ბავშვებისთვის გემრიელი პასატილების სახით ორგანიზმის სწორი ზრდა-განვითარებისთვის. ბიოტინი (B7) აძლიერებს ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ვიტამინ D3-ს აქვს იმუნომოდულაციური ეფექტი და აუმჯობესებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ასევე მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში. Aმაგრებს ძვლებსა და კბილებს. კალციუმი (Ca) გავლენას ახდენს ძვლების ფორმირებაზე. ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, ვიტამინი K1 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B6 არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას. სეროტონინი – ბედნიერების ჰორმონი წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით, თუ ორგანიზმს აქვს საკმარისი ფოლიუმის მჟავა
უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
უსაფრთხოების ზომები
NatHealth მულტივიტამინები ბავშვებისთვის (მარწყვის არომატით) არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად, 3-6 წლის ბავშვებში – 1 საღეჭი პასტილა დღეში, 7 წლის ზევით – 2 საღეჭი პასტილა დღეში, ჭამის შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე
გვერდითი მოვლენები
იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 2 წელი.
ინახება 17-22oC ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
გამოშვების ფორმა
რბილი საღეჭი პასტილა №24