Nuk
Nathealth NIGHTLY ნაითლი სლიფი ბავშვებისთვის / Nathealth NIGHTLY SLEEP FOR KIDS

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: NatHealth
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: ჟელეს საღეჭი პასტილა №54
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

1 საღეჭი პასტილა: მელატონინი – 1 მგ, გვირილის ექსტრაქტი – 30 მგ, ვიტამინი B6 – 0.7 მგ

დამატებითი ნივთიერებები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, წყალი, ღორის ჟელე, ლიმონმჟავა (E330), ასკორბინის მჟავა (E300), მანგოს ბუნებრივი არომატიზატორი, კურკუმას ექსტრაქტი, კარნაუბას ცვილი (E903)

არ შეიცავს გმო-ს

 

მოქმედების მექანიზმი

ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული გემრიელი ჟელეს პასტილები მანგოს არომატით, სწრაფად ჩაძინების ეფექტური საშუალებაა. მელატონინი – ხელს უწყობს ჩაძინებას და ამცირებს საათის სარტყლის ცვლილებით გამოწვეულ ორგანიზმის სადღეღამისო რიტმის დარღვევას. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს გაღიზიანებადობას, აგზნებადობას, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. გვირილა ხსნის დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის ოპტიმალურ მოდუნებას, ჯანსაღი ძილის შენარჩუნებას, აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ნაითლი სლიფი უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას და ამცირებს ღამე ხშირად გამოღვიძების ეპიზოდებს, ხასიათდება ადვილი გამოღვიძებით და არ იწვევს გაბრუებას.

 

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

ორსულობა, ლაქტაცია

 

უსაფრთხოების ზომები

Nathealth ნაითლი სლიფი ბავშვებისთვის არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ავტომობილის მართვისას

 

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, მოზრდილებსა და ბავშვებში 4 წლის ასაკიდან – 1-3 საღეჭი პასტილა დღეში, დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე

 

გვერდითი მოვლენები

იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – 2 წელი.

ინახება 12-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გამოშვების ფორმა

ჟელეს საღეჭი პასტილა №54

 

სად შევიძინოთ?