შემადგენლობა
1 საღეჭი პასტილა: მელატონინი – 2.5 მგ, L-თეანინი – 50 მგ, გვირილის ექსტრაქტი – 30 მგ, სვიის ექსტრაქტი – 30 მგ, ვიტამინი B6 – 0.7 მგ
დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, წყალი, ღორის ჟელე, ლიმონმჟავა (E330), ასკორბინის მჟავა (E300), ალუბლის ბუნებრივი არომატიზატორი სხვა ბუნებრივ არომატიზატორებთან ერთად, იისფერი სტაფილოს კონცენტრატი, კარნაუბას ცვილი (E903)
მოქმედების მექანიზმი
მელატონინის, L-თეანინისა და მცენარეული ექსტრაქტების შემცველი საღეჭი პასტილები ხელს უწყობს ძილის ბუნებრივი ჰორმონის გამომუშავებას, ხსნის დაძაბულობას და მოქმედებს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება, უზრუნველყოფს ორგანიზმის მაქსიმალურ მოდუნებასა და მშვიდ ძილს. მელატონინი ხელს უწყობს სწრაფად ჩაძინებას და ამცირებს საათის სარტყლის ცვლილების გამოწვეულ ორგანიზმის სადღეღამისო რიტმის ცვლილებას. L-თეანინი ხელს უწყობს ორგანიზმის მოდუნებას და ადვილად ჩაძინებას, ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ამცირებს დაღლილობას, გვირილა და სვია ხსნის დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის ოპტიმალურ რელაქსაციას, ჯანსაღი ძილის შენარჩუნებას, აუმჯობესებს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას
უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
ორსულობა, ლაქტაცია
უსაფრთხოების ზომები NatHealth სლიფ & რელაქს არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ავტომობილის მართვისას
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად, მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან – 1-2 საღეჭი პასტილა დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე, არ საჭიროებს საკვების ან წყლის მიყოლებას
გვერდითი მოვლენები
იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 2 წელი
ინახება 12-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
გამოშვების ფორმა
ჟელეს საღეჭი პასტილა №54