Plasmon
NatHealth თამი ჰელფ / NatHealth TUMMY HELP

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Zile Bonbons AG
  • მწარმოებელი ქვეყანა: შვეიცარია
  • გამოშვების ფორმა: რბილი საღეჭი პასტილა №26
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა

1 საღეჭი პასტილა: კალციუმის კარბონატი – 748 მგ (ელემენტარული კალციუმი – 299 მგ).

დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, ქოქოსის ზეთი, შემწებებელი აგენტი – აკაციის ფისი (E414), კარამელიზირებული შაქრის სიროფი (E150), არომატიზატორი, Mმარილი

არ შეიცავს გლუტენს, არ შეიცავს გმო-ს

 

მოქმედების მექანიზმი

თამი ჰელფი – გულძმარვით გამოწვეული ტკივილის კუპირების სწრაფი და ეფექტური საშუალება. Mმის შემადგენლობაში შემავალი კალციუმის კარბონატი სწრაფად იწყებს მოქმედებას და ხსნის გულძმარვით გამოწვეულ სიმპტომებს. აღნიშნული ბუნებრივი ანტაციდი ანეიტრალებს ჭარბი მჟავიანობის კუჭის წვენს და გარდაქმნის მას წყლად და სხვა ბუნებრივ ნივთიერებებად.

 

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

NatHealth თამი ჰელფ არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.

 

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან – 1-2 საღეჭი პასტილა სიმპტომურად, სასურველია დღის განმავლობაში არ გადავაჭარბოთ 6 საღეჭ პასტილას.

 

გვერდითი მოვლენები

იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – 2 წელი.

ინახება 17-22oC ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გამოშვების ფორმა

რბილი საღეჭი პასტილა №26

 

სად შევიძინოთ?