წამლის ფორმა: ხსნარი ინტრავენურად და ინტრამუსკულურად შესაყვანად
შემადგენლობა:
1 ამპულა (2 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატს -100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დისულფიტი, წყალი ინიექციებისთვის.
აღწერა: უფერული ან ოდნავ მოყვითალო გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ანტიოქსიდანტური საშუალება.
АТХ კოდი: N07XX
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი (ემჰპს) არის თავისუფალ-რადიკალური პროცესების ინჰიბიტორი, მემბრანოპროტექტორი, რომელიც ფლობს ანტიჰიპოქსიურ, სტრესპროტექტორულ, ნოოტროპულ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ანქსიოლიზურ მოქმედებას. მიეკუთვნება 3-ოქსიპირიდინების კლასს. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ანტიოქსიდანტური, მემბრანოპროტექტორული თვისებებით. ახშობს ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას, ზრდის სუპეროქსიდაზის აქტივობას, ზრდის ლიპიდ-ცილების შეფარდებას, აუმჯობესებს უჯრედების სტრუქტურასა და მემბრანის ფუნქციას. მოდულირებს ახდენს მემბრანდაკავშირებელი ფერმენტების აქტივობაზე - რეცეპტორული კომპლექსების აქტივობას, რაც ხელს უწყობს მათ კავშირს ლიგანდებთან, ბიომემბრანების სტრუქტურულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის ნეირომედიატორების ტრანსპორტის შენარჩუნებასა და სინაპსური გადაცემის გაუმჯობესებას. ზრდის დოფამინის კონცენტრაციას თავის ტვინში. აძლიერებს გლიკოლიზის კომპენსატორულ აქტივაციას და აქვეითებს ჟანგვის პროცესების დათრგუნვის ხარისხს, კრებსის ციკლში ჰიპოქსიის პირობებში, ადენოზინტრიფოსფორმჟავისა და კრეატინფოსფატის გაზრდით, ააქტიურებს მიტოქონდრიების ელექტრომასინთეზირებელ ფუნქციას. ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების მიმართ პათოლოგიური მდგომარეობებისას (შოკი, ჰიპოქსია და იშემია, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ინტოქსიკაცია ეთანოლით და ანტიფსიქოზური სამკურნალო საშუალებებით). აუმჯობესებს მეტაბოლიზმსა და თავის ტვინის სისხლმომარაგებას, მიკროცირკულაციასა და სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ათანაბრებს სისხლის უჯრედების მემბრანებს (ერითროციტებს და თრომბოციტებს), ჰემოლიზის განვითარების ალბათობის დაქვეითებით. ფლობს ჰიპოლიპიდემიურ მოქმედებას, ამცირებს ზოგადი ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების დაბალი სიმკვრივის შემცველობას.
ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას იშემიურ მიოკარდიუმში, ამცირებს ნეკროზის ზონას, აღადგენს და/ან აუმჯობესებს მიოკარდიუმის ელექტრულ აქტივობასა და შეკუმშვას, აგრეთვე ზრდის კორონალურ სისხლმომარაგებას იშემიის ზონაში, ზრდის ნიტროპრეპარატების ანტიანგინალურ აქტივობას, ამცირებს რეპერფუზიური სინდრომის შედეგებს მწვავე კორონარული უკმარისობისას.
სტრესოპროტექტორული მოქმედება ვლინდება პოსტსტრესული ქცევის ნორმალიზებაში, სომატოვეგეტატურ, ციკლების „ძილი-ღვიძილი“-ს აღდგენაში, სწავლებისა და მეხსიერების დარღვეულ პროცესებში, თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურებში დისტროფიულ ცვლილებების შემცირებაში.
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი ფლობს გამოხატულ მოქმედებას აბსტინენციური სინდრომისას, აქრობს მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნევროლოგიურ და ნეიროტოქსიურ გამოვლინებებს, კორექტირებას უკეთებს ქცევით და კოგნიტურ დარღვევებს. ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატის გავლენის ქვეშ ძლიერდება ტრანკვილიზატორების, ნეიროლეპტიური, ანტიდეპრესანტული, საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედება, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს მათი დოზები და შეამციროს გვერდითი ეფექტები.
ფარმაკოკინეტიკა:
კუნთებში შეყვანისას პრეპარატი განისაზღვრება სისხლის პლაზმაში 4 საათის განმავლობაში შეყვანის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო კუნთებში შეყვანისას - 0,3 – 0,58 სთ. მაქსიმალური კონცენტრაცია კუნთებში შეყვანისას დოზით 400-500 მგ - 2,5-4 მკგ/მლ.
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი სისხლძარღვის სანათურიდან სწრაფად გადადის ორგანოებსა და ქსოვილში და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. ორგანიზმში პრეპარატის შეკავების საშუალო დრო კუნთებში შეყვანისას - 0,7-1,3 სთ. მეტაბოლიზირებს ღვიძლში გლუკურონირების გზით. სწრაფად გამოიყოფა შარდთან ერთად, ძირითადად მეტაბოლიტების სახით (50% 12 სთ-ში) და უმნიშვნელო რაოდენობით - უცვლელი სახით (0,3% 12 სთ-ში). მეტად ინტენსიურად გამოიყოფა 4 სთ განმავლობაში პრეპარატის მიღების შემდეგ. უცვლელი პრეპარატისა და მეტაბოლიტების შარდთან გამოყოფის მაჩვენებლებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელურობა.
ჩვენებები გამოყენებაზე:
- თვის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმების შედეგები;
- დისცირკულატორული ენცეფალოპათია;
- ვეგეტატიური (ნეიროცირკულატორული) დისტონიის სინდრომი;
- მსუბუქი კოგნიტიური აშლილობები ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობების დროს;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პირველივე დღე-ღამიდან) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
- სხვადასხვა სტადიის პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომა, კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
- აბსტინენტური სინდრომის კუპირება ალკოჰოლიზმის დროს ნევროზის მსგავსი და ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი აშლილობების სიჭარბით;
- მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქიური სამკურნალო საშუალებებით.
უკუჩვენებები:
- გაზრდილი ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი კომპონენტების მიმართ;
- თირკმლის მწვავე უკმარისობა;
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
- ორსულობა;
- ძუძუთი კვება;
- ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით: ალერგიული დაავადებები და რეაქციები ანამნეზში, მათ შორის მომატებული მგრძნობელობა სულფიტების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
კუნთებში (ი/მ) ან ინტრავენურად (ი/ვ) (ნაკადობრივად ან წვეთოვნად). ინფუზიური მეთოდით შეყვანისას პრეპარატი უნდა გაიხსნას 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
ნეიროქსი ნაკადობრივად შეყავთ ნელა 5-7 სთ განმავლობაში, წვეთოვნად - სიჩქარით 40-60 წვეთი წუთში. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევებისას ნეიროქსი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში პირველ 10-14 დღეს - ი/ვ წვეთოვნად 200-500 მგ 2-4-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ - ი/მ 200-250 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 2 კვირის განმავლობაში.
ქალა-ტვინის ტრავმისა და ქალა-ტვინის ტრავმების შედეგებისას ნეიროქსი გამოიყენება 10-15 დღის განმავლობაში ი/ვ წვეთოვნად 200-500 მგ 2-4-ჯერ დღე-ღამეში.
დეკომპენსაციის ფაზაში დისცირკულატორული ენცეფალოპათიისას ნეიროქსი უნდა დაინიშნოს ი/ვ ნაკადობრივად ან წვეთოვნად დოზით 200-500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში. შემდეგ - ი/მ 100-250 მგ/დღ შემდგომი 2 კვირის განმავლობაში.
დისცირკულატორული ენცეფალოპათიის კურსის პროფილაქტიკისთვის ნეიროქსი შეიყვანება ი/მ დოზით 200-250 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში.
ნეიროცირკულატორული დისტონიის, ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობებისას პრეპარატი შეიყვანება ი/მ 50-400 მგ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში.
ხანდაზმულ ავადმყოფებში მსუბუქი კოგნიტიური დარღვევებისას და მშფოთვარე აშლილობებისას პრეპარატი გამოიყენება ი/მ დოზით 100-300 მგ დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისას კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ნეიროქსი შეყავთ ი/ვ ან ი/მ 14 დღე-ღამის განმავლობაში, მიოკარდიუმის ინფარქტის ტრადიციული თერაპიის ფონზე (რომლებიც შეიცავენ ნიტრატებს, ბერა-ადრენობლოკატორებს, ანჰიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტის ინჰიბიტორებს (აგფ), თრომბოლიტიკები, ანტიკოაგულანტური და ანტიაგრეგატული პრეპარატები, აგრეთვე სიმპტომატური საშუალებები მაჩვენებლების მიხედვით).
პირველი 5 დღე-ღამის განმავლობაში ნეიროქსი შეყავთ ინტრავენურად, შემდგომი 9 დღე-ღამის განმავლობაში პრეპარატი შეიძლება შეიყვანოს კუნთებში.
პრეპარატის ინტრავენური შეყვანა ხდება წვეთოვანი ინფუზიის გზით (ნელა) 30-90 წუთი (100-150 მლ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი 0,9% ან დექსტროზის (გლუკოზის) ხსნარი 5%), აუცილებლობისას შესაძლებელია პრეპარატის ნელი ნაკადობრივი ი/ვ შეყვანა, ხანგრძლივობით არანაკლებ 5 წუთისა.
პრეპარატის შეყვანა (ი/ვ ან კ/შ) ხორციელდება 3-ჯერ დღე-ღამეში, ყოველი 8 საათის შემდეგ. დღე-ღამის დოზა შეადგენს სხეულის მასის 6-9 მგ/კგ, ერთჯერადი დოზა სხეულის მასის - 2-3 მგ/კგ. მაქსიმალური დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 800 მგ, ერთჯერადი - 250 მგ.
სხვადასხვა სტადიის ღიაკუთხოვანი გლაუკომისას კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ნეიროქსი შეიყვანება კ/შ 100-300 მგ/დღე-ღამეში, 1-3-ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში.
აბსცტინენციური ალკოჰოლური სინდრომისას ნეიროქსი შეყავთ ი/ვ ან კ/შ წვეთოვნად დოზით 200-500 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 5-7 დღის განმავლობაში.
ანტიფსიქოზური სამკურნალო პრეპარატებით მწვავე ინტოქსიკაციისას პრეპარატი შეყავთ დოზით 200-500 მგ/დღე-ღამეში 7-14 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
პარენატარალური შეყვანისას (განსაკუთრებით ინტრავენური ნაკადობრივი): სიმშრალე, პირში „ლითონის“ გემო, „გამტარი სითბოს“ შეგრძნება მთელ სხეულში, უსიამოვნო სუნი, ყელის წვა და დისკომფორტი გულმკერდის არეში, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება (როგორც წესი, დაკავშირებულია შეყვანის ზედმეტად სწრაფ სიჩქარესთან და ატარებს მოკლევადიან ხასიათს).
ხანგრძლივი გამოყენებისას - გულისრევა, მეტეორიზმი, ძილის დარღვევა (ძილიანობა ან ჩაძინების დარღვევა).
ალერგიული რეაქციები.
დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: ძილის დარღვევა (უძილობა, ზოგიერთ შემთხვევაში - ძილიანობა); ინტრავენური შეყვანისას - უმნიშვნელო და მოკლეხნიანი (1,5-2 სთ-მდე) არტერიული წნევის მომატება.
მკურნალობა: როგორც წესი, არ საჭიროებს - სიმპტომები ქრება დამოუკიდებლად დღე-ღამის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში უძილობისას - ნიტრაზეპამი 10 მგ, ოქსაზეპამი 10 მგ ან დიაზეპამი 5 მგ. არტერიული წნევის მომატებისას - ჰიპოტენზური სამკურნალო საშუალებები არტერიული წნევის კონტროლის ქვეშ.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
აძლიერებს ბენზოდიაზეპინური ანქსიოლიტიკების, ეპილეფსიის საწინააღმდეგო (კარბამაზეპინი), პარკინსონის საწინააღმდეგო (ლევოდოპა) სამკურნალო საშუალებების, ნიტრატების მოქმედებას. ამცირებს ეთანოლის ტოქსიკურ ეფექტებს.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის პროცესში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების გაზრდილ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა:
ხსნარი ინტრავენური და კუნთებში შესაყვანად 50 მგ/მლ.
2 მლ სინათლისგან დამცავ მინის ამპულებში გადასატეხი ფერადი რგოლით. ამპულებზე დამატებით იდება ერთი, ორი ან სამი ფერადი რგოლი და/ან ორგანზომილებიანი შტრიხ-კოდი, და/ან ასოებიანი-ციფრული კოდირება ან დამატებითი ფერადი რგოლების, ორსაზომი შტრიხ-კოდის, ასოებიანი-ციფრული კოდირების გარეშე. 5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
10 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 250C.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაშვების პირობები:
ურეცეპტოდ.