Plasmon
ნეო პეკეს გაზესი / neo peques Gases


კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გასტროენტეროლოგიაში გამოსაყენებელი საშუალება / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა
მწვანე ანისი (Pimpinella Anisum), კვლიავი (Carum Carvi), კამა (Foeniculum vulgare miller), ბარამბო (Melissa officinalis) , გვირილა (Matricaria recutita), აჰავას სიროფი

ფარმაკოლოგიური თვისებები: 
შემადგენლობაში შემავალი მცენარეების მეშვეობით მცირდება აირების წარმოქმნა ნაწლავებში, იხსნება ნაწლავის კედლის სპაზმი და უმჯობესდება კუჭ-ნაწლავის სეკრეტომოტორული ფუნქცია,  რის გამოც  ეფექტური საშუალებაა შებერილობის მოსახსნელად განსაკუთრებით ახალშობილობის ასაკში
მწვანე ანისი, კვლიავი, კამა, გვირილა აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეტორულ აქტივობას და პერისტალტიკას, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს, ამცირებს ნაწლავებში აირების წარმოქმნას. ბარამბო და გვირილა სასიამოვნო სუნის მქონე მცენარეებია, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და  გამაბრუებელი მოქმედების გამო გააჩნია  სედაციური ეფექტი  

ჩვენება: 
• შებერილობა ახალშობილობის ასაკში
• ნაწლავური კოლიკა
• ნაწლავური ინფექციის დროს განვითარებული შებერილობის პრობლემა ახალშობილებში და ბავშვთა ასაკში
• გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დაგროვილი ჭარბი აირების არსებობით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
• 0-2  წელი: 5 მლ 1X დღეში; 
• 2-5  წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ  1X დღეში; 
• 5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.      
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.  

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:
150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ვაშლის არომატით №1 

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL,  ბარსელონა, ესპანეთი       
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

სად შევიძინოთ?