Plasmon
ნეო პეკეს ომეგა 3 -DHA გამი / neo peques Omega 3 - DHA Gummies

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: NEOVITAL DISTRIBUCION SL
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: 4 გ ვარსკვლავის ფორმის გამი №30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები /ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა:
წყალმცენარე schizochytrium- დან მიღებული ომეგა 3, ვიტამინი B3, B6, B12, C, ლიმონის წვენის კონცენტრატი, გლუკოზა

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცენტრალური ნერვული სისტემისა და მხედველობის აპარატის განვითარებაში მონაწილეობა, ანტიანთებითი,  იმუნომოდულარული და ანტიალერგიული მოქმედების უნარი, რომელიც ომეგა-3 ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს გააჩნია, მის შემადგელობაში ეიკოზანოიდების სისტემის (DHA –დოკოზაჰექსაენური და  EPA – ეიკოზაპენტაენური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავის) არსებობითაა განპირობებული.  

წყალმცენარე Schizochytrium – DHA-ს  წყაროს წარმოადგენს. DHA და EPA მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტვინისა და მხედველობის აპარატის განვითარებაში, რადგან წარმოადგენენ ტვინის უჯრედული მემბრანისა და თვალის ბადურის საშენ მასალას
მნიშვნელოვანი კომპონენტებია  ყურადღების კონცენტრაციის ზრდისა და მეხსიერების გაუმჯობესებისთვის,  რაც გამყარებულია მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით
კონკურენტული ანტაგონისტია არაქიდონის მჟავისა ციკლოოქსიგენაზურ–ლიპოოქსიგენაზურ დონეზე, რაც ვლინდება პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სპექტრის მოდიფიკაციით
პასუხს აგებენ კანის თვითდატენიანებაზე და ძირითად როლს ასრულებენ თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენაში. ააქტიურებენ კანის, თმისა და ფრჩხილების გამაჯანსაღებელ პროცესებს
ომეგა-3 - ის გარკვეული რაოდენობა ორგანიზმში აუცილებელია მოზარდის კბილების ნორმალური განვითარებისთვის, ასევე კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის 
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) –მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროქიმიკატების სინთეზში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე
ვიტამინი B3 (ნიაცინი)–მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინის ქერქის განვითარებაში და კოგნიტური უნარების ჩამოყალიბებაში. აუმჯობესებს მეხსიერებას
ვიტამინი B12  (მეთილკობალამინი)- უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. იგი მონაწილეობს ლიპოტროპული ფაქტორის - ქოლინის სინთეზში. ვიტამინი B12 გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას. 
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) –იცავს ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს დაჟანგვისგან

ჩვენება:
თავის ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორი განვითარება და ფუნქციონირება
კოგნიტური და წერა–კითხვის უნარების გაუმჯობესება 
მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
3 -10 წელი: 1 გამი  1X დღეში 
10 წლის ზემოთ ბავშვები- 2 გამი 1X დღეში.
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 15-20 დღე. 
კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი           

უკუჩვენება: 
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში

გამოშვების ფორმა: 
4 გ ვარსკვლავის ფორმის შაქრის ფენით დაფარული გამი,  ლიმონის არომატით №30

შენახვის პირობები და ვადები: 
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 5-250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ მოქმედებას

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე

 

სად შევიძინოთ?