toto toto situs toto toto situs togel toto slot slot slot slot toto
ნიმესულიდი ბენე / Nimesulide Bene | მედიკამენტები | vidal.ge
Nuk
ნიმესულიდი ბენე / Nimesulide Bene


ნიმესულიდი ბენე 100 მგ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად

 

რას შეიცავს ნიმესულიდი ბენე
აქტიური ნივთიერებაა ნიმესულიდი.

 

ერთი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ნიმესულიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია დიოქტილ ნატრიუმის სულფოსუქცინატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროგრანულარული ცელულოზა, ჰიდროგენიზებული ბოსტნეულის ზეთი, მაგნიუმსი სტეარატი.

 

ერთი საშეტი შეიცავს 100 მგ ნიმესულიდს.
დამხმარე ნივთიერებებია: ცეტომაკროგოლი 1000, საქაროზა, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა, ფორთოხლის არომატი.

 

რას წარმოადგენს ნიმესულიდი ბენე და მისი გამოყენება:
ნიმესულიდი ბენე არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი (NშAID) ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. ის გამოიყენება მწვავე ტკივილისა და მენსტრუალური ტკივილის სამკურნალოდ.

 

ნიმესულიდი ბენეს დანიშვნამდე მკურნალი ექიმი შეაფასებს მედიკამენტის შესაძლო სარგებელს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკებთან შედარებით.

 

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნიმესულიდი ბენეს მიღებამდე

დაუშვებელია ნიმესულიდი ბენეს მიღება:
თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიულია) ნიმესულიდის ან ნიმესულიდი ბენეს სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში, ინსტრუქციის ბოლოს);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების (NSAID) მიღების შემდეგ:
ხმაურიანი სუნთქვა, მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ქოშინი (ასთმა)
ცხვირის გაჭედვა ცხვირის ლორწოვანი გარსის ზრდის გამო (პოლიპები)
გამონაყარი  ქავილი (ჭინჭრის ციება)
კანის ან ლორწოვანი გარსების უეცარი შეშუპება, როგორიცაა თვალების ირგვლივ, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება რეაქციები არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების მიმართ, როგორიცაა:
კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა
კუჭის ან ნაწლავების წყლულები (პერფორაცია)
თუ პაციენტს უკანაკნელ პერიოდში ჰქონდა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები ან სისხლდენა, ან წარსულში აღენიშნებოდა (წყლულის ან სისხლდენის არაუმცირეს 2 ეპიზოდი);
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის სხვა პრობლემა ან პრობლემები სისხლის შედედების პათოლოგიის გამო;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის უკმარისობა;
თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლეთაც აქვთ დადგენილი ეფექტი ღვიძლზე, მაგ.: პარაცეტამოლი ან სხვა ტკივილგამაყუჩებლები, ან სხვა NSAID;
თუ პაციენტი იღებს ნარკოტიკებს ან დამოკიდებულია ნარკოტიკებზე ან სხვა ნივთიერებებზე;
თუ პაციენტი რეგულარულად იღებს ალკოჰოლს;
თუ პაციენტს წარსულში ჰქონდა რეაქცია ნიმესულიდის მიმართ, რომელმაც გავლენა იქონია ღვიძლზე;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის უკმარისობა, რომელიც არ საჭიროებს დიალიზს;
თუ პაციენტს გულის მძიმე უკმარისობა აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება ან გრიპი (ტკივილი მთელ სხეულში, შეუძლოდ ყოფნა, შემცივნება ან კანკალი, ან მაღალი ტემპერატურა);
თუ პაციენტი ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრშია;
თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს.
დაუშვებელია ნიმესულიდი ბენეს მიცემა 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

 

გაფრთხილებები
ნიმესულიდი ბენეს მსგავსი მედიკამენტების მიღება შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის ოდნავ გაზრდილ რისკთან. ნებისმიერი რისკი იზრდება მაღალი დოზების გამოყენებისას და გახანგრძლივებული მკურნალობის დროს. არ უნდა იქნას გადაჭარბებული დოზა ან მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა.

 

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, გადატანილი აქვს ინსულტი ან ფიქრობს, რომ იმყოფება ამ მდგომარეობების განვითარების რისკის ქვეშ (მაგ.: აქვს მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ მკურნალობის განხილვა.

 

თუ მკურნალობის განმავლობაში პაციენტს განუვითარდა მძიმე ალერგიული რეაქცია, უნდა შეწყდეს ნიმესულიდი ბენეს მიღება და ექიმს უნდა ეცნობოს კანის გამონაყარის, რბილი ქსოვილების (ლორწოვანი გარსების) დაზიანების ან ალერგიის სხვა ნიშნების განვითარებისთანავე.

 

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნიმესულიდი ბენეს მიღება სისხლდენის (შავი განავალი) ან საჭლის მომნელებლი ტრაქტის წყლულების განვითარების შემთხვევაში (იწვევს მუცლის ტკივილს).

 

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ნიმესულიდი ბენეს მიღებისას
თუ ნიმესულიდით მკურნალობის დროს პაციენტს განუვითარდა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის დაზიანებაზე, უნდა შეწყდეს ნიმესულიდის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ღვიძლის დაზიანების სიმპტომები მოიცავს მადის დაკარგვას, გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, მუდმივ დაღლილობას ან მუქ შარდს.
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება პეპტიკური წყლულები, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, ან ნაწლავების ანთებითი დაავადებები, როგორიცაა: წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ნიმესილუდი ბენეს მიღებამდე.
თუ პაციენტს ნიმესილუდი ბენეთი მკურნალობის დროს განუვითარდა ცხელება დაან გრიპის მსგავსი სიმპტომები (ზოგადი ტკივილი, სისუსტე, შემცივნება ან კანკალი), მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;
თუ პაციენტს გულის სუსტი დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის დაავადება ან ცირკულატორული პრობლემები აქვს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ნიმესულიდი ბენეს მიღებამდე.
თუ პაციენტი ხანდაზმულია, ექიმმა შეიძლება დანიშნოს რეგულარული კვლევები, რათა დარწმუნდეს, რომ ნიმესულიდი ბენე არ იწვევს კუჭის, თირკმელების, გულის ან ღვიძლის პრობლემებს.
თუ პაციენტი გეგმავს ფეხმძიმობას, უნდა აცნობოს ექიმს, რადგან ნიმესულიდმა ბენემ შეიძლება დააზიანოს რეპროდუქციული უნარი.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს, რომლებიც შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ ნიმესულიდ ბენესთან, უნდა აცნობონ ექიმს ან ფარმაცევტს, რომ იღებენ ამ მედიკამენტებს ნიმესულიდი ბენეს მიღების დაწყებამდე:
კორტიკოსტეროიდები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანთებითი მდგომარეობების დროს);
სისხლის გამათხევადებელი მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები, როგორიცაა: ვარფარინი, ან თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო აგენტები, ასპირინი ან სხვა სალიცილატები);
ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები ან შარდმდენები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიულ წნევის ან გულის პრობლემების გასაკონტროლებლად);
ლითიუმი, გამოიყენება დეპრესიის ან მსგავსი დარღვევების სამკურნალოდ;
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
მეთოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტისა და კიბოს სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს გადანერგვის შემდეგ ან იმუნური დარღვევების სამკურნალოდ).

 

ნიმესულიდი ბენეს მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

 

ფეხმძიმობა და ლაქტაცია
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნიმესულიდი ბენეს ან სხვა მედიკამენტების მიღებამდე.
ნიმესულიდი ბენე არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში. მან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ახალშობილებში და მშობიარობის დროს;
თუ პაციენტი  გეგმავს ფეხმძიმობას, ექიმს უნდა ეცნობოს, რადგან ნიმესულიდმა ბენემ შეიძლება დააქვეითოს რეპროდუქციული უნარი;
თუ პაციენტი ფეხმძიმობის პირველ ან მეორე ტრიმესტრშია, არ უნდა გადააჭარბოს ექიმის მიერ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.
ნიმესულიდი ბენე არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ ნიმესულიდი ბენე იწვევს თავბრუსხვევას ან ძილიანობას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნიმესულიდი ბენეს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ნიმესულიდი ბენეს ტაბლეტები და გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად
შეიცავს შაქარს. თუ პაციენტს დადგენილი აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან მიმართვა.

 

ნიმესულიდი ბენეს მიღების წესი
ნიმესულიდი ბენეს მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

 

გვერდითი მოვლენების შესამცირებლად გამოყენებულ უნდა იქნას ეფექტური დოზა უმცირესი დროის განმავლობაში, რომელიც საკმარისია სიმპტომების გასაკონტროლებლად.

 

რეკომენდებული დოზაა 100 მგ ტაბლეტი ან ერთი 100 მგ საშეტი გრანულებით შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად, ორჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ნიმესულიდი ბენე გამოყენებულ უნდა იქნას უმცირესი შესაძლო დროის განმავლობაში და არაუმეტეს 15 დღის განმავლობაში მკურნალობის თითოეული კურსის დროს.

 

ნიმესულიდი ბენეს დოზის გადაჭარბებისას
თუ პაციენტმა მიიღო ან ფიქრობს, რომ მიიღო ნიმესულიდი ბენეს დანიშნულზე მეტი დოზა (გადააჭარბა დოზას), საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი მედიკამენტები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტს მოსალოდნელია განუვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, კუჭის წყლულები, სუნთქვის გაძნელება.

 

ნიმესულიდი ბენეს დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნიმესულიდმა ბენემ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

 

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება დაუყოვნებლივ და საჭიროა ექიმთან მიმართვა, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს იშვიათ სერიოზულ ეფექტზე, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას:
დისპეფსია ან კუჭის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა ან შავი განავალი;
კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ან სიწითლე;
ხმაურიანი სუნთქვა ან ქოშინი;
კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე);
შარდის მოცულობის ან ფერის მოულოდნელი ცვლილებები;
სახის, ტერფების ან ფეხების შეშუპება;
მუდმივი დაღლილობა.

 

არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების (NSAID) ზოგადი გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთი არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტის გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიის ოკლუზიის (თრომბოზის) მცირედ მომატებულ რისკთან, როგორიცაა: გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტი, განსაკუთრებით, მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი მკურნალობისას.

 

სითხის შეკავება (შეშუპება), მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) და გულის უკმარისობა აღინიშნა არასტეროიდული ანტიანტებითი მედიკამენტებით მკურნალობასთან კავშირში.

 

არასტეროიდული ანტიანტებითი მედიკამენტების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია საჭმლის მომნელებლ ტრაქტთან (კუჭ-ნაწლავის ეფექტები):
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები;
ნაწლავების კედლების პერგორაცია ან კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა (ხანდახან ფატალური, განსაკუთრებით, ხანდაზმულებში).

 

არასტეროიდული ანტიანტებითი მედიკამენტების (NSAID) სხვა გვერდითი მოვლენებია:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში): ფაღარათი, გულისრევა და ღებინება, ღვიძლის ფუნქციის ანალიზების მცირე ცვლილებები;
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ქოშინი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის გაზრდა, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულძმარვა (გასტრიტი), ქავილი, გამონაყარი, გაზრდილი ოფლიანობა, შეშუპება; კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა; თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულები; წყლულების პერფორაცია;
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ანემია, ლეიკოციტების რაოდრნობის დაქვეითება, გარკვეული ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის მომატება სისხლში (ეოზინოფილია), არტერიული წნევის ცვლილებები, სისხლდენა, ტკივილი შარდვის დროს ან შარდვის შეკავება, სისხლიანი შარდი, სისხლში კალიუმის დონის მომატება, შფოთვა ან ნევროზულობა, ღამის კოშმარები, მხედველობის დაბინდვა, გაზრდილი გულისცემის სიხშირე, ალები, კანის სიწითლე, კანის ანთება (დერმატიტი), უღონობა, სისუსტე;
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კანის სერიოზული რეაქციები (ე.წ. მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელიც იწვევს კანზე გამონაყარს და მნიშვნელოვან სისუტეს, თირკმლის უკმარისობას და ანთებას (ნეფრიტი); ტვინის ფუნქციის დარღვევები (ენცეფალოპათია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რომელიც იწვევს სისხლდენას კანქვეშ ან სხეულის სხვა ნაწილებში, კუპრისფერი განავალი სისხლდენის გამო, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ზოგჯერ ძალიან მძიმე, რომელიც იწვევს სიყვითლეს და ნაღვლის დინების ბლოკირებას; ალერგიები, მათ შორის კოლაფსი და მძიმე რეაქციები სუნთქვის პრობლემებით, ასთმა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, კუჭის ტკივილი, დისპეფსია, პირის წვა, ქავილი (ჭინჭრის ციება), სახისა და მიმდებარე ქსოვილების შეშუპება, მხედველობის დარღვევები.

 

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს მძიმე ხასიათს, ან აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

 

ნიმესულიდი ბენეს შენახვის წესი
ნიმესულიდი ბენე არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
ნიმესულიდი ბენე ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ნიმესულიდი ბენეს მიღება შეფუთვაზე დაბეჭდილი შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

 

სად შევიძინოთ?