ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნიმესულიდი წარმოადგენს სულფონამიდების ჯგუფის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომლის ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება შესწავლილია მრავალ კვლევაში ცხოველურ ექსპერიმენტულ მოდელებზე. ნიმესულიდი ციკლოოქსიგენაზა-2 (COG-2)-ის სელექციური ინჰიბიტორია. გამომდინარე აქედან, ნიმესულიდი ნაკლებად აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს. ნიმესულიდი წარმოადგენს ერთადერთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც მოქმედებს ტკივილის და ანთების ყველა მედიატორზე. ნიმესულიდი გარკვეულ დოზებში იწვევს COG-1 ინჰიბირებას, რაც განაპირობებს ანთების უკეთეს მკურნალობას.
გარდა ამისა, ნიმესულიდი ამცირებს ტკივილს ცენტრალურ დონეზე, სპინალური და სუპრასპინალური მექანიზმით.
ჩვენებები:
ნიმესულიდი ინიშნება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ: პოსტოპერაციული ტკივილი მოტეხილობის, ღრძობის, ტრავმის, დაჭიმვის დროს; სახსრების და კუნთების დაავადებების დროს; ტკივილი ზურგში; ანთებითი და დეგენერაციული ართრიტი; მაანკილოზებელი სპონდილიტი; ოსთეოართრიტი მწვავე ფაზაში; კბილის ექსტრაქციის დროს და კბილის ქირურგიაში; გინეკოლოგიურ ქირურგიაში; ონკოლოგიურ ავადმყოფებში ტკივილის დროს
უკუჩვენებები:
ნიმესულიდისადმი მომატებული მგრძნობელობა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ღვიძლის ფუნქციების დარღვევები.
გაფრთხილება:
არასტეროიდული სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ნიმესულიდს ახასიათებს გამოკვეთილი გასტროტოქსიური მოქმედება. აქედან გამომდინარე, ნიმესულიდმა შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან, როგორიცაა სისხლდენა, წყლულის წარმოქმნა, კუჭის პერფორაცია, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ დროს, მათ შორის წინამდებარე მოვლენების (სიმპტომების) გარეშე. ნიმესულიდმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილის მხრიდან, როგორიცაა დისპეპსია. ამიტომ, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პაციენტს ანამნეზში არა აქვს არანაირი სიმპტომები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან, საჭიროა ყურადღების მიქცევა წყლულოვანი დაავადების და სისხლდენის წარმოქმნაზე. აგრეთვე საჭიროა პაციენტის გაფრთხილება მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ.
დოზირება და გამოყენების წესი:
ტაბლეტი მიიღება პერორალურად როგორც სიცხის დამწევი და ანალგეზიური საშუალება. მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ.
15 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება
გვერდითი მოვლენები და გაფრთხილებები:
ღებინების შეგრძნება, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი. პოტენციურად საშიში გვერდითი მოვლენაა ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევა ახალშობილებში.
გაფრთხილება:
ნიმუსოლი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლების დარღვეული ფუნქციით. პრეპარატი ამცირებს ბეტა-ბლოკერების და დიურეზული საშუალებების მოქმედებას. შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ნიმუსოლის და ზემოთ აღნიშნული პრეპარატების ერთდროული მიღების შესახებ.
შენახვის პირობები:
ინახება მზისგან დაცულ მშრალ ადგილას არა უმეტეს 25°c ტემპერატურაზე.
ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი: ექიმის რეცეპტით II ჯგუფი
მწარმოებელი:
LARK LABORATORIES (INDIA) LTD.
SP-1192 E. RIICO Ind. Area, Phase-IV.
Bhiwadi-301019 Distt.- Alwar (Raj.) INDIA.