ნომიცინი / Nomicin
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): nimesulide
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → პირაზოლინის წარმოებულები
- მწარმოებელი კომპანია: FINE FOODS & PHARMACEUTICALS
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: 100მგ/2გ 2გ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად საშეტი №30 (10X3)
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება-ნიმესულიდი 100 მგ
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანალგეზიური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება
ჩვენება :
მწვავე ტკივილი,მტკივნეული ოსტეორთრიტის სიმპტომური მკურნალობა,მენსტრუალური ტკივილი
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ;კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული ან წარსულში კუჭ-ნაწლავის წყლულის რეციდივი ან სისხლდენა;ღვიძლის დაავადებები ან ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;გულის უკმარისობა ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;გაციება ან გრიპი;ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;12 წლამდე ასაკი
მიღების წესი:
ნომიცინი მიიღება ექიმის დანიშნულებით.ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 100 მგ თითო პაკეთში(შემადგენლობა იხსნება ჭიქა წყალში)ორჯერ დღე-ღამეში, საკვების მიღების შემდეგ.ნომიცინის ერთჯერადი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს.
დოზირება :
მოზრდილი პაციენტები - 1 პაკეტი(100 მგ ნიმესულიდი)2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ხანდაზმული პაციენტები - სადღეღამისო დოზის კორეგირების აუცილებლობა არ არსებობს. მოზრდილები 12 - დან 18 წლამდე - ნიმესულიდის დოზის კორეგირების აუცილებლობა არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები :
აასს-ის მიღების შემდეგ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:გულისრევა,ღებინება,ფაღარათი ან შეკრულობა და ა.შ.
გამოშვების ფორმა:
N30 პაკეტი (100 მგ გრანულები).
გაცემის წესი :
ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი II ,გაიცემა ექიმის რეცეპტით.