Plasmon
ნოვალანსი / NOVALANS


ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი. 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნოვალანსის კაფსულა წარმოადგენს მჟავაგამძლე გარსს. შეიწოვება პრეპარატი თორმეტგოჯა ნაწლავსა და წვრილი ნაწლავის საწყის ნაწილში. პრეპარატის შეწოვას ხელს უშლის საკვები, ამიტომ მისი მიღება რეკომენდირებულია კვებამდე 1-2 საათით ადრე.   პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 97.7-99.4 %-ს, ამიტომ ადვილად ტრანსპორტირდება პარიეტალურ უჯრედებამდე. ლანსოპრაზოლის ბიოშეღწევადობა არის 91%, რასაც მისი მაღალი ლიპოფილურობა განაპირობებს.   ლანსოპრაზოლი ახდენს მარილმჟავას სეკრეციის ტერმინალური ფაზის ბლოკირებას,  H+/K+-ატფაზას ინჰიბირების გზით.

H+/K+-ატფაზასთან დაკავშირების შემდეგ ლანსოპრაზოლი არ აძლევს საშუალებას ატფ-ს ტუმბოს დაუკავშირდეს, შესაბამისად არ ხდება მისი დეფოსფოლირილება, არ გამოიყოფა ენერგია და ფერხდება პროტონის გადატანა გრადიენტის საწინააღმდეგო მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ლანსოპრაზოლი აფერხებს მარილმჟავას სეკრეციას, იგი ააქტიურებს ლორწოს მაპროდუცირებელ ჯირკვლებს. ლანსოპრაზოლი კუჭის ანტრალურ ნაწილში არსებულ უჯრედებში ააქტიურებს ჰიდროკარბონატების სეკრეციას,  ანეიტრალებს მჟავა გარემოს და ზრდის pH-ის მაჩვენებელს.

ლანსოპრაზოლის ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 1.3 -1.7 საათს, ხოლო კლინიკური ეფექტი გამოხატულია 12-24 საათის განმავლობაში. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა ნაღვლისა და შარდის საშუალებით.

ჩვენებები და დოზირება:

გულძმარვის და კუჭის წვენის რეგურგიტაციის მკურნალობა: 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 2 კვირის მანძილზე.

კუჭის წყლულის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე.

საყლაპავის ლორწოვანის ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი): ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე.

Helicobacter Pylori-ით გამოწვეული ინფექციის მკურნალობა: ჩვეული დოზაა ერთი 30 მგ კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში დილით და ერთი 30 მგ კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში საღამოს. მკურნალობა ყოველდღიურია 7 დღის მანძილზე.

ორსულობა და ლაქტაცია:
თუ ორსულად ხართ, ბავშვი ძუძუზე გყავთ ან არსებობს შესაძლებლობა, რომ ორსულად იყოთ, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:
ლანსოპრაზოლით მკურნალობის დროს მინიმალურია და აღინიშნება ძირითადათ დოზის გადაჭარბების დროს (გარდა ინდივიდუალური აუტანლობისა). დიარეა
, ყაბზობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერების მიმართ, ავთვისებიანი წარმონაქმნები (გარდა ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა), ჰიპოაციდული მდგომარეობები, ორსულობა (განსაკუთრებით 1 ტრიმესტრი) და ლაქტაცია (თუ დედა ძუძუთი კვებავს შვილს), სიფრთხლით ღვიძლის უკმარისობის დროს.

 

ნოვალანსი, 30 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული კაფსულები: ბლისტერში 14 კაფსულა.

სად შევიძინოთ?