Plasmon
ნოვოკაინი / Novocain


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

საინიექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ნოვოკაინს _ 0.005 გ-ს. 
დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავას 0.1 M ხსნარი pН 3.8_4.5- მდე, საინიექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: პრეპარატს ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება აქვს. სისხლში მოხვედრისას იგი ზოგად მოქმედებას ახდენს ორგანიზმზე: ამცირებს აცეტილქოლინის წარმოქმნას და აქვეითებს პერიფერიული ქოლინორეაქტიული სისტემების აგზნებას, ბლოკავს ვეგეტატიურ განგლიებს, ამცირებს გლუვი კუნთების სპაზმს, აქვეითებს გულის კუნთისა და თავის ტვინის ქერქის მოტორული ზონის აგღზნებადობას

ფარმაკოკინეტიკა
ორგანიზმში პრეპარატი ჰიდროლიზდება დიეთილამინოეთანოლისა და პარაამინობენზოის მჟავას წარმოქმნით. მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმლებით.

ჩვენებები
ინფილტრაციური და გამტარი ანესთეზია; ვაგოსიმპათიკური და პარანეფრალური ბლოკადა; ზოგადი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების პოტენცირება; პარენტერულად შესაყვანი პრეპარატების (მაგ., ანტიბიოტიკების) გასახსნელად.
დამხმარე საშუალების სახით სხვადასხვა დაავადებების დროს (ჰიპერტონული დაავადება, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზი ჰიპერტონული სინდრომით, სისხლძარღვთა სპაზმი, ფანტომური ტკივილი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ქავილი, ეგზემა, კერატიტი, გლაუკომა და სხვა).

მიღების წესები და დოზები
ვენაში ინიშნება 1_15 მლ 0.5% ხსნარი. ხსნარი შეჰყავთ ნელა. ვენაში შეყვანისას სასურველია ნოვოკაინის ხსნარი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში გაიხსნას. ინიექციების რაოდენობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხსა და მკურნალობის ეფექტურობაზე. 
პერორალურად ინიშნება 30_50 მლ 0.5% ხსნარი 2_3-ჯერ დღეში.
0.5% ხსნარის კანში ინიექცია გამოიყენება ცირკულარული და პარავერტებრული ბლოკადისათვის ეგზემის, ნეიროდერმიტების, იშიაზის და სხვა დროს.

გვერდითი მოვლენები
თავბრუხვევა, საერთო სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ალერგიული რეაქციები (დერმატიტი, კანის აქერცვლა და სხვა), შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკის განვითარება.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პროკაინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ახალშობილზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების წინ აუცილებელია სინჯის ჩატარება პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის დასადგენად.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა გულ-სისხძარღვთა, სასუნთქი და ცენტრალური ნერვული სისტემების ფუნქციების კონტროლი 
გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივი ანესთეზიის დროს ერთი და იმავე საერთო დოზის გამოყენებისას ნოვოკაინის ტოქსიკურობა მით უფრო მაღალია, რაც უფრო კონცენტრირებულია გამოყენებული ხსნარი.
დაუზიანებელი ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან ნოვოკაინი ნელა შეიწოვება, რის გამოც იგი ნაკლებად ეფექტურია ზედაპირული ანესთეზიისთვის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში ქმედებებისაგან, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება კოლაფსის განვითარებამდე, ნერვული აგზნებადობა, ტრემორი და კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა.
მკურნალობა: ადეკვატური ფილტვების ვენტილაციის შენარჩუნება, დეზინტოქსიკაციური და სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის გამოყენებამდე 10 დღით ადრე საჭიროა მაო-ს ინჰიბიტორების მოხსნა.
ნოვოკაინი ამცირებს სულფანილამიდური პრეპარატების ანტიბაქტერიულ მოქმედებას. 
ვენაში შეყვანისას ნოვოკაინი აძლიერებს ზოგადი საანესთეზიო საშუალებების, საძილე და სედატიური პრეპარატების, ნარკოტიკული საანალგეზიო საშუალებებისა და ტრანკვილიზატორების დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (რეცეპტით).

სად შევიძინოთ?