მოწითალო-ნარინჯისფერი შეფერილობის ზეთოვანი სითხე, სპეციფიკური სუნით და გემოთი.
შენიშვნა: დასაშვებია უმნიშვნელო ნალექის არსებობა, რომელიც იხსნება 40oC ტემპერატურამდე გაცხელებით.
შემადგენლობა:
მზადდება ქაცვის ნაყოფებისაგან (Hippophaes ramnoides). დამხმარე ნივთიერება: მზესუმზირის ზეთი. ქაცვის ზეთი შეიცავს ბიოლოგიუ¬რად აქტიურ ნივთიერებებს: კაროტინს და კაროტინოიდებს (არანაკლებ 50მგ%), ტოკოფეროლებს, ოლეინის, ლინოლენის, პალმიტინის, სტეარინის მჟავების გლიცერიდებს, სტერინებს.
ხელს უწყობს ჭრილობების და წყლულების შეხორცებას ქსოვილების ეპითელიზაციის და გრანულაციის დაჩქარების გზით. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული, ჰეპატოპრო¬ტექტო¬რული მოქმედება. ღვიძლის ქსოვილში ზრდის ცილების (ნუკლეინის მჟავების) შემცველობას, აუმჯობესებს ლიპიდების ცვლას და მათი პეროქსიდული დაჟანგვის პროცესებს მემბრანებში. სისხლის შრატში აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, ბეტა-ლიპოპროტეიდების და საერთო ლიპიდების რაოდენობას, რაც აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას.
პერორალურად მისაღებად:
• კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
• რეფლუქს-ეზოფაგიტი;
• საყლაპავის კიბოს სხივური თერაპია.
გარეგანი გამოყენებისთვის:
• კანის და ლორწოვანი გარსების დაზიანები (თერმული, სხივური, ქიმიური);
• ტროფიკული წყლულები;
• ნაწოლები;
• კანის სხვადასხვა დაავადებები გაჭიანურებული ეპითელიზაციის პროცესით;
• საშვილოსნოს ყელის ეროზია;
• კოლპიტები;
• ვაგინიტები;
• თვალის დამწვრობა;
• რქოვანას მცოცავი წყლული;
• პულპიტები;
• პერიოდონტიტი.
პერორალურად: 1 ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი (5მლ) 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების წინ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 10-14 დღე.
გარეგანად: ზეთოვანი საფენების სახით (გრანულატის წარმოქმნამდე). დაზიანებული უბანი წინასწარ უნდა გასუფთავდეს ნეკროზული ქსოვილებისგან.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში:
კოლპიტების და ენდოცერვიციტების დროს: ზეთი ისმება ლორწოვან გარსზე (საჭიროა ზედაპირის წინასწარი დამუშავება ბამბის ტამპონით).
საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს: ქაცვის ზეთით გაჟღენთილი ტამპონი (5-10მლ ზეთი ტამპონზე) თავსდება ეროზირებულ ზედაპირზე, ტამპონი იცვლება ყოველდღიურად.
კოლპიტების, ენდოცერვიციტისა და ეროზიის მკურნალობის კურისია 8-12 პროცედურა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მკურნალობის კურსის განმეორება 4-6 კვირის შემდეგ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
სიმწარის შეგრძნება პირის ღრუში (პერორალურად მიღებისას), წვის შეგრძნება (გარეგანი გამოყენებისას), პრეპარატის ინდივიდუალური შეუთავსებლობა.
პრეპარატის ინდივიდუალური შეუთავსებლობა, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთებითი დაავადებები, ნაღვლკენჭოვანი დაავადება.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს ზემოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილ ავადმყოფებში, ბავშვებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში.
სიფრთხილე: პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო მოქმედება.
გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეანჯღრიოთ!
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, გამონაყარი კანზე. გამონაკლის შემთხვევაში- შოკური მდგომარეობა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის ან სხვა ადსორბენტების მიღება.
ქაცვის ზეთის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგად ადამიანის ორგანიზმზე პათოლოგიური ზემოქმედება არ დაფიქსირებულა
ინახება სინათლისგან დაცულ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისიანობის ვადა: 1,5 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.