Plasmon
ოლფენი-100 რეტროკაფსულა / OLFEN™ -100 Rectocaps


შემადგენლობა 

ინფორმაცია პაციენტისთვის
წაიკითხეთ ეს ფურცელი პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე
შეინახეთ იგი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ და თქვენ არ უნდა გადსცეთ იგი სხვას. მან შეიძლება ავნოს მათ
ჯანმრთელობას მიუხედავად იმისა მათი სიმპტომები ისეთივეა როგორც თქვენი
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 1გ რექტალური კაფსულა შეიცავს ნატრიუმ დიკლოფენაკის 100მგ. 
დამხმარე ნივთიერებები: შუალედური ჯაჭვური ტრიგლიცერიდები, ტრიგლიცერიდები ჰიდროგენიზებული, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, გლიცეროლი 85%, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), პოლიეთილენგლიკოლი 20000, პოლიეთილენგლიკოლი 1‘550, გლიცეროლ მონო და დიოლეატი, პოლივინილაცეტატი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი შეიცავს დიკლოფენაკის ნატრიუმის მარილს – არასტეროიდულ აქტიურ ნივთიერებას გამოხატული ანტირევმატული, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივიგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებებით.
რევმატული დაავადებების დროს თავისი ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების წყალობით პრეპარატი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას (როგორც მოძრაობის, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში), დილის შებოჭილობას და სახსრების შესიებას და ამგვარად აუმჯობესებს ავადმყოფის მდგომარეობას. ტრავმის და ოპერაციის შემდგომი ანთებებისას პრეპარატი იძლევა სპონტანური და მოძრაობითი ტკივილების სწრაფ შემსუბუქებას. ამასთანავე ამცირებს ანთებით შემსივნებას და ჭრილობის შეშუპებას.
პრეპარატი ავლენს გამოხატულ ანალგეზიურ მოქმედებას არარევმატული წარმოშობის ზომიერი და ძლიერი ტკივილის დროს. ოპერაციისშემდგომი ტკივილის ერთდროული მკურნალობისას მკვეთრად ამცირებს ოპიოიდების საჭიროებას.
შეუძლია შეამსუბუქოს ტკივილი პირველადი დისმენორეის დროს.
სწორ ნაწლავში შეყვანის შემდეგ კაფსულის ჟელატინის გარსი დნება რამდენიმე წუთში. რექტალური კაფსულის ამგვარი ფორმა არ აღიზიანებს სწორი ნაწლავის ლორწოვანს. ჟელატინის გარსი გამძლეა მაღალი ტემპერატურის მიმართ.

ჩვენებები
• კუნთების, სახსრების, სახსრის კაფსულის, სინოვიური აბგების, მყესების, სინოვიური ბუდეების და ხერხემლის ანთებითი და დეგენერატიული (სახსროვანი და არასახსროვანი) რევმატული დაავადებები, კერძოდ ქრონიკული პოლიართრიტი, ართრიტი, ართროზი, დეგენერაციული სპონდილარტრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, სახსარგარეთა ქსოვილების რევმატული დაავადებები, ბურსიტები, ტენდოვაგინიტები, ტენდინიტები, ლუმბაგო, იშიასი, კისრის სინდრომი;
• პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევა;
• ტკივილი ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი ანთებისა და შეშუპების არეებში მაგალითად სტომატოლოგიასა და ორთოპედიაში;
• ტკივილი და/ან ანთება გინეკოლოგიაში: პირველადი დისმენორეა, ადნექსიტი;
• როგორც დამხმარე საშუალება ყელის, ცხვირის დაყურის ტკივილით მიმდინარე მაწვავე ინფექციური დაავადებებისას; ფარინგოტონ ზილიტი, ოტიტი.
ოლფენი 100 რექტოკაფსულა დადებითად მოქმედებს შაკიკის სიმპტომებზე
ზოგადი სამედიცინო პრინციპებიდან გამომდინარე ძიროთადი დაავადებების მკურნალობა უნდა ჩატარდეს შესაბამისი სამედიცინო მეთოდებით. ჩხელება არ წარმოადგენს ამ პრეპარატის გამოყენების ჩვენებას.

მიღების წესები და დოზები
ოლფენი 100 რექტოკაფსულა შეიყვანება სწორ ნაწლავში ბლაგვი ბოლოთი, რის გასაიოლებლად იგი დამუშავებულია საპოხი ნივთიერებით. საჭიროების შემთხვევაში შეყვანამდე კაფსულა შეიზლება დავასველოთ წყლით.
მოზრდილებში:
დღიური დოზა შცეულებრივ არის 100მგ (1 კაფსულა). დოზას და მკურნალობის ხანგრძლიობას ადგენს ექიმი. ღამით ტკივილისა და დილის შებოჭილობის ასაცილებლად ოლფენი 100 რექტოკაფსულის მიღებას ძილის წინ შეიძლება დავამატოთ ოლფენი 50 ტაბლეტი დღის მანძილზე (მაქსიმალურ დღიურ დოზამდე 150მგ).
პირველადი დისმენორეის დროს დოხა ჩვეულებრივ არის 100მგ, აუცილებლობის შემთხვევაში 1 მენსტრუალური ციკლის პერიოდში შეიძლება დოზა მომატოთ 200მგ-მდე.. ტერაპია იწყება პირველი სიმპტომების გაჩენისას და გრძელდება რამოდენიმე დღე დაავადების სიმპტომების მიხედვით.
ბავშვები ოლფენი 100 რექტოკაფსულაში აკტიური ნივთიერების მაღალი შემადგენლობია გამო ბავშვების მკურნალობისთვის იგი არ გამოიყენება.

უსაფრთხოების მეთოდები გამოყენებისას
ოლფენი 100 რექტოკაფსულის გამოყენება ბავშვებში დიკლოფენაკის მაღალი შემცველობის გამო არ არის მიზანშეწონილი ავადმყოფებში ჩივილებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ანამნეზში პეპტიური წყლულით, წყლულოვანი კოლიტით, კრონის დაავადებით ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით აუცილებელია გამოყენების ჩვენების ზუსტი დადგენა და გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვება.
ხანშიშესულ ავადმყოფებში სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ან პეპტიურ წყლულს და პერფორაციას ხშირად აქვთ სერიოზული შედეგები. ისინი შეიძლება განვითარდნენ მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე წინარე სიმპტომებისა და ანამნეზში რაიმე ჩვენების გარეშე
როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას ოლფენი 100 რექტოკაფსულის ხმარების დროსაც აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. თუ ოლფენი 100 რექტოკაფსულით მკურნალობის პროცესში განვითარდა პეპტიური წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პრეპარატის მირება შეწყვეტილ უნდა იქნეს.
ოლფენი 100 რექტოკაფსულით მკურნალობა უნდა შეწყდეს ღვიძლის ფუნქციების დარღვევის შემთხვევაში თუ გამოვლინდა ღვიძლის დაავადების სიმპტომები (მაგ. ჰეპატიტი) ან სხვა გამოვლინებები (მაგ. ეოზინოფილია, გამონაყარი კანზე და სხვა). ავადმყოფებმა ღვიძლისმიერი პორფირიით უნდა მიიღონ ოლფენი 100 რექტოკაფსულა სიფრთხილით, რადგან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების შეტევა.
ავადმყოფები გულისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევებით, დასუსტებული ავადმყოფები და ხანშისესულები ოლფენი 100 რექტოკაფსულით მკურნალობისას უნდა იყონ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
დასუსტებულ, ხანშიშესულ და მცირე წონიან ავადმყოფებში რეკომენდებულია გამოყენებული იქნეს უმცირესი ეფექტური დოზები. 
თუ ოლფენი 100 რექტოკაფსულა გამოიყენება ხანგრძლივად, ისევე როგორც სხვა მაღალაქტიური ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას აუცილებელია თირკლის და ღვიძლის ფუნქციებისა და სისხლის სურათის მონიტორინგი. ღოგორც სხვა ააასს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები ანაფილაქსიური/ ანაფილაქსოიდური რეაქციების ჩათვლით იმ შემთხვევაშიც კი თუ პრეპარატი გამოიყენება პირველად.
სხვა აასს მსგავსად ოლფენი 100 რექტოკაფსულამ შეიძლება დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია. ამიტომ პაციენტები კოაგულაციის დარღვევით საქიროებენ ექიმის განსაკუთრებულ ყურადღებას

გვერდითი მოვლენები
ოლფენი 100 რექტოკაფსულის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდიტი ეფექტები.
სიხშირე 
ძალიან ხშირად ( > 1/10), ხშირად ( > 1/100 < 1/10), ზოგჯერ ( > 1/1000 < 1/100), იშვიათად ( > 1/10000 < 1/1000), ძალიან იშვიათად ( < 1/10000).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ზოგჯერ ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სპაზმები მუცელში, დისპეპსია, მეტეორიზმი, უმადობა და ადგილობრივი გაღიზიანება
იშვიათად; კუჭ-ნაწლავის სისხლდენები (სისხლიანი ღებინება, შავი განავალი, სისხლიანი ფაღარათი). კუჭის წყლული სისხლდენით ან მის გარეშე, ან პერფორაცია. თუ ოლფენი 100 რექტოკაფსულის გამოყენებისას ჩნდება წყლულები ან ჰემორაგიები მომნელებელ ტრაქტში წამალი უნდა მოიხსნას.
ძალზე იშვიათად: შესაძლებელია არასპეციფიური ჰემორაგიული კოლიტის გაჩენა, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავება, აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავის დაზიანება, დიაფრაგმის მაგვარი ნაწლავის სტრიქტურები, შეკრულობა, პანკრეატიტი.
ცენტრალური ნერვული სისტემა ზოგჯერ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო.
იშვიათად დაღლილობა;
ძალზე იშვიათად: მგრძნობელბის დარღვევა, პარესთეზია, მეხსიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანებადობა, სპაზმი, დეპრესია, მოუსვენრობა, კოშმარული სიზმრები, კიდურების კანკალი, ფსიქიკური რეაქციები, ასეპტიური მენინგიტი.
გრძნობის ორგანოები ძალზე იშვიათად მხედველობის დარღვევა (დაბინდულობა, დიპლოპია), სმენის დარღვევა, ხმაური ყურებში, გემოვნების დარღვევა.
კანი ზოგჯერ გამონაყარი კანზე
იშვიათად ჭინჭრის ციება
ძალზე იშვიათად ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, მულტიფორმული ერითემა,, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი), ერითროდერმია (ექსფოლიატური დერმატიტი), თმის ცვენა, ფოტოსენსიბილიზაცია, პურპურა ალერგიული პურპურის ჩათვლით.
თირკმლები იშვიათად შეშუპება,
ძალზე იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროტული სინდრომი, მანეკროზებელი პაპილიტი.
ღვიძლი ხშირად ღვიზლის ფერმენტების (ამინოტრანსფერაზების) მომატება სისხლის შრატში, ზოგჯერ ზომიერ ან მაღალ ხარისხში.
ზოგჯერ; ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე,
ძალზე იშვიათად ელვისებური ჰეპატიტი.
სისხლი ძალზე იშვიათად თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია. ზემგრძნობელობა იშვიათად ზემგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ასთმა, ანაფილაქსიური/ ანაფილაქსოიდური სისტემური რეაქციები ჰიპოტენზიის ჩათვლით)
ძალზე იშვიათად ვასკულიტი, პნევმონია. გულ-სისხლძარღვთა სისტემა ძალზე იშვიათად გულისცემის აჩქარება, ტკივილი გულის არეში, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.
რაიმე უცნაური რეაქციის განვითარებისას აუცილებლად მოეთათბირეთ ექიმს პრეპარატის მიღების გაგრძელების შესახებ.

უკუჩვენება
• ზემგრძნობელობა აქტიური ნივთიერებისა და მისი სხვა შემადგენლების მიმართ, 
• როგორც სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები ოლფენი 100 რექტოკაფსულა წინააღმდეგ ნაჩვენებია ავადმყოფებში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, ასთმის შეტევით, ჭინჭრის ციებით ან მწვავე რინიტით, რომლებიც გამოვლინდნენ აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.
• პროქტიტი;
• ორსულობის III ტრიმესტრი;
• კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი;
• გულის მძიმე უკმარისობა;
• ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
• თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 30მლ/წთ);
• ავადმყოფები ოპერაციისშემდგომი სისხლდენის მაღალი რისკით ან არასრული ჰემოსტაზით, ჰემოპოეზის დარღვევით ან ცერებროვასკულური სისხლდენით;
• ოლფენი 100 რექტოკაფსულის მიღება არ არის რეკომენდებული ანტიკოაგულანტების მაღალ დოზებთან ან ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში;
• ოლფენი 100 რექტოკაფსულა არ ენიშნებათ ბავშვებს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის 1 და 11 ტრიმესტრში, ოლფენ 100 რექტოკაფსულის გამოყენების კონტროლირებადი შესწავლა არ ჩატარებულა, ოლფენი 100 რექტოკაფსულის გამოყენება ორსულობის 111 ტრიმესტრში მიზანშეწონილი არ არის იმის გამო, რომ პროსტაგლანდინსინთეტაზის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინარის ვადამდელი დახშობა და საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა. ორსულობისა და ლაქტაციის დროს ოლფენი 100 რექტოკაფსულის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი ჩვენებით ექიმის მეთვალყურეობით.

განსაკუთრებული მითითებები
ავადმყოფები თავბრუსხვევით ან ცნს სხვა დარღვევებით, მათ შორის მხედველობის დარღვევით არ უნდა მართავდნენ ტრანსპორტს ან მუშაობდნენ მექანიზმებთან.

ჭარბი დოზირება
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებით მწვავე მოწამვლის მკურნალობა დაფუძნებულია დამხმარე და სიმპტომურ მეთოდებზე. დიკლოფენაკის დოზის გადამეტების ტიპიური ნიშნები ცნობილი არ არის.
მკურნალობა ისეთი გართულებებისა როგორიცაა ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება და სუნთქვის გაძნელება არის დამხმარე და სიმპტომური. სპეციალური თერაპია, როგორიცაა ფორსირებული დიურეზი, დიალიზი ან ჰემოპერფუზია ალბათ არ არის მნიშვნელოვანი აასს გამოსაყვანად მათი ცილებთან შეკავშირებისა და ექსტენზიური მეტაბოლიზმის მაღალი ხარისხის გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენ იღებს სხვა მედიკამენტქბს აუცილებლად უთხარით მკურნალ ექიმს. ოლფენი 100 რექტოკაფსულის გამოყენებისას არ მიიღოთ არცერთი სხვა მედიკამენტი (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემიც) ექიმთან შეთანხმების გარეშე. უკონტროლო მკურნალობამ შეიძლება ავნოს თქვენს ჯანმრთელობას.
ლითიუმი, დიგოქსინი ოლფენი 100 რექტოკაფსულამ ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაზარდოს ლითიუმის ან დიგოქსინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
დიურეტიკები სხვა აასს მსგავსად ოლფენი 100 რექტოკაფსულამ შეიძლება შეამციროს დიურეტიკების ეფექტურობა. Kალიუმ შემნახველ დიურეტიკებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია ამიტომ საჭიროა შრატში კალიუმის კონცენტრაციის რეგულარული განსაზღვრა.
არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებები. სხვადასხვა სისტემური არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებიბისა ან სისტემური გლუკოკორტიკოიდების ერთდროულმა გამოყენებამ
შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტი.
ანტიკოაგულანტები კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ოლფენი 100 რექტოკაფსულა არ ურთიერთქმედებს ანტიკოაგულანტებთან. თუმცა თუ ოლფენი 100 რექტოკაფსულას ნიშნავენ ანტიკოაგულანტებთან ერთად სიფრთხილისათვის აუცილებელია ლაბორატორიულად შემოწმდეს
მოსალოდნელი ანტიკოაგულანტური ეფექტი. ნატრიუმის დიკლოფენაკის მაღალი დოზები (200მგ)
იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის შექცევად დათრგუნვას.
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ოლფენი 100 რექტოკაფსულა შეიძლება გამოყენებულ იქნეს პერორალურ ანტიდიაბეტულ საშუალებებტან ერთად რადგან ისინი არ შედიან ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში.. თუმცა არის ერთეული ცნობები ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური რეაქციებისა ოლფენი 100 რექტოკაფსულის გამოყენებისას რაც საჭიროებდა რომელიმე მათგანის დოზის კორექციას.
მეტოტრექსატი სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებების გამოყენებისას მეტოტრექსატის გამოყენებამდე და შემდეგ 24 სთ მანძილზე, რადგან მეტოტრექსატის დოზამ პლაზმაში და ტოქსიურობამ შეიძლება მოიმატოს. ციკლოსპორინი. ოლფენი 100 რექტოკაფსულასთან ერთდროული გამოყენებისას ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობამ შეიძლება მოიმატოს.
ქინოლონის ანტიბიოტიკები აღინიშნებოდა კრუნჩხვების ერთეული შემთხვევები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო მათ ერთდროულ გამოყენებასთან.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე. 
ვარგისიანობის ვადა 5 წელი. პრეპარატი არ უნდა იყოს გამოყენებული შეფუთვაზე ნაჩვენები ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.

სად შევიძინოთ?