Plasmon
ოლფენი 75 / OLFEN 75


შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: 2მლ ხსნარი შეიცავს ნატრიუმ დიკლოფენაკის 75მგ. და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 20მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნ-აცეტილცისტეინი, დინატრიუმი ედეტატი, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი 400, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი შეიცავს დიკლოფენაკის ნატრიუმის მარილს – არასტეროიდულ აქტიურ ნივთიერებას გამოხატული ანტირევმატული, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებებით.
რევმატული დაავადებების დროს თავისი ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების წყალობით პრეპარატი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას (როგორც მოძრაობის, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში), დილის შებოჭილობას და სახსრების შესიებას და ამგვარად აუმჯობესებს ავადმყოფის მდგომარეობას. ტრავმის და ოპერაციის შემდგომი ანთებებისას პრეპარატი იძლევა სპონტანური და მოძრაობითი ტკივილების სწრაფ შემსუბუქებას. ამასთანავე ამცირებს ანთებით შემსივნებას და ჭრილობის შეშუპებას.
პრეპარატი ავლენს გამოხატულ ანალგეზიურ მოქმედებას არარევმატული წარმოშობის ზომიერი და ძლიერი ტკივილის დროს. 
პრეპარატი განსაკუთრებით ნაჩვენებია ანთებითი და დეგენერაციული რევმატული დაავადებებისა და აგრეთვე არარევმატული წარმოშობის ტკივილის დროს. აუმჯობესებს მდგომარეობას ინექციიდან 15-30 წუთში ოპერაციისშემდგომი ტკივილის ერთდროული მკურნალობისას მკვეთრად ამცირებს ოპიოიდების საჭიროებას. შეუძლია შეამსუბუქოს ტკივილი პირველადი დისმენორეის დროს.

ჩვენებები
პრეპარატი ინიშნება კუნთშიგა ინექციის სახით შემდეგი მდგომარეობების დროს:
• რევმატიზმის ანთებითი და დეგენერატიული ფორმების გამწვავება (რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, დეგენერაციული სპონდილოართრიტი, ხერხემლის პათოლოგიური სინდრომი, არასახსროვანი რევმატიზმი). 
• პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევა;
• თირკმლისა და ღვიძლის კოლიკა; 
• ტკივილი, ანთება და შეშუპება ტრავმისა და ქირურგიული ჩარევების შემდეგ.

მიღების წესები და დოზები
გეჭიროთ ამპულა ნიშნულით ზემოთ, დაუკაკუნეთ ამპულას ზემო ნაწილში, რათა სითხე ჩამოიღვაროს ქვემოთ მოზრდილებში:
ნერვებისა და სხვა ქსოვილების დაზიანების ასაცილებლად უნდა დავიცვათ შემდეგი წესები: ხსნარი უნდა შევიყვანოთ კუნთებში ღრმად დუნდულოს გარეთა ზედა მეოთხედში დღეში ერთჯერ. ძლიერი ტკივილის დროს მაგ. კოლიკისას შეიძლება გავუკეთოთ ორჯერ დღეში რამდენიმე საათის ინტერვალით სხვადსხვა ადგილას. პრეპარატის პარენტერული შეყვანა ოლფენის სხვა ფორმებთან ერთდროულად (ლაქტაბი, დეპოკაფსი და რექტოკაფსი) დასაშვებია იმ ანგარიშით რომ დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 150მგ. პარენტერალური მკურნალობა გამოყენებული უნდა იყოს არა უმეტეს 2 დღისა. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ოლფენის ლაქტაბით, დეპოკაფსულით ან რექტოკაფსულით.
ბავშვები ოლფენი 75 ბავშვებში 14 წლის ასაკამდე არ გამოიყენება.
უსაფრთხოების მეთოდები გამოყენებისას
ოლფენი 75 გამოყენება ბავშვებში დიკლოფენაკის მაღალი შემცველობის გამო არ არის მიზანშეწონილი. ავადმყოფებში ჩივილებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ანამნეზში პეპტიური წყლულით, წყლულოვანი კოლიტით, კრონის დაავადებით ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით აუცილებელია გამოყენების ჩვენების ზუსტი დადგენა და გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვება.
ხანშიშესულ ავადმყოფებში სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ან პეპტიურ წყლულს და პერფორაციას ხშირად აქვთ სერიოზული შედეგები. ისინი შეიძლება განვითარდნენ მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე წინარე სიმპტომებისა და ანამნეზში რაიმე ჩვენების გარეშე
თუ ოლფენი 75 მკურნალობის პროცესში განვითარდა პეპტიური წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პრეპარატის მიღება შეწყვეტილ უნდა იქნეს.
ოლფენი 75 მკურნალობა უნდა შეწყდეს ღვიძლის ფუნქციების დარღვევის შემთხვევაში თუ გამოვლინდა ღვიძლის დაავადების სიმპტომები (მაგ. ჰეპატიტი) ან სხვა გამოვლინებები (მაგ. ეოზინოფილია, გამონაყარი კანზე და სხვა). ავადმყოფებმა ღვიძლისმიერი პორფირიით უნდა მიიღონ ოლფენი 75 სიფრთხილით, რადგან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების შეტევა.
ავადმყოფებს გულისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევებით, ხანშიშესულებს, პირებს რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, აგრეთვე მათ ვისაც რაიმე მიზეზით აღენიშნებათ სითხის დეფიციტი უჯრედგარეთა სივრცეში, მაგ ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ, უნდა ჩაუტარდეთ თირკმლების ფუნქციის მონიტორინგი.
დასუსტებულ, ხანშიშესულ და მცირე წონიან ავადმყოფებში რეკომენდებულია გამოყენებული იქნეს უმცირესი ეფექტური დოზები. 
თუ ოლფენი 75 გამოიყენება ხანგრძლივად აუცილებელია თირკლის და ღვიძლის ფუნქციებისა და სისხლის სურათის მონიტორინგი. 
როგორც სხვა ააასს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები ანაფილაქსიური/ ანაფილაქსოიდური რეაქციების ჩათვლით იმ შემთხვევაშიც კი თუ პრეპარატი გამოიყენება პირველად.
სხვა აასს მსგავსად ოლფენი 75 შეიძლება დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია. ამიტომ პაციენტები კოაგულაციის დარღვევით საქიროებენ ექიმის განსაკუთრებულ ყურადღებას.

გვერდითი მოვლენები
სიხშირე
ძალიან ხშირად ( > 1/10), ხშირად ( > 1/100 < 1/10), ზოგჯერ ( > 1/1000 < 1/100), იშვიათად ( > 1/10000 < 1/1000), ძალიან იშვიათად ( < /10000).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ზოგჯერ ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სპაზმები მუცელში, დისპეპსია, მეტეორიზმი, უმადობა 
იშვიათად; კუჭ-ნაწლავის სისხლდენები (სისხლიანი ღებინება, შავი განავალი, სისხლიანი ფაღარათი). კუჭის წყლული სისხლდენით ან მის გარეშე, ან პერფორაცია. 
ძალზე იშვიათად: შესაძლებელია აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი, არასპეციფიური ჰემორაგიული კოლიტი, საყლაპავის დაზიანება, დიაფრაგმის მაგვარი ნაწლავის სტრიქტურები, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავება, შეკრულობა, პანკრეატიტი.
ცენტრალური ნერვული სისტემა ზოგჯერ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა
იშვიათად დაღლილობა;
ძალზე იშვიათად: მგრძნობელბის დარღვევა, პარესთეზია, მეხსიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანებადობა, სპაზმი, დეპრესია, მოუსვენრობა, კოშმარული სიზმრები, კიდურების კანკალი, ფსიქიკური რეაქციები, ასეპტიური მენინგიტი.
გრძნობის ორგანოები ძალზე იშვიათად მხედველობის დარღვევა (დაბინდულობა, დიპლოპია), სმენის დარღვევა, ხმაური ყურებში, გემოვნების დარღვევა.
კანი ზოგჯერ გამონაყარი კანზე
იშვიათად ჭინჭრის ციება
ძალზე იშვიათად ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, მულტიფორმული ერითემა,, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი), ერითროდერმია (ექსფოლიატური დერმატიტი), თმის ცვენა, ფოტოსენსიბილიზაცია, პურპურა ალერგიული პურპურის ჩათვლით.
თირკმლები იშვიათად შეშუპება,
ძალზე იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროტული სინდრომი, მანეკროზებელი პაპილიტი.
ღვიძლი ხშირად ღვიძლის ფერმენტების (ამინოტრანსფერაზების) მომატება სისხლის შრატში, ზოგჯერ ზომიერ ან მაღალ ხარისხში.
ზოგჯერ; ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე,
ძალზე იშვიათად ელვისებური ჰეპატიტი.
სისხლი ძალზე იშვიათად თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია.
ზემგრძნობელობა იშვიათად ზემგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ბროქოსპაზმი, ანაფილაქსიური/ ანაფილაქსოიდური სისტემური რეაქციები ჰიპოტენზიის ჩათვლით)
ძალზე იშვიათად ვასკულიტი, პნევმონია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა ძალზე იშვიათად გულისცემის აჩქარება, ტკივილი გულის არეში, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.
რეაქცია შეყვანის ადგილას ზოგჯერ არასასურველი რეაქციები შეყვანის ადგილას მაგ. ტკივილი და ქსოვილების შეშუპება
ძალზე იშვიათად აბსცესი და ნეკროზი კუნთშიდა ინექციის არეში
რაიმე უცნაური რეაქციის განვითარებისას აუცილებლად მოეთათბირეთ ექიმს პრეპარატის მიღების გაგრძელების შესახებ.

უკუჩვენება
• ზემგრძნობელობა აქტიური ნივთიერებისა და მისი სხვა შემადგენლების მიმართ, 
• როგორც სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები ოლფენი 75 წინააღმდეგ ნაჩვენებია ავადმყოფებში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, ასთმის შეტევით, ჭინჭრის ციებით ან მწვავე რინიტით, რომლებიც გამოვლინდნენ აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.
• ორსულობის III ტრიმესტრი;
• კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი;
• გულის მძიმე უკმარისობა;
• ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
• თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 30მლ/წთ);
• ავადმყოფები ოპერაციის შემდგომი სისხლდენის მაღალი რისკით ან არასრული ჰემოსტაზით, ჰემოპოეზის დარღვევით ან ცერებროვასკულური სისხლდენით;
• ოლფენი 75 მიღება არ არის რეკომენდებული ანტიკოაგულანტების მაღალ დოზებთან ან ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში;
• ოლფენი 75 გამოცდილების არ არსებობის გამო არ ენიშნებათ ბავშვებს 14 წლის ასაკამდე.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის 1 და 11 ტრიმესტრში, ოლფენ 75 გამოყენების კონტროლირებადი შესწავლა არ ჩატარებულა, ოლფენი 75 გამოყენება ორსულობის 111 ტრიმესტრში მიზანშეწონილი არ არის იმის გამო, რომ პროსტაგლანდინსინთეტაზის ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინარის ვადამდელი დახშობა და საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა. ორსულობისა და ლაქტაციის დროს ოლფენი 75 გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი ჩვენებით ექიმის მეთვალყურეობით.

განსაკუთრებული მითითებები
ავადმყოფები ვერტიგოთი ან ცნს სხვა დარღვევებით, რომლებიც ასუსტებენ მხედველობას არ უნდა მართავდნენ ტრანსპორტს ან მუშაობდნენ მექანიზმებთან.

ჭარბი დოზირება
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებით მწვავე მოწამვლის მკურნალობა დაფუძნებულია დამხმარე და სიმპტომურ მეთოდებზე. დიკლოფენაკის დოზის გადამეტების ტიპიური ნიშნები ცნობილი არ არის.
მკურნალობა ისეთი გართულებებისა როგორიცაა ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება და სუნთქვის გაძნელება არის დამხმარე და სიმპტომური. სპეციალური თერაპია, როგორიცაა ფორსირებული დიურეზი, დიალიზი ან ჰემოპერფუზია ალბათ არ არის მნიშვნელოვანი აასს გამოსაყვანად მათი ცილებთან შეკავშირებისა და ექსტენზიური მეტაბოლიზმის მაღალი ხარისხის გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენ იღებს სხვა მედიკამენტქბს აუცილებლად უთხარით მკურნალ ექიმს. ოლფენი 100 რექტოკაფსულის გამოყენებისას არ მიიღოთ არცერთი სხვა მედიკამენტი (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემიც) ექიმთან შეთანხმების გარეშე. უკონტროლო მკურნალობამ შეიძლება ავნოს თქვენს ჯანმრთელობას.
ლითიუმი, დიგოქსინი ოლფენი 75 ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაზარდოს ლითიუმის ან დიგოქსინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
დიურეტიკები სხვა აასს მსგავსად ოლფენი 75 შეიძლება შეამციროს დიურეტიკების ეფექტურობა. კალიუმ შემნახველ დიურეტიკებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია ამიტომ საჭიროა შრატში კალიუმის კონცენტრაციის რეგულარული განსაზღვრა.
არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებები. სხვადასხვა სისტემური არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებებისა ან სისტემური გლუკოკორტიკოიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტი.
ანტიკოაგულანტები კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ოლფენი 75 არ ურთიერთქმედებს ანტიკოაგულანტებთან. თუმცა თუ ოლფენი 75 ნიშნავენ ანტიკოაგულანტებთან ერთად სიფრთხილისათვის აუცილებელია ლაბორატორიულად შემოწმდეს მოსალოდნელი ანტიკოაგულანტური ეფექტი. ნატრიუმის დიკლოფენაკის მაღალი დოზები (200მგ) იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის შექცევად დათრგუნვას.
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ოლფენი 75 შეიძლება გამოყენებულ იქნეს პერორალურ ანტიდიაბეტულ საშუალებებთან ერთად რადგან ისინი არ შედიან ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში.. თუმცა არის ერთეული ცნობები ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური რეაქციებისა ოლფენი 75 გამოყენებისას რაც საჭიროებდა რომელიმე მათგანის დოზის კორექციას.
მეტოტრექსატი სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებების გამოყენებისას მეტოტრექსატის გამოყენებამდე და შემდეგ 24 სთ მანძილზე, რადგან მეტოტრექსატის დოზამ პლაზმაში და ტოქსიურობამ შეიძლება მოიმატოს.
ციკლოსპორინი. ოლფენი 75 ერთდროული გამოყენებისას ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობამ შეიძლება მოიმატოს. ქინოლონის ანტიბიოტიკები აღინიშნებოდა კრუნჩხვების ერთეული შემთხვევები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო მათ ერთდროულ გამოყენებასთან.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე. 
ვარგისიანობის ვადა 5 წელი. პრეპარატი არ უნდა იყოს გამოყენებული შეფუთვაზე ნაჩვენები ვარგისი¬ა¬ნო¬ბის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.

სად შევიძინოთ?