Plasmon
ოლფენ გელი / Olfen gell


შემადგენლობა

აქტიური კომპონენტი: 1გ გელი შეიცავს ნატრიუმ დიკლოფენაკის 10მგ. დამხმარე ნივთიერებები: რძის მჟავა, დი-იზოპროპილადიპატი,ისოპროპილის სპირტი, ნატრიი მეტაბისულფიტი (E223), ჰიდროქსიეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოლფენი გელი გარეგანი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო და ტკივილდამაყუჩებელი საშუალებაა. შეიცავს 1% ნატრიუმ დიკლიფენაკს გელის საფუძველზე. ადგილობრივ გამოყენებისას იგი აღწევს კანში და გროვდება კანქვეშა ქსოვილებში. მისი მოქმედების მექანიზმის უმნიშვნელოვანესი რგოლად ითვლება დიკლოფენაკის მიერ პროსტოგლანდინის ბიოსინთეზის დათრგუნვა. რევმატული და ტრავმის შემდგომი ანთებების დროს ოლფენი გელი ავლენს ტკივილდამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოწმედებებს, ამცირებს შესიებას და აჩქარებს ფუნქციის აღდგენას.

ჩვენებები
ადგილობრივი მკურნალობისთვის:
• რბილი ქსოვილების რევმატიზმის ლოკალური ფორმები, როგორიცაა ტენდოვაგინიტი, მხრის სინდრომი, ბურსიტი, პერიართროპათია
• ლოკალური რევმატული დარღვევები, როგორიცაა სახსრებისა და ხერხემლის ართროზები, 
• მყესების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმისშემდგომი ანთებები, როგორიცაა ღრძობა და დაჭიმულობა, რომელთა დროს კანი დაზიანებული არ არის.

მიღების წესები და დოზები
გელი მოწოდებულია მხოლოდ გარეგანი ხმარებისათვის
მოძრდილებში:
გამოყენებული რაოდენობა დამოკიდებულია წასასმელი ნაწილის ზომაზე. დაახლოებით 2-4გ (1-2 თითის ბოლოს ტოლი) ოლფენის გელი საკმარისია 400 – 800 კვ.სმ ზედაპირზე წასასმელად. გამოიყენება 3-4 დღეში (შეზელვა საჭირო არ არის).
ეფექტის შესანარჩუნებლად შეიძლება მისი გამოყენება ოლფენის სხვა ფორმებთან კომბინაციაში. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15გ. მკურნალობის ხანგრძლიობა დამოკიდებულია ჩვენებაზე, თუმცა მკურნალობის მიზანშეწონილობა უნდა გადამოწმებულ იქნას 2 კვირა მკურნალობის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები; 
იშვიათად ალერგიული ან გაღიზიანებული დერმატიტი ქავილით, შეწითლებული და შესიებული პაპულებით, ბუშტუკების გაჩენით და კანის აქერცვლით.
სისტემური რეაქციები:
შესაძლებელია გამონაყრის, სინათლეზე ზემგრძნობელობისა და ზემგრძნობელობის გენერალიზებული რეაქციების (მაგ. ასთმის შეტევა ან კვინკეს შეშუპება) ერთეული შემთხვევები
სისტემური გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა დიკლოფენაკის ადგილობრივი გამოყენებისას უმნიშვნელოა მისი პერორალურად გამოყენებასთან შედარებით.
თუ ოლფენი გელი გამოიყენება კანის დიდ ზედაპირებზე და ხანგრძლივი დროით მაშინ არ შეიძლება გამოვრიცხოთ სისტემური გვერდითი მოივლენების განვითარება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დიკლოფენაკის სხვა ფორმების ინსტრუქციებში მოცემული ინფორმაციებით სარგებლობა.

უკუჩვენება
• ოლფენ გელის გამოყენება არ შეიძლება დიკლოფენაკისა და ოლფენის სხვა შემადგენლების მიმართ, როგორიცაა ნატრიუმის მეტაბისუკფიტი, იზოპროპილის სპირტი.
• სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა 
• კანზე ეგზემის გამოვლინების დროს; 
• კანზე ღია ჭრილობების დროს. 

უსაფრთხოების მეთოდები გამოყენებისას
არ შეიძლება ოლფენი გელის წასმა ყრუ, ჰაერისათვის გაუმტარი ნახვევების ქვეშ. გელის წასმა შეიძლება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე. იგი არ უნდა მოხვდეს თვალში ან ლორწოვან გარსებზე. აუცილებელია მოვერიდოთ ოლფენის ხმარებას დიდ ზედაპირებზე და დიდი დოზებით.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის 1 და 11 ტრიმესტრში, ოლფენ გელის გამოყენების კონტროლირებადი შესწავლა არ ჩატარებულა, ამიტომ გადაწყვეტილება მისი გამოყენების შესახებ უნდა მიიღოს მკურნალმა ექიმმა. 
ოლფენი გელის გამოყენება ორსულობის 111 ტრიმესტრში მიზანშეწონილი არ არის არტერიული სადინარის ვადამდელი დახშობისა და საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვის შესაძლებლობის გამო

ლაქტაცია: ნაკლებ სავარაუდოა, რომ დიკლოფენაკი გავიდეს დედის რძეში, მაგრამ არავითარი გამოცდილება მისი გამოყენებისა ლაქტაციის პერიოდში არ არსებობს. ბავშვებში ოლფენის გელის გამოყენება და უსაფრთხოება დღემდე დადასტურებულკი არ არის

ჭარბი დოზირება
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებით მწვავე მოწამვლის მკურნალობა დაფუძნებულია დამხმარე და სიმპტომურ მეთოდებზე. იკლოფენაკის დოზის გადამეტების ტიპიური ნიშნები ცნობილი არ არის.
გვერდითი მოქმედებით ან ზედმეტი დოზირებით გამოწვეული რაიმე სიმპტომების განვითარებისას საჭიროა გამოყენებულ იქნას ჩვეულებრივი ზოგადი თერაპიული მეთოდები, რომლებიც იხმარება არასტეროიდული საშუალებებით ინტოქსიკაციისას. გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა ისეთი გართულებებისა როგორიცაა ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები,კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება და სუნთქვის გაძნელება 
სპეციალური თერაპია, როგორიცაა ფორსირებული დიურეზი, დიალიზი ან ჰემოპერფუზია მცირედ ეფექტურია ასას გამოსაყვანად მათი ცილებთან შეკავშირებისა და ექსტენზიური მეტაბოლიზმის მაღალი ხარისხის გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ ყოფილა ცნობა სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების რაიმე შემთხვევისა ოლფენ გელის გამოყენების დროს.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა 5 წელი. პრეპარატი არ უნდა იყოს გამოყენებული შეფუთვაზე ნაჩვენები ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეინახეთ მშრალ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის (250C - მდე) ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

სად შევიძინოთ?