Plasmon
ომეპრაზოლი კორჰისპანა / OMEPRAZOL Korhispana


რას წარმოადგენს ომეპრაზოლი კორჰისპანა და რისთვის გამოიყენება

ომეპრაზოლი კორჰისპანას მოქმედი ნივთიერებაა ომეპრაზოლი. ის მიეკუთვნება ‘პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების’ პრეპარატთა ჯგუფს. ეს პრეპარატი ამცირებს კუჭის მიერ მჟავას წარმოქმნას. 

ომეპრაზოლი კორჰისპანა გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ზრდასრულები:
• ‘’გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების’’ (GERD). ამ დაავადების დროს კუჭის მჟავა გადადის საყლაპავში (მილი, რომელიც აერთებს ყელს კუჭთან) და იწვევს ტკივილს, ანთებას და წვას. 
• წყლულები ნაწლავის ზედა არეში (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), ან კუჭის არეში (კუჭის წყლული).
• Helicobacter pylori-თ გამოწვეული წყლული. თუ გაქვთ ეს დაავადება, ექიმმა შეიძლება ასევე დაგინიშნოთ ანტიბიოტიკები ინფექციის სამკურნალოდ და წყლულის მოსაშუშებლად.  
• აასს (ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებების) მიღებასთან დაკავშირებული წყლულები. ომეპრაზოლი კორჰისპანა ასევე გამოიყენება აასს მიღებისას წყლულის განვითარების პრევენციისათვის.
• პანკრეასის სიმსივნით გამოწვეული კუჭის ჭარბი მჟავიანობა (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი).

 

ბავშვები:

1 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და ≥10კგ-ზე
• ‘გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება’ (GEღD). ამ დაავადების დროს კუჭის მჟავა გადადის საყლაპავში (მილი, რომელიც აერთებს ყელს კუჭთან) და იწვევს ტკივილს, ანთებას და წვას. ბავშვებში სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კუჭის შიგთავსის გადასვლას პირის ღრუში (რეგურგიტაცია), ღებინებას და წონის არასაკმარის მატებას. 

 

4 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზარდები

• Helicobacter pylori-თ გამოწვეული წყლული. თუ თქვენს შვილს აქვს ეს დაავადება, ექიმმა შეიძლება ასევე დანიშნოს ანტიბიოტიკები ინფექციის სამკურნალოდ და წყლულის მოსაშუშებლად.  

 

2. ომეპრაზოლი კორჰისპანას მიღებამდე 

არ გამოიყენოთ ომეპრაზოლი კორჰისპანა
• თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ომეპრაზოლის, ან ომეპრაზოლი კორჰისპანას სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.
• თუ ხართ ალერგიული პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების შემცველი პრეპარატებისადმი (მაგ. პანტოპრაზოლე, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი). 
• თუ იღებთ ნელფინავირის შემცველ პრეპარატებს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ომეპრაზოლი კორჰისპანას მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

სიფრთხილის ზომები

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ომეპრაზოლი კორჰისპანას მიღებისას

ომეპრაზოლი კორჰისპანამ შეიძლება შენიღბოს სხვა დაავადებების სიმპტომები. ამიტომ, თუ ომეპრაზოლი კორჰისპანას მიღებამდე, ან მკურნალობის პერიოდში აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს: 
• წონის უეცარი კლება და ყლაპვის გაძნელება.
• კუჭის ტკივილი, ან დისპეფსია.
• ღებინება, ან სისხლიანი ღებინება.
• მუქი განავალი (სისხლიანი განავალი).
• მწვავე, ან შეუპოვარი დიარეა, რადგან ომეპრაზოლის მიღებისას იყო ცნობები უმნიშვნელოდ გაზრდილი ინფექციური დიარეის შესახებ. 
• ღვიძლის მძიმე დაავადება.
• თუ ოდესმე გქონდათ კანის რეაქციები ომეპრაზოლი კორჰისპანას მსგავსი პრეპარატების მიღებისას, რომლებიც აქვეითებენ მჟავიანობას კუჭში
• თუ აღგენიშნებათ გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ არსებულ ადგილებში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ომეპრაზოლი კორჰისპანას მიღების შეწყვეტა. ასევე აცნობეთ ექიმს სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგ. როგორიცაა სახსრების ტკივილი. 

 

თუ ომეპრაზოლს იღებთ ხანგრძლივად (1 წელზე მეტ ხანს), ექიმი სავარაუდოდ მუდმივად ჩაგიტარებთ შემოწმებებს. ყოველი ვიზიტისას აცნობეთ ექიმს თუ შენიშნეთ რაიმე ახალი და უჩვეულო სიმპტომები და გარემოებები. 

გამოყენება სხვა პრეპარატებთან 

აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ. ომეპრაზოლი კორჰისპანამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებაზე და ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს ომეპრაზოლი კორჰისპანას ეფექტზე. 

არ მიიღოთ ომეპრაზოლი კორჰისპანა თუ იღებთ ნელფინავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს: 

- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზილი და ვორიკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), 

- დიგოქსინი (გამოიყენება გულის დაავადებების დროს)

- დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ, კუნთების მოსადუნებლად, ან ეპილეფსიის დროს)

- ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს). ფენიტოინის გამოყენებისას ექიმმა უნდა გაგიწიოთ ზედამხედველობა ომეპრაზოლის მიღების დაწყებისას და დასრულებისას

- პრეპარატები თრომბის წარმოქმნის პრევენციისათვის, როგორებიცაა ვარფარინი და K ვიტამინის ანტაგონისტები. ექიმი გაგიწევთ ზედამხედველობას ომეპრაზოლის მიღების დაწყებისას და დასრულებისას

- რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ)

- ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)

- ტაკროლიმუსი (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის დროს)

- კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ)

- ცილოსტაზოლი (გამოიყენება გარდამავალი კოჭლობის სამკურნალოდ)

- საქინავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)

- კლოპიდოგრელი (გამოიყენება სისხლის შედედების (თრომბი) თავიდან ასაცილებლად.

თუ ექიმმა Helicobacter pylori ინფეცტიონ–ით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ ომეპრაზოლი კორჰისპანასთან ერთად დაგინიშნათ ანტიბიოტიკები ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი, მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ სხვა პრეპარატებს.

ომეპრაზოლი კორჰისპანას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაფსულების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად, ან მისგან დამოუკდებლად.  

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას ომეპრაზოლი კორჰისპანას მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწვეტილებას ომეპრაზოლი კორჰისპანას მიღების შესახებ.

ექიმი მიიღებს გადაწვეტილებას ომეპრაზოლი კორჰისპანას ლაქტაციის პერიოდში მიღების შესახებ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ომეპრაზოლი კორჰისპანამ ნაკლებსავარაუდოა გალვენა მოახდინოს მართვის, 

ხელსაწყოების გამოყენების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა თავბრუსხვევა და დარღვევები მხედველობის მხრივ იხ. ნაწილი 4). ასეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენისას თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან. 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ომეპრაზოლი კორჰისპანას ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების შესახებ

ეს პრეპარატი შეიცავს საქაროზას და ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

 

3. როგორ გამოვიყენოთ ომეპრაზოლი კორჰისპანა

ყოველთვის გამოიყენეთ ომეპრაზოლი კორჰისპანა მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.  

ექიმი გირჩევთ რა დოზით და ხანგრძლივობით მიიღოთ პრეპარატი. ეს დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობასა და ასაკზე.

რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ.

მოზრდილები:

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების სიმპტომების მკურნალობა, როგორებიცაა წვა და მჟავას რეგურგიტაცია: 
• თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ გაქვთ საყლაპავი მსუბუქი დაზიანება, რეკომენდებული დოზა შეადგენს 20მგ-ს 4-8 კვირის განმავლობაში. თუ საყლაპავის დაზიანება არ განიკურნა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 40მგ შემდეგი 8 კვირის განმავლობაში.
• საყლაპავის განკურნების შემდეგ ჩვეული დოზა შეადგენს 10მგ-ს დღეში ერთჯერ.
• თუ საყლაპავი არ არის დაზიანებული ჩვეული დოზა შეადგენს 10მგ-ს დღეში ერთჯერ.
ნაწლავის ზედა არეში არსებული წყლულის მკურნალობა (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული):
• რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში 20მგ-ს 2 კვირის განმავლობაში. თუ წყლული არ განიკურნა, ექიმმა შეიძლება მკურნალობა გააგრძელოს იმავე დოზით შემდეგი 2 კვირის განმავლობაში. 
• თუ წყლული სრულად არ განიკურნა, დოზა შეიძლება გაიზარდოს 40მგ-მდე დღეში ერთჯერ 4 კვირის მანძილზე.
კუჭის წყლულის მკურნალობა (კუჭის წყლული):
• რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში 20მგ-ს 4 კვირის განმავლობაში. თუ წყლული არ განიკურნა, ექიმმა შეიძლება მკურნალობა გააგრძელოს იმავე დოზით შემდეგი 4 კვირის განმავლობაში. 
• თუ წყლული სრულად არ განიკურნა, დოზა შეიძლება გაიზარდოს 40მგ-მდე დღეში ერთჯერ 8 კვირის მანძილზე.
კუჭის და თორმეტგოჯა წყლულის რეციდივის პრევენცია:
• ჩვეული დოზა შეადგენს 10მგ-ს, ან 20მგ-ს დღეში ერთჯერ. ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს 40მგ-მდე დღეში. 

 

აასს-თი (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებები) გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:
• ჩვეული დოზა შეადგენს 20მგ-ს დღეში ერთჯერ 4-8 კვირის განმავლობაში.

 

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრევენცია აასს-ს გამოყენებისას: 
• ჩვეული დოზა შეადგენს 20მგ-ს დღეში ერთჯერ
Helicobacter pylori-თ გამოწვეული წყლულის მკურნალობა და მისი რეციდივის პრევენცია:
• რეკომენდებული დოზა შეადგენს ომეპრაზოლი კორჰისპანას 20მგ-ს დღეში ორჯერ ერთი კვირის განმავლობაში. 
• ექიმმა ასევე შეიძლება დაგინიშნოთ შემდეგი ანტიბიოტიკებიდან რომელიმე ორი ანტიბიოტიკი: ამოქსიცილინი, კლარითრომიცინი და მეტრონიდაზოლი. 

 

პანკრეასის სიმსივნით გამოწვეული კუჭში მჟავას ჭარბი სეკრეციას (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
• რეკომენდებული დოზა შეადგენს 60 მგ-ს დღეში.
• ექიმი დაარეგულირებს დოზას თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე და მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. 

ბავშვები:
გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების სიმპტომების, როგორებიცაა წვა და მჟავას რეგურგიტაცია, მკურნალობა
• ომეპრაზოლის გამოყენება შეიძლება 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, რომელთა სხეულის მასა მეტია 10კგ-ზე. ბავშვებში დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე და ექიმი განსაზღვრავს საჭირო დოზას. 

 

Helicobacter pylori-თ გამოწვეული წყლულის მკურნალობა და მისი რეციდივის პრევენცია:
• 4 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში შიეძლება ომეპრაზოლის გამოყენება. ბავშვებში დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე და ექიმი განსაზღვრავს საჭირო დოზას.
• ექიმი ასევე დანიშნავს 2 ანტიბიტიკს, ამოქსიცილინს და კლარითრომიცინს.

როგორ მივიღოთ ეს პრეპარატი
• კაფსულების მიღება რეკომენდებულია დილას.
• კაფსულების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად, ან უზმოზე. 
• გადაყლაპეთ კაფსულა მთლიანად, ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით. არ დაღეჭოთ, ან დააქუცმაცოთ კაფსულა, რადგან ის შეიცავს შემოგარსულ გრანულებს, რაც იცავს პრეპარატს კუჭის მჟავას მიერ  დაშლისაგან. 

რა უნდა გააკეთოთ თუ თქვენ, ან თქვენს შვილს გიჭირთ კაფსულის გადაყლაპვა
• თუ თქვენ, ან თქვენს შვილს გიჭირთ კაფსულის გადაყლაპვა
- გახსენით კაფსულა და გადაჭლაპეთ შიგთავსი ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით, ან კაფსულის შიგთავსს დაასხით მინერალური წყალი, ან მჟავე ხილის წვენი (მაგ. ვაშლის, ფორთოხლის, ან ანანასის), ან გახსენით ვაშლის პიურეში.
- მიღებამდე ყოველთვის შეანჯღრიეთ ნარევი (ნარევი არ იქნება გამჭვირვალე). შემდეგ დალიეთ ნარევი მომზადებისთანავე, ან 30 წუთის განმავლობაში.
- იმაში დასარწმუნებლად რომ კაფსულის შიგთავსი მიიღეთ სრულად, აავსეთ ჭიქა ნახევრამდე, მოავლეთ ჭიქის გვერდებს და დალიეთ ეს წყალი. მყარი ნაწილები შეიცავს პრეპარატს; არ დაღეჭოთ, ან დააქუცმაცოთ ისინი.

თუ მიიღეთ ომეპრაზოლი კორჰისპანას ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ ომეპრაზოლი კორჰისპანა ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე მეტი დოზით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურს ტელეფონზე 91 562 04 20 და აცნობოთ პრეპარატის დასახელება და მიღებული დოზა. 

თუ დაგავიწყდათ ომეპრაზოლი კორჰისპანას მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოვებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ. 

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ომეპრაზოლი კორჰისპანამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. 

 

თუ გამოგივლინდათ შემდეგი იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები, შეწყვიტეთ ომეპრაზოლი კორჰისპანას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის:
• უეცარი სტვენა სუნთქვის დროს (უეცარი მსტვენავი სუნთქვა), ტუჩების, ენის და ყელის, ან სხეულის შეშუპება, გამონაყარი, ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქციები).
• კანის სიწითლე, რომელსაც თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა. ან კანის აქერცვლა. შეიძლება ასევე გამოვლინდეს სისხლდენა ტუჩებიდან, თვალებიდან, პირის ღრუდან, ცხვირიდან და გენიტალიებიდან. ეს შეიძლება იყოს “სტივენს-ჯონსონის სინდრომი”, ან “ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი”.
• კანის სიყვითლე, მუქი შარდი და დაღლილობა, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადების სიმპტომები.

გვერდითი მოვლენები ვლინდება კონკრეტული სიხშირით, როგორც მოცემულია ქვემოთ:

 

ძალიან ხშირი:

ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირი:

ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში

არახშირი:

ვლინდება 1,000-დან 1-10 პაციენტში

იშვიათი:

ვლინდება 10,000-დან 1-10 პაციენტში

ძალიან იშვიათი:

ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

არ არის ცნობილი:

გამოვლენის სიხშირის განსაზღვრა ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით

 

სხვა გვერდითი მოვლენებია:

ხშირი გვერდითი მოვლენები:
• თავის ტკივილი
• დარღვევები კუჭის და ნაწლავების მხრივ: დიარეა, კუჭის ტკივილი, ყაბზობა და შებერილობა (მეტეორიზმი).
• გულისრევა და ღებინება. 

არახშირი გვერდითი მოვლენები:
• ტერფების და კოჭების შეშუპება
• ძილირი დარღვევა (უძილობა)
• თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა
• შეგრძნება რომ გარშემო ყველაფერი ბრუნავს (ვერტიგო)
• სისხლში ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება 
• გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება და ქავილი
• ზოგადი დისკომფორტის და ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება. 

იშვიათი გვერდითი მოვლენები
• დარღვევები სისხლის მხრივ, როგორებიცაა სისხლის თეთრი უჯრედების, ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ან სისხლჩაქცევები და გაზარდოს დაინფიცირების შანსი. 
• ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ მწვავე, მათ შორის ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება, ცხელება და მსტვენავი სუნთქვა.
• სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ღებინება და კრუნჩხვები. 
• აგზნებადობა, დაბნეულობა, ან დეპრესია.
• გემოს შეცვლა
• მხედველობის დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა,
• სუნთქვის უეცარი გაძნელება (ბრონქოსპაზმი).
• პირის სიმშრალე.
• პირის ღრუს ლორწოვანი გარსისი ანთება.
• ინფექციური დაავადება, როგორიცაა ‘კანდიდოზი’, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავებზე და რომელიც გამოწვეულია სოკოვანი ინფექციით.
• დარღვევები ღვიძლის მხრივ, როგორიცაა სიყვითლე და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება, მუქი შარდი და დაღლილობა.
• თმის ცვენა (ალოპეცია).
• გამონაყარი კანზე გამოწვეული მზის სხივების ზემოქმედებით. 
• სახსრების ტკივილი (ართრალგია), ან კუნთების ტკივილი (მიალგია).
• თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (ინტერსტიციალური ნეფრიტი).
• ჭარბი ოფლიანობა. 

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები
• სისხლის რაოდენობრივი მაჩვენებლების ცვლილება, როგორიცაა აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება).
• აგრესიულობა.
• არ არსებულის დანახვა, გაგონება და შეგრძნება (ჰალუცინაციები).
• ღვიძლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა, რაც იწვევს ღვიძლის უკმარისობას და თავის ტვინის ანთებას.
• უეცარი გამონაყარი კანზე, ბუშტუკების წარმოქმნა და კანის აქერცვლა, რასაც შეიძლება თან ახლდეს ცხელება და სახსრების ტკივილი (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
• კნთების სისუსტე.
• მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება. 

 

ძალიან იშვიათ შემთხვევაში ომეპრაზოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის თეთრ უჯრედებზე და გამოიწვიოს იმუნოდეფიციტი. თუ გაქვთ ინფექციური დაავადება ისეთი სიპტომებით, როგორებიცაა მაღალი ტემპერატურა, ზოგადი მდგომარეობის ძლიერი გაუარესება, ან ცხელება ლოკალური ინფექციის სიმპტომებით, მაგ. ტკივილი კისრის, ყელის, ან პირის ღრუს არეში, ან შარდვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს სისხლის ანალიზების ჩასატარებლად, რათა გამოირიცხოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი). მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს რა პრეპარატს იღებთ.

 

არ არის ცნობილი:

ომეპრაზოლი კორჰისპანას სამ თვეზე მეტი ხნით მიღების შემთხვევაში შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება. მაგნიუმის დაბალი კონცენტრაცია იწვევს დაღლილობას, კუნთების უნებლიე შეკუმშვას, დეზორიენტაციას, გულყრებს, თავბრუსხვევას, გულისცემის გახშირებას. ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა კონცენტრაციამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის შემცირება. მაგნიუმის დონის საკონტროლოდ ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პერიოდულად სისხლის ანალიზის ჩატარება.

 

პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების, როგორიცაა ომეპრაზოლი კორჰისპანა, ერთ წელზე მეტი ხანით მიღების შემთხვევაში არსებობს მენჯის ძვლის, მტევნის და ხერხემლის მოტეხილობების ოდნავ მომატებული რისკი. აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ოსტეოპოროზი, ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (შეიძლება გაიზარდოს ოსტეოპოროსის განვითარების რისკი). 

 

შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი კანზე, რომელსაც თან ახლავს სახსრების ტკივილი. 

 

არ ინერვიულოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებზე. შეიძლება ისინი არ გამოვლინდეს თქვენს შემთხვევაში. მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ შენიშენთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, ან თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული. 

 

 

5. ომეპრაზოლი კორჰისპანას შენახვის პირობები
• შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
• არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
• პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. 
• ბლისტერი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დასაცავად
• არ გადააგდოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატი დააბრუნეთ აფთიაქში. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებლი პრეპარატის განადგურების შესახებ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან. 

 

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ომეპრაზოლი კორჰისპანა
- მოქმედი ნივთიერება არის ომეპრაზოლი. ომეპრაზოლი კორჰისპანას კაფსულები შეიცავს 20მგ ომეპრაზოლს.  
- სხვა ნივთიერებებია (დამხმარე ნივთიერებები) შაქრის ბურთულები (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), უწყლო ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), ნატირუმის ლაურილ სულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა (ჰიპროლოზა), დინატრიუმის დოდეკაჰიდრატის ჰიდროგენ ფოსფატა, ჰიპრომელოზას ფტალატი, დიეთილფტალატი, ჟელატინი, ინდიგოტინი (E-132), ქინოლინის ყვითელი (E-104).

სად შევიძინოთ?