Nuk
ომესამი ჯუნიორი / Omesam Junior


შემადგენლობა

ომესამი ჯუნიორის ერთი საღეჭი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის 850 მგ-ს - DHA - 250 მგ, EPA - 82 მგ.

მოქმედების მექანიზმი

ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.

ომესამი ჯუნიორის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაციით (ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA და დოკოზაჰექსაენის მჟავა DHA). ისინი ახდენენ გავლენას ბავშვის ტვინის, მხედველობისა და იმუნიტეტის უკეთეს, ჯანსაღ განვითარებასა და ფუნქციონირებაზე.

ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე  გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. 

DHA - ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც აღმოჩენილია თავის ტვინში და შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს უპირატესად ნევროლოგიურ ფუნქციებზე. დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) წარმოადგენს ტვინის უჯრედების მემბრანების და თვალის ბადურის მთავარ საშენ მასალას. საბოლოო ჯამში ამას მივყავართ უკეთესი განვითარებისკენ, ხელს უწყობს ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებასა და ფუნქციონირებას, კოგნიტიური უნარებისა და დასწავლის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას.

ომესამ ჯუნიორს აგრეთვე ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.

ზოგადად, ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენენ გავლენას. მათი ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.

ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებაში. 

კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ.

ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ის მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია  დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.

ჩვენებები

- ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა მოზარდებში;

- კოგნიტიური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება;

- მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;

- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;

- ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნება და იმუნიტეტის ამაღლება;

- ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;

- დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;

- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;

- სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;

- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;

- ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

- ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;

- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;

- კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;

- ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).

უკუჩვენება

- შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

უსაფრთხოების ზომები

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

ომესამი ჯუნიორი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები:  ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).

მკურნალობა: სიმპტომური.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამი ჯუნიორის მოქმედებას.

არ არის რეკომენდებული ომესამი ჯუნიორის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.

მიღების წესი და დოზირება

ომესამი ჯუნიორი ინიშნება 6 წლიდან, 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

კაფსულები უნდა დაიღეჭოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე 

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

20 საღეჭი კაფსულა.

სად შევიძინოთ?