ომესამი სიროფი / OMESAM
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): omega 3
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: 120მლ სიროფი ბოთლში ჟოლოს გემოთი
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
5 მლ სიროფის (1 ჩაის კოვზი) შემადგენლობა:
თევზის ქონი 1113,00 მგ, ეკვივალენტური 330 მგ: 18 EPA/ 12 DHA
დამხმარე ნივთიერებები:
DL-α- ტოკოფეროლი (Vit. E) - ანტიოქსიდანტი, წყალი, ქსილიტოლი - დამატკბობელი, ჟოლოს წვენის კონცენტრატი, ჟოლოს არომატიზატორი, მალტოდექსტრინი, ჭარხლის კონცენტრატი - საღებავი, არაბული ფისი (Gum Arabic) - ემულგატორი, ქსანტანის ფისი - შემასქელებელი, კალიუმის სორბატი - კონსერვანტი, ლიმონმჟავა - მჟავიანობის რეგულატორი.
გვერდითი ეფექტები:
გვერდითი ეფექტები უცნობია. დღიური რეკომენდებული დოზის მიღების შემთხვევაში არ არის გამოვლენილი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა:
120 მლ სიროფი ბოთლში.
რეკომენდებული დღიური დოზა:
ბავშვები - 0-12 თვე: 2.5 მლ დღეში ერთხელ.
ბავშვები - 1-7 წელი: 5 მლ. დღეში ერთხელ.
ბავშვები - 7-12 წელი: 10 მლ. დღეში ერთხელ.
მოზარდები 12 წლიდან და მოზრდილები: 10 მლ. 1-2-ჯერ დღეში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C), მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.