Nuk
ომესამი კარდიო / Omesam Cardio

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug, omega 3
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: რბილი ჟელატინის კაფსულა #20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა

ომესამი კარდიოს ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA 87.5% / DHA 12.5%) – 800 მგ-ს და უბიქინონის (ჩოQ10) – 30 მგ-ს.

 

 

მოქმედების მექანიზმი

ომესამი კარდიო წარმოადგენს კომბინირებულ ჰიპოლიპიდემიურ საშუალებას.

 

მისი ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების (87.5% ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA და 12.5% დოკოზაჰექსაენის მჟავა DHA) და უბიქინონის (ჩოQ10) კომბინაციით.

 

ომესამ კარდიოს ახასიათებს ანტიათეროსკლეროზული, იმუნომასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები. უბიქინონის შემცველობის გამო ომესამი კარდიო აუმჯობესებს უჯრედოვან მეტაბოლიზმს. მას გააჩნია ასევე ანტიოქსიდანტური თვისებები.

 

ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე  გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე.

 

ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ სისხლძარღვების კედლებს, აღადგენენ ელასტიურობას და ამცირებენ მათ შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.

 

ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება.

 

კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ.

 

ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია საკვებიდან მათი რეგულარულად მიღება. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ის მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.

 

ომესამ კარდიოში შემავალი უბიქინონის (ჩოQ10) უმთავრესი ფუნქციები არის კოფერმენტული და ანტიოქსიდანტური. ამ თვისებების გამო უბიქინონი აუმჯობესებს მიოკარდიუმის შეკუმშვის ფუნქციას და მიოკარდიუმის სისხლმომარაგებას. იგი ავლენს ანტიარითმიულ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ავლენს ანტისკლეროზულ მოქმედებას, ანელებს ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესებს. უბიქინონი (ჩოQ10) დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის შუალედურ ეტაპებზე, აძლიერებს იმუნურ რეაქციებს, გააჩნია დეტოკსიკაციური თვისება.

 


ჩვენებები

-    ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;

-    დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;

-    ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;

-    მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაკტიკა (მკურნალობის სხვა სტანდარტულ მეთოდებთან ერთად: სტატინებით, ანტიაგრეგაციული საშუალებებით, ბეტა-ადრენობლოკატორებით, აგფ-ინჰიბიტორებით);

-    სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;

-    აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;

-    ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;

-    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

-    ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;

-    შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;

-    ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;

-    კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;

 

 უკუჩვენება

-    შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

 

 

უსაფრთხოების ზომები

 

ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. სიფრთხილით გამოიყენება მძიმე ტრავმების და ქირურგიული ოპერაციების შემდგომ (სისხლდენის მომატებული რისკის გამო).

 

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

ომესამი კარდიო გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

 

 

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გამოხატვა ან მათი გამოხატვის გაძლიერება.

მკურნალობა: სიმპტომური.

 

 

მიღების წესი და დოზირება

ომესამი კარდიო ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით.

 

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამი კარდიოს მოქმედებას.

არ არის რეკომენდებული ომესამი კარდიოს ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) და ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში დანიშვნა.

 

გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი თანმიმდევრობით: ხშირი (შემთხვევათა 1-10%); არახშირი (შემთხვევათა 0.1-1%); იშვიათი (შემთხვევათა 0.01-0.1%); ძალიან იშვიათი (0.01%-ზე ნაკლები), მათ შორის ერთეული შემთხვევები.

ინფექციური პროცესები: გასტროენტერიტი არახშირად.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად მომატებული მგრძნობელობა.

ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: იშვიათად ჰიპერგლიკემია.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად თავბრუსხვევა, დისგევზია (გემოს გაუკუღმართება), იშვიათად თავის ტკივილი.

სისხლძარღვოვანი დარღვევები: ძალიან იშვიათად არტერიული წნევის დაქვეითება.

სუნთქვეის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ: ძალიან იშვიათად ცხვირის სიმშრალე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად დისპეფსია, გულისრევა; არახშირად ტკივილი მუცლის არეში, გასტრიტი; ძალიან იშვიათად სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან.

ღვიძლის მხრივ: იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ: იშვიათად აკნე, ქავილით მიმდინარე გამონაყარი; ძალიან იშვიათად ჭინჭრის ციება.

გამოკვლევის პროცესში: ძალიან იშვიათად აღინიშნება სისხლში ლეიკოციტების, ლაქტატდეჰიდროგენაზის მომატება.

ერთეული გვერდითი ეფექტების შემთხვევები.

ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: გაზრდილი მოთხოვნილება ინსულინზე (სტანდარტული დოზის მომატებუის აუცილებლობა).

დარღვევები ღვიძლის მხრივ: “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ვარდისფერი აკნე, გამონაყარი, სიწითლე/ერითემა, ჭინჭრის ციება გულმკერდის, კისრის და მხრების მიდამოში.

გამოკვლევის პროცესში აღინიშნა ერთეული შემთხვევები სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატების, მიალგიის, ალტ / ასტ და სხეულის მასის მომატების შესახებ.

 

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე ორიგინალ შეფუთვაში.  

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

 

გამოშვების ფორმა

რბილი ჟელატინის კაფსულა; 20 კაფსულა ბლისტერზე, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

სად შევიძინოთ?