რა არის ომნიტროპი და რისთვის გამოიყენება ის
ომნიტროპი არის რეკომბინანტი ზრდის ჰორმონი (აგრეთვე იწოდება -სომატროპინი). მას გააჩნია იგივე სტრუქტურა გააჩნია, როგორც ზრდის ჰორმონს, რაც აუცილებელია ძვლებისა და კუნთების ზრდისთვის. ეს ხელს უწყობს თქვენი ცხიმოვანი და კუნთოვანიქსოვილებისსწორ განვითარებას. ეს არის რეკომბინანტი, რაც ნიშნავს, რომ ეს არ არის შექმნილი ადამიანის და ცხოველის ქსოვილებიდან.
ბავშვებში ომნიტროპი გამოიყენება შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:
• თუ თქვენ არ იზრდებით სათანადოდ და არ გაქვთ საკმარისი ზრდის ჰორმონი;
• თუ თქვენ გაქვთ თერნერის სინდრომი. თერნერის სინდრომი არის გოგონებისთვის დამახასიათებელი გენეტიკური დაავადება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზრდაზე - თქვენი მკურნალი ექიმი გაგაფრთხილებდათ ამის შესახებ;
• თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. რამდენადაც თირკმელები კარგავენ ნორმალური ფუნქციონირების საკუთარ უნარს, ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზრდაზე;
• თუ თქვენ ძალიან პატარა დაიბადეთ. ზრდის ჰორმონი გეხმარებათ სიმაღლეში ზრდისას, თუ თქვენ 4 წლის ასაკისთვის ვერ მიაღწიეთ სათანადო ზრდას;
• თუ თქვენ გაქვთ პრადერ–უილის სინდრომი (გენეტიკური დარღვევა). ზრდის ჰორმონი გეხმარებათ სიმაღლეში ზრდისას, თუ თქვენ ჯერ კიდევ იზრდებით და აგრეთვე გააუმჯობესებს თქვენი სხეულის აღნაგობას. თქვენი ჭარბი ცხიმი შემცირდება და გაუმჯობესდება კუნთოვანი მასა.
ზრდასრულებში ომნიტროპი გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
• ზრდის ჰორმონის გამოხატული უკმარისობის მქონე პირების სამკურნალოდ. ამან შესაძლოა თავი იჩინოს ზრდასრულობისას ან მოდიოდეს ბავშვობიდან;
თუ თქვენ გადიოდით ომნიტროპით მკურნალობას ზრდის ჰორმონის ნაკლებობის გამო ბავშვობაში, აუცილებელია თქვენი ზრდის ჰორმონის გადამოწმება ზრდის დასრულებისას. თუ დადასტურდება ზრდის ჰორმონის მწვავე ნაკლებობა, თქვენი მკურნალი ექიმი გირჩევთ ომნიტროპით მკურნალობის გაგრძელებას.
ომნიტროპის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ომნიტროპი:
• თუ ალერგიული (ჰიპერსენზიტიური) ხართ სომატროპინის ან ომნიტროპისნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
• თუ გაქვთ აქტიური სიმსივნე. სიმსივნე უნდა იყოს პასიური და თქვენ უნდა გქონდეთ გავლილი სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა ომნიტროპის მიღების დაწყებამდე;
• ზრდის სტიმულირებისთვის ზრდის დასრულების შემთხვევაში (დახურული ეპიფიზი);
• თუ თქვენ სერიოზულად ხართ ავად (მაგ., გულზე ღია ოპერაციის შედეგად გამოწვეული გართულებების შემთხვევაში, აბდომინალური ქირურგიის დროს, მექანიკური ტრავმები, მწვავე რესპირატორული უკმარისობა ან მსგავსი პირობები). თუ თქვენ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას ან უკვე გაიკეთეთ ოპერაცია ან აპირებთ ჰოსპიტალიზაციას რაიმე მიზეზით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს და გააფრთხილეთ სხვა ექიმები იმის შესახებ, რომ თქვენ იღებთ ზრდის ჰორმონს.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდექით ომნიტროპის გამოყენებას
• თუ თქვენ დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორის ჯგუფს მიეკუთვნებით, თქვენ უნდა შეამოწმოს სისხლში შაქრის დონე სომატროპინით მკურნალობისას და განიხილოთ შედეგები თქვენს მკურნალ ექიმთან იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად გესაჭიროებათ პრეპარატის დოზის შეცვლა დიაბეტის მკურნალობისას;
• სომატროპინით მკურნალობისას ზოგიერთ პაციენტს ესაჭიროება თიროიდის ჰორმონის ჩანაცვლება;
• თუ გადიხართ თიროიდის ჰორმონით მკურნალობას, შესაძლოა აუცილებელი გახდეს დოზის დარეგულირება;
• თუ თქვენ გაქვთ მაღალი ინტრაკრანიალური წნევა (რომელიც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, ვიზუალური პრობლემები ან გულისრევა), აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის შესახებ;
• თუ თქვენ კოჭლობთ ან დაიწყეთ კოჭლობა ზრდის ჰორმონის მიღებისას, აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის შესახებ;
• თუ თქვენ იღებთ სომატროპინს ზრდის ჰორმონის უკმარისობისთვის სიმსივნის წინასწარი მკურნალობის შემდეგ, აუცილებლად უნდა დაექვემდებაროთ რეგულარულ გამოკვლევას სიმსივნის ხელახალი აღმოცენების მონიტორინგის მიზნით;
• თუ თქვენ 60 წელს გადაცილებული ხართ; ხანში შესული ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან სომატროპინის მოქმედების მიმართ და შესაბამისად, შესაძლოა უფრო მეტად ავლენდნენ გვერდით მოვლენებს.
ბავშვები თირკმლის ქრონიკული უკმარისობით
• თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა გამოიკვლიოს თქვენი თირკმელების ფუნქცია და თქვენი ზრდის კოეფიციენტი სომატროპინით მკურნალობის დაწყებამდე. თქვენი თირკმელების მედიკამენტოზური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს. სომატროპინით მკურნალობა უნდა შეჩერდეს თირკმლის ტრანსპლანტაციამდე.
ბავშვები პრადერ-უილის სინდრომით
• თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დიეტას, რაც აუცილებელია თქვენი წონის გასაკონტროლებლად;
• თქვენი მკურნალი ექიმი შეაფასებს თქვენთან ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის ნიშნებს, აპნოეს სინდრომს (როდესაც სუნთქვა ჩერდება ძილში), რესპირატორულ ინფექციებს სომატროპინით მკურნალობის დაწყებამდე;
• სომატროპინით მკურნალობის დროს უთხარით თქვენს მკურნალ ექიმს, თუ შენიშნავთ ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციას (ხვრინვის დაწყება ან ხვრინვის გაუარესება), თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს თქვენი გამოკვლევა ან შეწყვიტოს სომატროპინით მკურნალობა;
• მკურნალობისას, თქვენი მკურნალი ექიმი შეამოწმებს სკოლიოზის (სპინალური დეფორმაციის ტიპი) ნიშნების არსებობას;
• მკურნალობისას თუ აღმოგაჩნდებათ ფილტვების ინფექცია, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რათა მან დაგინიშნოთ სათანადო მკურნალობა.
მცირე წონით დაბადებული ბავშვები
• თუ თქვენ მცირე წონით დაიბადეთ და 9-12 წლამდე ხართ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს სპეციფიკური რჩევისთვის პუბერტატთან დაკავშირებით და მოცემული პრეპარატით მკურნალობასთან მიმართებაში;
• მკურნალობა უნდა გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე ზრდას არ შეწყვეტთ;
• თქვენი მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლში შაქრის და ინსულინის დონეს მკურნალობის დაწყებამდე და ყოველ წელს.
სხვა პრეპარატების გამოყენება
აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე სხვა სახის პრეპარატებს, მათ შორის ექიმის დანიშვნის გარეშე მიღებულ პრეპარატებს.
აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
• დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი;
• თიროიდის ჰორმონები;
• ეპილეფსიის საკონტროლო პრეპარატები (ანტიკონვულსანტები);
• ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას ტრანსპლანტაციის შემდეგ);
• სქესობრივი ჰორმონები (მაგ., ესტროგენები);
• სინთეტური თირკმელზედა ჰორმონები (კორტიკოსტეროიდები).
თქვენს მკურნალ ექიმს შესაძლოა დასჭირდეთ ამ პრეპარატების ან სომატროპინის დოზის დარეგულირება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დაუშვებელია ომნიტროპის გამოყენება ორსულობის დროს ან როდესაც ცდილობთ დაორსულდეთ.
რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე ძუძუთი კვების დროს.
რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაციაომნიტროპის რამდენიმე ინგრედიენტის შესახებ
მოცემული პრეპარატი მოიცავს 1 მმოლ ნატრიუმზე ნაკლებს (23 მგ) მლ-ზე, ე.ი. არის ნატრიუმისგან თავისუფალი.
ერთი მლ მოიცავს 9 მგ ბენზილის სპირტს. ბენზილის სპირტის გამო პრეპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული ნაადრევად დაბადებულ ან ახალშობილ ბავშვებთან. შესაძლოა იწვევდეს ტოქსიკურ და ალერგიულ რეაქციებს ჩვილებში და 3 წლამდე ბავშვებში.
როგორ გამოვიყენოთ ომნიტროპი
ამ პრეპარატის მიღება დაშვებულია მხოლოდ ზრდის ჰორმონით მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ დანიშვნის შემთხვევაში, რომელმაც უნდა დაადასტუროს თქვენი დიაგნოზი.
რეკომენდირებული დოზა
დოზა დამოკიდებულია თქვენს ზომაზე, იმ მდგომარეობაზე, რომლისთვისაც დაგენიშნათ მკურნალობა და რამდენად კარგად მოქმედებს ზრდის ჰორმონი თქვენს შემთხვევაში. თქვენი მკურნალი ექიმი გირჩევთ ომნიტროპის თქვენზე მორგებულ ინდივიდუალურ დოზას (მგ) თქვენი სხეულის წონაზე დაყრდნობით (კგ) ან თქვენი სხეულის ზედაპირის მიხედვით, რომლის დაანგარიშება ხდება თქვენი სიმაღლის გადამრავლებით წონაზე (მ2), აგრეთვე მხედველობაში მიიღება მკურნალობის გრაფიკი. არ შეცვალოთ დოზა და მკურნალობის გრაფიკი თქვენი მკურნალი ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ზრდის ჰორმონის ნაკლებობის მქონე ბავშვები
0,025-0,035 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 0,7-1,0 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში. შესაძლოა უფრო დიდი დოზების გამოყენებაც. როდესაც ზრდის ჰორმონის ნაკლებობა თავს იჩენს ზრდასრულობისას, ომნიტროპით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ფიზიკური განვითარების დასრულებამდე.
ბავშვები თერნერის სინდრომი:
0,045-0,050 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 1,4 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში.
ბავშვები თირკმლის ქრონიკული უკმარისობით:
0,045-0,050 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 1,4 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში. უფრო მაღალი დოზები შესაძლოა საჭირო გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ზრდის კოეფიციენტი დაბალია. დოზირების დარეგულირება შესაძლოა აუცილებელი იყოს 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ.
ბავშვები პრადერ-უილის სინდრომით:
0,035 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 1,0 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში. ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,7 მგ. მკურნალობა არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ ბავშვების მიმართ, რომელთაც ზრდა შეწყვიტეს პუბერტატის ასაკის შემდგომ.
მცირე წონით დაბადებული და ზრდის დარღვევების მქონე ბავშვები:
0,035 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ან 1,0 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე დღეში. მნიშვნელოვანია მკურნალობის გაგრძელება სიმაღლეში საბოლოო ზრდისმიღწევამდე. აუცილებელია მკურნალობის შეჩერება პირველი წლის დასრულებისას იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ შეესაბამებით ან არ მიაღწიეთ საბოლოო სიმაღლეს და შეწყვიტეთ ზრდა.
ზრდის ჰორმონის უკმარისობის მქონე ზრდასრულები:
თუ თქვენი ზრდის ჰორმონის ნაკლებობა იწყება ზრდასრულობისას, უნდა დაიწყოთ 0,15-0,3 მგ მიღება დღეში. ეს დოზა შესაძლებელია თანდათან გაიზარდოს სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით, კლინიკური რეაქციისა და გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით. ყოველდღიური დოზა იშვიათად აღემატება 1,0 მგ დღეში. ქალებს შესაძლოა უფრო მაღალი დოზა დასჭირდეთ მამაკაცებთან შედარებით. დოზირება უნდა გადიოდეს მონიტორინგს 6 თვეში ერთხელ. უნდა იქნეს გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზა. მკაცრად დაიცავით თქვენი მკურნალი ექიმის მიერ წარმოდგენილი ინსტრუქცია.
ომნიტროპის ინექცია
ომნიტროპი 5 მგ/1,5 მლ განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. მისი მიღება რეკომენდირებულია მხოლოდ ომნიტროპის შპრიცით 5, ინექციის ხელსაწყოზე, რომელიც სპეციფიურადაა შემუშავებული ომნიტროპის გამოყენებისთვის 5 მგ/15 მლ ხსნარითინექციისთვის.
ომნიტროპის მიღება ხდება მოკლე საინექციო ნემსის მეშვეობით კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა გაჩვენოთ, თუ როგორ უნდა იქნეს მიღებული ომნიტროპი. ყოველთვის შეიყვანეთ ომნიტროპი ისე, როგორც ეს ექიმმა გირჩიათ. თქვენ უნდა გადაამოწმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
როგორ შევიყვანოთ ომნიტროპი 5 მგ/1.5 მლ (ინექცია)
წინამდებარე ინსტრუქცია აღწერს თუ როგორ შევიყვანოთ ომნიტროპი 5 მგ/1.5 მლ (ინექცია) დამოუკიდებლად. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია და ზედმიწევნით შეასრულოთ ის. თქვენი მკურნალი ექიმი გიჩვენებთ, როგორ შეიყვანოთ ომნიტროპი. არ ეცადოთ ომნიტროპის შეყვანას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დარწმუნდებით, რომ კარგად გესმით პროცედურა და მოთხოვნები ინექციისთვის.
- ომნიტროპი ინექციის სახით უნდა იქნეს შეყვანილი კანქვეშ;
- ყურადღებით შეამოწმეთ ხსნარი მის შეყვანამდე და გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა და უფერული ხსნარი;
- შეცვალეთ ინექციის ადგილი ადგილობრივი ლიპოატროფიის თავიდან აცილების მიზნით (ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება ადგილობრივი კანქვეშ).
მომზადება
მოიმარაგეთ საჭირო ნივთები დაწყებამდე:
- კარტრიჯი ომნიტროპით 5 მგ/1.5 მლ ხსნარით ინექციისთვის;
- ომნიტროპის შპრიცი 5, ინექციის ხელსაწყო, რომელიც სპეციალურად ომნიტროპი 5 მგ/1.5 მლ ხსნარის შეყვანისთვისაა შემუშავებული (არ არის წარმოდგენილი შეფუთვაში; იხ. ომნიტროპის შპრიცი 5-ის გამოყენების ინსტრუქცია);
- შპრიცის ნემსი კანქვეშა ინექციისთვის;
- 2 გამწმენდი ტამპონი (არ არის წარმოდგენილი შეფუთვაში).
დაიბანეთ ხელები შემდგომ ეტაპებზე გადასვლამდე.
ომნიტროპის ინექცია
- გამწმენდიტამპონით ჩაატარეთ კარტრიჯის რეზინის მემბრანების დეზინფექცია;
- შიგთავსი უნდა იყოს სუფთა და უფერული;
- მოათავსეთ კარტრიჯი შპრიცში ინექციისთვის. იხელმძღვანელეთ შესაბამისი გამოყენების ინსტრუქციით. შეიყვანეთ შპრიცში დოზა;
- აირჩიეთ ინექციის ადგილი. ინექციისთვის საუკეთესო ადგილებია ქსოვილები ცხიმოვანი ფენებით კანსა და კუნთს შორის, როგორიცაა თეძო და მუცელი (ჭიპისა და წელის გარშემოწერილობის გარდა);
- დარწმუნდით, რომ წინა ინექციისგან სულ მცირე 1 სმ მოშორებით შეგყავთ პრეპარატი და რომ თქვენ შეცვალეთ ინექციის ადგილი, როგორც გასწავლეს;
- ინექციის გაკეთებამდე, კარგად გაწმინდეთ კანი სპირტიანი ტამპონით. დაიცადეთ, სანამ ადგილი არ გაშრება;
- შეიყვანეთ ნემსი კანში ისე, როგორც ექიმმა გაჩვენათ.
ინექციის შემდგომ
- ინექციის შემდგომ დაადეთ ინექციის ადგილს მცირე ზომის სტერილური დოლბანდი რამდენიმე წამის განმავლობაში. არ ჩაიტაროთ მასაჟი ინექციის ადგილას;
- მოაშორეთ ნემსი შპრიცს გარე სახურავის გამოყენებით და გადააგდეთ ნემსი. ეს ხელს შეუწყობს ომნიტროპის ხსნარის სტერილურად შენარჩუნებას და არ დაუშვებს გაჟონვას. ეს აგრეთვე ხელს შეუშლის ჰაერის შეღწევას შპრიცში და ნემსის გაჭედვას. არ მისცეთ სხვას თქვენი ნემსები და შპრიცი;
- დატოვეთ კარტრიჯი შპრიცში, მოათავსეთ თავსახური შპრიცზე და შეინახეთ მაცივარში;
- ხსნარი უნდა იყოს სუფთა მაცივრიდან ამოღების შემდეგ. არ გამოიყენოთ ხსნარი, თუ ის ბლანტია ან მოიცავს ნაწილაკებს.
თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ ომნიტროპს, ვიდრე უნდა იღებდეთ
თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ ომნიტროპს ინექციის სახით, ვიდრე უნდა იღებდეთ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რაც შეიძლება მალე. სისხლში შაქრის დონე შესაძლოა დაბლა დაეცეს და შემდგომ ძალიან მაღლა ავარდეს. თქვენ შესაძლოა თავი იგრძნო თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ძილიანობა ან „დისკომფორტი“ და გულიც კი წაგივიდეთ.
თუ დაგავიწყდათ ომნიტროპის მიღება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის. უმჯობესია ზრდის ჰორმონი სისტემატურად მიიღოთ. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, შემდგომი ინექცია ჩვეულებრივ დროს გაიკეთეთ მომდევნო დღეს. დააფიქსირეთ გამოტოვებული ინექციები და უთხარით თქვენს მკურნალ ექიმს უახლოესი ვიზიტის დროს.
თუ შეწყვეტთ ომნიტროპის მიღებას
მიმართეთ რჩევისთვის თქვენს მკურნალ ექიმს სომატროპინის მიღების შეწყვეტამდე.
დამატებითი შეკითხვებით მოცემული პრეპარატის გამოყენების თაობაზე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ომნიტროპი შესაძლოა იწვევდეს გვერდით მოვლენებს, ამასთან არ არის აუცილებელი ყველას აღმოაჩნდეს გვერდითი მოვლენები.
საერთო გვერდითი მოვლენები (თავს იჩენს 1-10 პაციენტში), მათ შორის:
ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს ინექციით შეყვანილი ზრდის ჰორმონის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს არ აჩერებს და არ უშლის ხელს ზრდის ჰორმონის მუშაობას.
ბავშვებში
• დროებითიგაწითლება, ქავილიანტკივილიინექციისადგილას.
ზრდასრულებში
• მგრძნობელობის დაკარგვა/ყურებში ხმაური;
• გახევება მკლავებსა და ფეხებში, ტკივილი სახსრებში, კუნთებში;
• წყლის შეკავება (რაზედაც მიუთითებს შეშუპებული თითები ან კოჭები, დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში მკურნალობის დაწყებისას). ამ სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინონ მკურნალობის დაწყებისას, ამასთან შესაძლოა გაქრნენ სპონტანურად ან დოზის შემცირებისას.
მოცემულმაგვერდითმა მოვლენებმა ზრდასრულებში შესაძლოა თავი იჩინონ მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში ამასთან შესაძლოა გაქრნენ სპონტანურად ან დოზის შემცირებისას.
უჩვეულო გვერდითი მოვლენები (შესაძლოა თავი იჩინონ 1-ზე ნაკლებ პაციენტთან 100 პაციენტიდან) მოიცავს შემდეგს:
ბავშვებში
• მგრძნობელობის დაკარგვა/ყურებში ხმაური;
• გახევება მკლავებსა და ფეხებში, ტკივილი სახსრებში, კუნთებში;
• წყლის შეკავება (რაზედაც მიუთითებს შეშუპებული თითები ან კოჭები, დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში მკურნალობის დაწყებისას). ამ სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინონ მკურნალობის დაწყებისას, ამასთან შესაძლოა გაქრნენ სპონტანურად ან დოზის შემცირებისას.
ზრდასრულებში
• ტკივილი ან წვის შეგრძნება ხელებსა და იღლიებში (კარპული არხის სინდრომი).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა თავი იჩინონ 1-ზე ნაკლებ პაციენტთან 1000 პაციენტიდან) მოიცავს შემდეგს:
• მე-2 ტიპის შაქრიან დიაბეტს;
• გაზრდილ ინტრაკრანიალურ წნევას (რომელიც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილი, ვიზუალური პრობლემები ან გულისრევა).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა თავი იჩინონ 1-ზე ნაკლებ პაციენტთან 10000 პაციენტიდან) მოიცავს შემდეგს:
• სისხლის თეთრი უჯრედების სიმსივნე (ლეიკემია).
კანი ინექციის ადგილის გარშემო შესაძლოა არაერთგვაროვანი ან ხორკლებიანი გახდეს, მაგრამ ამის თავიდან აცილება შეიძლება, თუკი სხვადასხვა ადგილას გაიკეთებთ ინექციას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულ ხასიათს მიიღებს, ან თუკი შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ჩამონათვალშიგთხოვთ შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.
როგორ შევინახოთ ომნიტროპი
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია იარლიყზე. საბოლოო ვადა მიუთითებს თვის უკანასკნელ დღეზე.
• შენახვა და ტრანსპორტირება მაცივარში (2°C - 8°C);
• არ გაყინოთ;
• შეინახეთ თავისივე შეფუთვაში იმისათვის, რომ დაიცვათ სინათლისაგან;
• პირველი ინექციის შემდეგ კარტრიჯი დატოვეთ შპრიცში და შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C), გამოიყენეთ მხოლოდ 28 დღის განმავლობაში.
არგამოიყენოთომნიტროპი, თუშენიშნავთ, რომხსნარიბლანტია.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება კანალიზაციის მეშვეობით ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. პრეპარატების გადაგდების თაობაზე მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს დაგვეხმარება დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ომნიტროპი
- ომნიტროპის აქტიური სუბსტანცია არის სომატროპინი.
ხსნარის თითოეული მლშეიცავს 3.3 მგ სომატროპინს (შეესაბამება 10 IU).
ერთი კარტრიჯი მოიცავს 5 მგ სომატროპინს (რაც შეესაბამება 15 IU) 1.5 მლ.
- სხვა ინგრედიენტები:
დინატრიუმის ჰიდროგენფოსფატის ჰეპტაჰიდრატი.
ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატის მანიტოლი.
პოლოქსამერი 188.
ბენზილის სპირტი.
წყალი ინექციებისთვის.
როგორ გამოიყურება ომნიტროპი და შეფუთვის შემადგენლობა
ომნიტროპი წარმოდგენილია ინექციისთვის უფერული ხსნარის სახით.
შეფუთვის ზომები 1, 5 ან 10.
ომნიტროპი არის გამჭვირვალე და უფერული ხსნარი.
შესაძლოა ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს მითითებული.