ორნიდი / Ornid
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ornidazole
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტოზოების საწინააღმდეგო საშუალებები → ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები
- მწარმოებელი კომპანია: DRUG INTERNATIONAL LIMITED
- მწარმოებელი ქვეყანა: ბანგლადეში
- გამოშვების ფორმა: 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა: ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ორნიდაზოლი INN 500 მგ.
აღწერა: ორნიდაზოლი წარმოადგენს 5 ნიტრომიდაზოლის წარმოებულს. იგი მოქმედებს მეტრონიდაზოლის მსგავსად და ანალოგიურად გამოიყენება მგრძნობიარე პროტოზოული ინფექციების და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
ფარმაკოლოგია: ორნიდაზოლი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და დაახლოებით 30 მიკრო/გ/მლ-ს კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 1.5 გ ერთჯერადი დოზის მიღებიდან ორი საათის განმავლობაში. ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს 12-14 საათს. 15%-ზე ნაკლები უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი ფართოდ ნაწილდება სხეულის ქსოვილებში და სითხეებში, მათ შორის თავ-ზურგტვინის სითხეში. ორნიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდში ძირითადად კონიუგატების სახით და ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა განავალში. აღინიშნა რომ ერთჯერადი პერორალური დოზის 85% გამოიყოფოდა 5 დღის განმავლობაში.
ჩვენებები: ორნიდი ნაჩვენებია მგრძნობიარე პროტოზოული ინფექციების სამკურნალოდ და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის.
დოზა და მიღბის წესი:
მოზრდილების ჩვეულებრივი დოზა
დაავადებები |
დოზა |
მკურნალობის ხანგრძლივობა |
ამებიაზი |
ორდინაზოლის ტაბლეტი ორჯერ დღეში |
5-10 დღე |
ამებური დიზენტერია |
3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით |
3 დღე |
ლამბლიოზი |
3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით |
1-2 დღე |
ტრიქომონიაზი |
3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით |
5 დღე |
* ანაერობული ბაქტერიული ინფექციები - ორნიდაზოლის ტაბლეტი ორჯერ დღეში 5-10 დღე.
ბავშვების დოზა
დაავადება |
მგ/კგ/სხეული/წონა |
დოზა |
მკურნალობის ხანგრძლივობა |
ამებიაზი |
25 მგ სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე |
ერთჯერადი დოზა |
5-10 დღე |
ამებური დიზენტერია |
40 მგ სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე |
ერთჯერადი დოზა |
3 დღე |
ლამბლიოზი |
40 მგ სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე |
ერთჯერადი დოზა |
2 დღე |
** ანაერობული ბაქტერიული ინფექციები - 10მგ/კგ ორჯერ დღეში 5-10 დღე. ან ლიცენზირებული ექიმის მითითების შესაბამისად.
გვერდითი მოვლენები: ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია - კუჭ-ნაწლავის დარღვევები, განსაკუთრებით გულისრევა და ლითონის არასასიამოვნო გემო; გულისრევას ხანდახან თან ერთვის თავის ტკივილი, ანორექსია, ღებინება, დიარეა, სისუსტე, თავბრუსხვევა, უძილობა.
უკუჩვენებები: ორნიდი უკუნაჩვენებია პროდუქტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
წამალთშორისი ურთიერთქმედება: ორნიდი შეიძლება ურთიერთქმედებდეს შემდეგ პრეპარატებთან: ვეკურონიუმის ბრომიდი ან სხვა მიორელაქსანტები და ვარფარინი.
სიფრთხილის ზომები: ორნიდი დიდი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის დისკრაზია ან ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური დაავადება. დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: ორსულობა კატეგორია C. ორნიდაზოლის გამოყენებას უნდა მოერიდოთ ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში და განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებას. ქალბატონებმა ამ პრეპარატს გამოყენების დროს არ უნდა კვებონ ბავშვები ძუძუთი.
ჭარბი დოზა:
ზედმეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ორნიდმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირება. როგორც ასეთი, უმჯობესია, თავიდან აიცილოთ ამ პრეპარატის დიდი დოზით მიღება ან იმაზე მეტ ხანს ვიდრე დანიშნული გაქვთ.
შენახვა:
შეინახეთ არაუმეტეს 300 C ტემპერატურაზე.
მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.
ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
ყოველ კოლოფში არის 10 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით