შემადგენლობა
ტუხტის ფესვები, მუხის ქერქი, თავშავას ბალახი.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების დროს ავლენენ ანტიბაქტერიულ და რეგენერაციულ თვისებებს. მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობენ პათოგენური მიკროორგანიზმებიდან პროტოპლაზმური ცილების დენატურაციას, რაც იწვევს მათი განვითარების დათრგუნვას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, მთრიმლავი საშუალება.
გამოიყენება პირის ღრუს, ხახის და საყლაპავის ანთებითი პროცესების — სტომატიტის, გინგივიტის, ლარინგიტის, ფარინგიტის დროს. განსაკუთრებით ეფექტურია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ღრძილების ანთებითი პროცესების შემთხვევაში.